აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა

პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გასული ღამის განმავლობაში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა მიახლოებას პარლამენტის შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შედიან. აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ასევე სხვადასხვა საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით.
აქციის მონაწილეები ასევე შეძახილებით მიმართავდნენ სამართალდამცველებსა და დეპუტატებს. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან 12 მაისს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი პარლამენტის წინ, ნაწილი პარლამენტის შენობის უკან, ხოლო ნაწილი გვერდითა ქუჩებზე იმყოფებოდა. გამთენიისას სიტყვით გამომსვლელებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, ყველას პარლამენტის უკან გადაენაცვლა. ამასთან, გამთენიისას განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის მიეცათ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. დილის 06:00 საათისთვის ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართეს, რომ ისინი ბლოკავდნენ პარლამენტის შესასვლელს და მოუწოდეს, გადაენაცვლათ პარლამენტის შენობის წინ, რის შემდეგაც, სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან ნელი სვლით ორი მიმართულებით დაიძრნენ. შედეგად, აქციის მონაწილეებს პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებისკენ უკან დახევა მოუწიათ.
წყარო: www.1tv.ge
ნანახია: 916
მსგავსი სიახლეები

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ღირს ცხოვრება საქართველოში
რა ღირს ცხოვრება საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა - ნიკა გვარამია ციხიდან
მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა - ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
clickss