ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ რაც მეტად დასუსტდება, მით მეტია პერსპექტივა, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის

რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს.
„ჩვენ გვაქვს ხელი გაწვდილი, საუბარი შედგა, მათ შორის აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რასაც ხშირად ვამბობთ – ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. გახსოვთ, ტრამპის ცნობილი სიტყვები, ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას. ეს ორთაბრძოლა მიმდინარეობს. „დიფ სთეთი“ რამდენად შეიძლება, განადგურდეს არ ვიცი, საუბარია სერიოზულ ძალაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც უფრო მეტად დასუსტდება, მით უფრო მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომ გვინდა სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამდე ეს იყო ფურცელზე არსებული პარტნიორობა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, სადაც აისახება გუნდური სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის, როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენი სურვილი ეს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნანახია: 211
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში იასპარეზებს
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთის ტაიპეი - 3:1 დაამარცხა და პირველ ადგილი თითქმის გაი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა ოვერტაიმში და მიიღო 2 ქულა (ნაცვლად 3 ქულისა)

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვ
დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო
ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მ.წ. 1 მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება

ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“
გენერალური მდივნის 31-ე ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში
clickss