2024-05-13

18:18

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მკაცრად დაგმონ LGBTI-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში

მსოფლიო
28-03-2024 10:22

შეშფოთებული ვარ ახლანდელი პოლიტიკური დისკურსით საქართველოში, რომელიც გამოწვეულია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და ახალი საკონსტიტუციო კანონის, „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ მიღების ინიციატივით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.

„ეს არის ამსახველი იმ ძლიერი და დამაზიანებელი სტერეოტიპების და ცრუწმენების LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბობს ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსშიც. ამას შეუძლია, ძლიერი, ნეგატიური გავლენა მოახდინოს LGBTI ადამიანთა უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე, ასევე მათ უფლებადამცველებზე. ეს ასევე წარმოადგენს LGBTI-ფობიის პოლიტიკურ მანიპულაციას წინასაარჩევნოდ, რომელიც ადრე მე უკვე განვიხილე და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველანაირი ადამიანის უფლებების პატივისცემაზეა დამყარებული.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ LGBTI ადამიანები კვლავ რჩებიან სიძულვილის, დანაშაულების და გავრცელებული დისკრიმინაციის სამიზნეები საქართველოში, ისევე როგორც რეგულარულ შემთხვევებში, როდესაც LGBTI ადამიანებს ეკრძალებათ მშვიდობიანი შეკრების უფლება. მე არაერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, შეინარჩუნოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა ყველა ფორმის დისკრიმინაციის მიმართ, ისევე როგორც LGBTI ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის წაქეზებისკენ. ბოლო თვეებში მე ვაკვირდებოდი მზარდ სტიგმატიზებულ რიტორიკას, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკოსი იყენებდა იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ადამიანთა უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური მუშაობა.

ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის LGBTI ადამიანების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისა და ადამიანის უფლებადამცველთათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მკაცრად დაგმონ LGBTI-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში.

სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც მხარს უჭერს და იცავს ქართული საოზგადოების ყველა წევრის ადამიანთა უფლებებს, მათ შორის LGBTI ადამიანების და იმათი, ვინც მუშაობენ მშვიდობიანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, რომელიც ერთგულია თანასწორობისა და ადამიანური ღირსებების“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-05-13 11:01
მსოფლიო

აშშ შეშფოთებულია საქართველოს ანტიდასავლური ორიენტაციის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

2024-05-01 10:36
მსოფლიო

ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში, ვაჰდეთთინის სასახლეში 26 აპრილს თურქეთში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რუტესთან პირისპირ

2024-05-01 10:26
მსოფლიო

"ტიტანიკის" მგზავრის კუთვნილი ოქროს საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ინგლისის ქალაქ ვილტშირში გამართულ აუქციონზე ბიზნესმენ ჯონ ჯეიკობ ასტორის კუთვნილი საათი სავარაუდო ფასზე 6-ჯერ ძვირად გაიყიდა

2024-04-26 10:35
მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი დაჩრდილულია დასავლეთის პოტენციალით, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა

2024-04-23 17:09
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: COP29 გზას გაუხსნის სამომავლო თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას

ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ამას მოკლებული ვიყავით. სსრკ-ს დაშლის დროს ჩვენს რეგიონში იყო ომები, რასაც ვერ ვიტყოდი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6804
EUR: 2.8892
GBP: 3.3593

კატეგორიები