2024-04-27

22:03

ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

მსოფლიო
27-03-2024 14:22

26 მარტს ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალი ხელმძღვანელი დანიშნა.

გენერალ-მაიორი ბეტინა ბუგანი ამ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. ის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია და საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტაბილიზაციის მისიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 

მას გაეროში, საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე უმუშავია. ახალ პოსტზე დანიშვნამდე ბეტინა ბუგანი MINUSMA-ს (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში) პოლიციის კომისრის რანგში მუშაობდა კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებზე მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში. 

ბეტინა ბუგანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების 200-ზე მეტი დამკვირვებლისგან შედგება. მისია ქვეყანაში 2008 წლის ოქტომბერში გამოიგზავნა — მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით მოეწერა ხელი 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებას და შემდგომ 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შეთანხმებას, რომლებმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაასრულა. 

მისიის მანდატი მოიცავს სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას და ნდობის აღდგენას, ასევე ანგარიშგებას ევროკავშირის წინაშე, ინფორმირებული ევროპული პოლიტიკის შესამუშავებლად და  ევროკავშირის რეგიონში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გენერალ-მაიორ ბეტინა ბუგანის ბიოგრაფია

მსგავსი სიახლეები

2024-04-26 10:35
მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი დაჩრდილულია დასავლეთის პოტენციალით, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა

2024-04-23 17:09
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: COP29 გზას გაუხსნის სამომავლო თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას

ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ამას მოკლებული ვიყავით. სსრკ-ს დაშლის დროს ჩვენს რეგიონში იყო ომები, რასაც ვერ ვიტყოდი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე

2024-04-23 17:06
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: ახლა ჩვენ გვაქვს საერთო გაგება, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება

შეგახსენებთ, რომ მაშინ მადრიდულ პრინციპებზეც კი შეთანხმება არ იყო მიღწეული, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მაშინ სამშვიდობო შეთანხმების პროექტიც კი

2024-04-23 17:00
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: მსოფლიოს მრავალი წლის განმავლობაში დასჭირდება წიაღისეული ენერგიის წყაროები

AZERTAC-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა 23 აპრილს ADA უნივერსიტეტში ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე თემაზე

2024-04-23 16:55
მსოფლიო

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: COP29 არის საერთაშორისო საზოგადოების დიდი პატივისცემისა და მხარდაჭერის გამო

AZERTAC-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა 23 აპრილს ADA უნივერსიტეტში ორგანიზებულ საერთაშორისო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.676
EUR: 2.8713
GBP: 3.3479

კატეგორიები