2024-04-28

02:56

დამოუკიდებელი „საინფორმაციო სააგენტო ნიუს დეი საქართველო” დაარსდა 2014 წელს.
ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, საქართველო.

სააგენტო “ნიუს დეი საქართველო” მუშაობს რეალურ რეჟიმში და ავრცელებს ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუს დეი საქართველო“-ს სამუშაო ენაა ქართული, თუმცა ახალი ამბების წაკითხვა ასევე შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენებზეც.

სააგენტოში მუშაობს პროფესიონალი ჟურნალისტების გუნდი ახალგაზრდებთან ერთად და სწორედ ისინი ზრუნავენ თქვენს ყოველდღიურ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.

სააგენტო „ნიუს დეი საქართველო“ ხელმძღვანელობს ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების პრინციპით და არ გამოხატავს რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური, საზოგადოებრივი დაჯგუფების ინტერესებს.


იგი არის დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, რომელიც საქმიანობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.