2025-12-02

21:54

დაქორწინებული კაცები და მარტოხელა ქალები უფრო ჯანმრთელად ბერდებიან

საზოგადოება
26-08-2024 10:19

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დაქორწინებული მამაკაცები უფრო ჯანმრთელად ბერდებიან, ვიდრე მარტოხელა მამაკაცები. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება

კანადის ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულ 3-წლიან კვლევაში შესწავლილი იქნა 60 წელზე უფროსი ასაკის 7600 კანადის მოქალაქის დაბერების პროცესის შედეგები.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაქორწინებული მამაკაცები ორჯერ უფრო ჯანმრთელად ბერდებიან, ვიდრე მარტოხელა მამაკაცები.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ქორწინების გავლენა ქალებზე არ არის იგივე და რომ მარტოხელა ქალები უფრო ჯანმრთელად ბერდებიან, ვიდრე დაქორწინებულები, ქვრივები ან განქორწინებულები.

მკვლევრებმა იდეალური დაბერება განმარტეს როგორც "სერიოზული ფიზიკური, შემეცნებითი, გონებრივი ან ემოციური პირობების თავიდან აცილება, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას" და აღნიშნეს, რომ "ბედნიერების მაღალი დონე და ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა" დადებით გავლენას ახდენს დაბერებაზე.

მკვლევრებიდან ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ ბერნსმა გააკეთა შეფასება: „დაქორწინებულმა ადამიანებმა შესაძლოა ერთმანეთი წაახალისონ, მიიღონ ან გააგრძელონ ჯანსაღი ქცევები, როგორიცაა მოწევისთვის თავის დანებება ან რეგულარული ვარჯიში“.

კვლევა ჟურნალ International Social Work-ში გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები