„რა? სად? როდის?“ ევროპული ტური თბილისში გრძელდება!

პოპულარული თამაში „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოში მოგზაურობას აგრძელებს. 2024 წლის პირველი თამაში თბილისის 11 უბანსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდა. რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად გამართულ მარათონში 850-ზე მეტი მოსწავლისგან შემდგარი 140-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა.
თამაშისათვის მომზადებული კითხვები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ სახალისო და ინტერაქტიური გზით. მონაწილეობის მიღება მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც გართობასთან ერთად მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ. ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კი ეს საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდნენ კლუბის პრეზიდენტი და წამყვანი გიორგი მოსიძე, ასევე კლუბის სხვა წევრები, მათ შორის, დათო გორგილაძე, ლაშა კილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გიორგი ბაქრაძე და ანტონ ვაჭარაძე.
თამაშების სერია „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ 2023 წელს დაიწყო. კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გაიმართულ ტურებში მონაწილეობა 3 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო. მარათონი 2024 წელს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც ჩატარდება.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების მსგავსად თამაშების მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და გრანდიოზული ფინალით დასრულდება, რომელიც 2024 წლის მაისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.
ნანახია: 1057
მსგავსი სიახლეები

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს
clickss