2025-11-27

02:02

საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში

საზოგადოება
15-02-2024 12:16

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი  აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ავტორიტეტული, ნეიტრალური და ობიექტური საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამოსვლას  ქვეყანაში და სრულ მზაობას აცხადებს კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში მჭიდროდ ითანამშრომლოს მათთან, მისიების ოპერატიული, ვერიფიცირებული და სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.
არჩევნების მოდერნიზებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის ამ ისტორიულ პროცესში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და მათი მიგნებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს  საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიმართულებით. არჩევნებზე დაკვირვება ზრდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც თავის მხრივ აძლიერებს პროცესისადმი ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, პროცესს 12 ქვეყნის 30-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი დააკვირდა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს აღნიშნული არჩევნები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზეც არის მზად ითანამშრომლოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც ასევე არაერთგზის აღნიშნულა მათივე ანგარიშებში.

2018 წლიდან დღემდე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულმა 8 საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ საქმიანობები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება, მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა, ასევე ამ პერიოდში შეძენილი სოლიდური გამოცდილება ადმინისტრაციას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1072

მსგავსი სიახლეები

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები