კახა ოქრიაშვილი - „ოცნებაზე“ - „დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!“
საზოგადოება
17-05-2024 15:57
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. რატომაა ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ ერთი დღე წელიწადში? ნებიმისიერი ქართველისთვის ოჯახი წმინდაა და ის წმინდაა მთელი ცხოვრების განმავლობაში. და რა არის ოჯახი?! მხოლოდ მეუღლე და შვილებია, თუ საქართველოც ჩვენი დიდი ოჯახია? ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება.
________
როდესაც საქართველო კორუფციამ მოიცვა, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი თავის შვილებს ფულს პარავს და მომავალს უსპობს! დღეს არ ჩამოვთვლი დადასტურებულ, ათი ათასობით მსხვილ კორუფციულ ფაქტს.
როდესაც შენს ოჯახში, საქართველოში, არის ტოტალური ძალადობა, კორუფციული ფულის გამოყენებით, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი პერიოდულად თვრება და ურტყამს საკუთარ შვილებს!
აღარ ვიცი, რა ვუწოდო „ოცნებას“ - რუსული, ქართული, კორუფციული, ძალადობრივი. სახელს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს - დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!
___________
ჩვენთვის, პატრიოტი ქართველებისთვის ცხოვრების მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის, როგორც დიდი ოჯახის სიწმინდე და ნათელი მომავალია. „ოცნების“ მოტივაცია კი ნაქურდალის შენარჩუნება და კორუფციული აწმყოს გახანგრძლივებაა და ამ მიზნისთვის, როგორც ბოლო 1 თვეა დავრწმუნდით, მზად არიან, ჩვენი წმინდა ოჯახი და სამშობლო პირდაპირი მნიშვნელობით გაყიდონ, რათა ასიოდე ოჯახმა შეინარჩუნოს და მოიხმაროს ჩვენი, ყველას ოჯახებიდან ნაქურდალი.
ყოველგვარი გაბრაზების, ძალადობის გარეშე გავუშვებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ვაიძულებთ ნაქურდალის დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში!“, - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 502
მსგავსი სიახლეები
clickss