2024-12-28

19:52

კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023” გამარჯვებულები ცნობილია

საზოგადოება
05-02-2024 19:25

კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” რიგით მეთორთმეტე დაჯილდოების ცერემონია 2 თებერვალს გაიმართა. ყოველწლიურ ღონისძიებაზე პრიზები 7 გამარჯვებულს გადაეცა. 

6 საპრიზო კატეგორიაში ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა.  ხოლო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დოქტორმა ტიბორ კოზმამ გამოავლინა. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი:

დღეს, მეთორმეტედ ვზეიმობთ ევროკავშირის პრიზის გადაცემას, პრიზისა, რომელიც აჯილდოვებს  პროფესიონალიზმსა და ეთიკას ჟურნალისტიკაში. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში ჟურნალისტური ნაშრომების ავტორები  სხვადასხვა თემას აშუქებდნენ და განხილვის მრავალფეროვან სტილს გვთავაზობდნენ. ამ თვალსაზრისით, არც 2023 წელი იყო გამონაკლისი.  ჟურნალისტებმა  ქართული საზოგადოებისთვის მნიშვენლოვანი საკითხების ცოდნის ძალიან კარგი უნარი გამოამჟღავნეს. მოხარული ვარ, რომ ხარისხი,  რომლის ხელშეწყობასაც  ვცდილობთ ამ პრიზის საშუალებით, კვლავაც ძალიან მაღალია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დოქტორი ტიბორ კოზმა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოხარულია, რომ მრავალი წელია ჩართულია ღონისძიებაში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ და აჯილდოებს პროფესიონალებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აახლოვებენ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს. ამ წელს განაცხადები მივიღეთ აფხაზი და ოსი, ასევე ეთნიკურად სომეხი ჟურნალისტებისგანაც, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან; და არამხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტებისგან, არამედ ბლოგერებისგან, აქტივისტებისა და სტუდენტებისგან. ვამაყობ, რომ „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“ წელს განსაკუთრებით გაუჭირდა გამარჯვებულებისა და ფინალისტების გამოვლენა. ეს გვაძლევს იმედს, რომ კონფლიქტის მოგვარების სურვილი საზოგადოებაში ძალიან ძლიერია. 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2023 წლის კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები არიან:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში

გამარჯვებული: ლანა კოკაია(რადიო თავისუფლება) 

ფინალისტები: ნასტასია არაბული (რადიო თავისუფლება); ია ასათიანი (ifact.ge)

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში

გამარჯვებული: სესილი ბოჭოიძე (ტელეკომპანია “ფორმულა”)

ფინალისტები: თეკლა თარგამაძე (ტელეკომპანია “ფორმულა”); თორნიკე მანდარია (რადიო თავისუფლება)

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: გიორგი მგელაძე (რადიო თავისუფლება) 

ფინალისტები: გელა მთივლიშვილი (მთის ამბები) თამარ გელაშვილი(თავისუფლების მონიტორი)

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: მარიამ ნატროშვილი (ინდიგო)

ფინალისტები: მარიამ ნიკურაძე(OC Media); ნიქო გორგილაძე (პუბლიკა)

ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

გამარჯვებული: ზურაბ ცერცვაძე(Agency France Press)

ფინალისტები: თორნიკე მერმანიშვილი (Chai Khana Media); ხატია ნიქაბაძე(Chai Khana Media); ალექსანდრე ქეშელაშვილი(პუბლიკა)

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში

გამარჯვებული: ანასტასია ბახტურიძე(ინდიგო)

ფინალისტები: სოფიკო გველუკაშვილი(ინდიგო); გიორგი ეკალაძე(პლატფორმა “წერტილი”)

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 

გამარჯვებული: მამუკა ყუფარაძე (თანაავტორი მადინა გაგლოევა; სტუდია “რე”)

ფინალისტები: მარიამ ყვავაძე(TOK TV); ტატიანა ბერაია (Current Time); ქრისტინე მარაბიან(Jnews.ge)

ნომინაციაში „ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“ წელს პრიზი არ გაიცემა, რადგან ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები ვერ დაკმაყოფილდა.

პირველ 6 კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.

გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism/

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“-ის შესახებ:

წელს კონკურსში შემოვიდა 146 ჟურნალისტური (და ფოტო) ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 30 ნოემბრიდან,  2023 წლის 1  ნოემბრის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:

ნიკა ტაბატაძე, მედია ინოვაციების სპეციალისტი:

ნიკა ტაბატაძეს აქვს მედია ორგანიზაციის მართვის ექსპერტული ცოდნა, რომელიც გულისხმობს გავლენიანი, საერთაშორისო სტანდარტის მქონე ახალი ამბების შექმნასა და განვითარებას საქართველოში. 2022-23 წლებში USAID-ის მედიაპროგრამაში მედია ინოვაციების სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. 1999-2007 წლებში ნიკა იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი ამბების წამყვანი, ახალი ამბების მიმართულების დირექტორი და კომპანიის გენერალური მენეჯერი. ნიკა ტაბატაძეს გამოცდილება აქვს საჯარო სექტორშიც – ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ნიკა ტაბატაძე აგრძელებს მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ბიზნეს ინოვაციებისა და რეგიონულ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

სოფიკო მეგრელიძე, პროდუსერი:

სოფიკო მეგრელიძე მსოფლიოში წამყვანი საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის პროდიუსერია. ის თბილისში ცხოვრობს და აშუქებს ახალ ამბებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამჟამად ფოკუსირებულია უკრაინის მოვლენების გაშუქებაზე. 30  წლის განმავლობაში სოფიკო მეგრელიძე AP-თან ერთად ამზადებდა ახალ ამბებსა და სიუჟეტებს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლიდან არის GIPA-ს ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლის მოწვეული ლექტორი. გარდა ამისა, სოფიკო არის DW აკადემიის ტრენერი.

დათო გორგილაძე, ჟურნალისტი, მწერალი:

დათო გორგილაძე არის პროფესიით ჟურნალისტი და ექსპერტი კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე მედიისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. 2021-23  წლებში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”;  ამავე არხზე იყო დილის გადაცემის ტელეწამყვანი. 2018 წელს გამოსცა მისი მოთხრობების კრებული “ღმერთი სამსახურშია”. არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. ასევე არის მოწვეული ლექტორი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასწავლო ცენტრში “კოლაბი”, სადაც “ამბის თხრობის” თეორიულ და პრაქტიკულ კურსს უძღვება.

ლევან ხერხეულიძე – ფოტოგრაფი: 2012 წლიდან დღემდე არის „საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის“ წევრი. 2005-2019 წლებში იყო ფოტორედაქტორი ყოველთვიურ ჟურნალებში – „ლიბერალი“ და „ცხელი შოკოლადი“. არის  Journalists’ Competition Capital-ის გამარჯვებული ნომინაციაში “გამოქვეყნებული ფოტოები”. გამართული აქვს მრავალი პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვებგვერდი: https://www.levankherkheulidze.com

პრიზის შესახებ მეტი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“  შემდეგი წლისათვის განაცხადების მიღებას  2024 წლის 3 მაისს დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

2024-12-28 14:39
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, ბიზნესმენ ივანიშვილს, რომელმაც საქართველოსგან

ეს კომპანია აშენებულია ყველა მთავრობის მიერ ღიად ანტიბიზნესური და ანტიეკონომიკური ატმოსფეროს პირობებში.

2024-12-25 16:20
საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ღრმად დამწუხრებულები ვართ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრ

გვსურს, გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს. ამ რთულ

2024-12-24 14:07
საზოგადოება

ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო

2024-12-23 16:36
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნებ

ამავდროულად, დასკვნაში წერია, რომ არჩევნების დღეს ადმინისტრირება იყო კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა უწყებების

2024-12-23 16:18
საზოგადოება

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენ

მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევებში - წამება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები