2025-09-11

22:40

კახა ოქრიაშვილი: „სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა“!

საზოგადოება
27-05-2024 16:01
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
26 მაისს ბატონმა კობახიძემ კიდევ ერთი სატყუარა გადმოუგდო „ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, ეჭვი ეპარება მისივე პარტიის მიერ გაცემული დაპირებების აღსრულებაში. ეს სატყუარაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება და თან ევროკავშირის წევრობა 2030 წელს.
ამავე დღეს, ამერიკისა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ლიდერმა და სახელმწიფომ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში დაბლოკილია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო.
ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერებმა განაცხადეს, რომ არათუ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, არამედ ჩვენთან კონფედერაციასაც კი არ განიხილავენ.
ამ ბოლო 12-წლიან პერიოდში, „ოცნების“ მიერ ნათქვამი ათასობით ტყუილის შემდეგ, თვით „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი აღარ შეიძლება სჯეროდეს, რომ შავი თეთრია! სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა“!, - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1185

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 18:02
საზოგადოება

რა ღირს ცხოვრება საქართველოში

რა ღირს ცხოვრება საქართველოში

2025-09-11 14:25
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

2025-09-11 09:49
საზოგადოება

მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა - ნიკა გვარამია ციხიდან

მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა - ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

2025-09-11 00:41
საზოგადოება

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2025-09-10 23:39
საზოგადოება

თბილისის მერია - თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პე

თბილისის მერია - თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები