ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებაში მიღო მონაწილოება. შეხვედრა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს.
ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას არჩევნების მნიშვნელობაზე, მისი განვითარების ეტაპებსა და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან საარჩევნო ადმინისტრაციისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მსგავსი ფორმატები საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვან განვითარებას უწყობს ხელს.
„მივესალმები იმ ფაქტს, რომ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარჩევნო საკითხებს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე, ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური არჩევნების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ასევე ვიმედოვნებ, რომ მრავალი ერთობლივი პროექტი გვექნება ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.
ნანახია: 812
მსგავსი სიახლეები

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც
Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდ
"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა" - რუსკა მაყაშვილი პირადზე

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რა ღირს ცხოვრება საქართველოში
რა ღირს ცხოვრება საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტო - მარტვილის მუნიციპალიტეტში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
clickss