2025-01-21

02:32

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ქალ მეწარმეთა საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

ბიზნეს ნიუსი
26-08-2024 14:51
ამ დღეებში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას საქართველოში ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ქალ მეწარმეთა საბჭოს თავმჯდომარე და ალი ოსმან ულუსოის კორპორაციული ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქ-ნ აჰსენ აიდინი; მეორე მოადგილე, ქ-ნ გულშაჰ ჰელვა; მმართველი საბჭოს წევრი, ბ-ნ ჯენგიზ ერთენი და ეიუბოღლუს საადვოკატო ბიუროს ადვოკატი, ქ-ნ ჯერენ ეიუბოღლუ ოზჩელიქი და კონაკის იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიის ადვოკატი, ქ-ნ ფატმა კონაკ ბაში.
მათი თბილისში ვიზიტის მიზანია ავიაკომპანია Geo Sky-სთან ტრაპიზონი-თბილისის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებისთვის საბოლოო სახის მიცემა.
ქალ მეწარმეთა საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი აჰსენ აიდინი დაინტერესდა საქართველოში ქალ მეწარმეთა როლზე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. დელეგაციის წევრებს აგრეთვე ინფორმაცია მიეწოდათ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარების შესახებ.
ამის გარდა, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები, არსებული სახელმწიფო პროგრამები, საგადასახადო სისტემის თავისებურებები და კომპანიის დაარსების პირობები. სტუმრებს გადაეცათ გურთიადის მიერ გამოცემული ეკონომიკური გზამკვლევი, სადაც აღნიშნული საკითხები დეტალურადაა განხილული.
ასოციაციის სახელით, მზადყოფნას ვაცხადებთ, ჩვენს სტუმრებს დახმარება აღმოვუჩინოთ საქართველოში კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებით და იურიდიული, ბუღალტრული თუ საკონსულტაციო მიმართულებით.
გურთიადი მადლობას უხდის დღევანდელ სტუმრებს ვიზიტისათვის და წარმატებებს უსურვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში!
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, გურთიადის საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-01-20 11:40
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ამჟამინდელი და ყოფილი თავმჯდომარეები, ოქტაი ოზთურქი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

იანვარი 2025

კვიორშსამოთხხუთპარშაბ

კატეგორიები