პრემიერ-მინისტრი ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება.
მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის მადლი გურიას, ყველას ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ! გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი. აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა, ეს შემიძლია თამამად გითხრათ. მიხარია, რომ დავესწარი დოღს, რომელსაც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ვულოცავ დოღში გამარჯვებულებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ადგილობრივებს და ბახმაროში შეკრებილ სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა და გაესაუბრა მეწარმეებს, რომლებმაც მცირე ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყეს.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული გასართობი და კულტურული ღონისძიებები ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 1150
მსგავსი სიახლეები
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
clickss