„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მზარდ ეკონომიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას „ხალიკ ბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა და „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ გეგუჩაძე უძღვებოდნენ, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„ხალიკ ჯგუფი“ ყაზახეთის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია, რომელიც 4 ქვეყანაში - საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. ჯგუფი ყაზახეთში წამყვან სადაზღვევო, სალიზინგო, საფინანსო და სატელეკომუნიკაციო კომპანიებით, ხოლო სამ ქვეყანაში საბანკო ინსტიტუტციით არის წარმოდგენილი. „ხალიკ ბანკი საქართველო“ ჰოლდინგში შემავალი „ხალიკ ბანკ ყაზახეთის“ შვილობილი ბანკია და ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. თავად „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ რეგიონში უმსხვილესი - 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივების მფლობელი ბანკია, რომლის კაპიტალიც 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წელს ბანკის მოგებამ მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ხალიკ ბანკს მსოფლიოში აღიარებული 3 სარეიტინგო სააგენტოს - Fitch (BBB), S&P (BB+/B) და Moody’s (Ba1) - უმაღლესი რეიტინგი აქვს რეგიონში მინიჭებული და მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან ივაჭრება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ხალიკ ბანკი“ წელს იუბილარია და 2023 წელს ყაზახეთში მოღვაწეობის 100 წელი შეუსრულდა.
ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ - უმუტ შაიახმეტოვამ - განვლილი გზა და ქართულ-ყაზახური თანამშრომლობა შეაფასა:
„ქართულ-ყაზახური მეგობრული ურთიერთობები მრავალ ათწლეულს ითვლის, თუმცა, ბოლო პერიოდში ორი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მზარდმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა დააკავშირა. ჩვენ - ხალიკ ბანკი - ვართ ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც ფინანსურ ბაზარზე ფუნქციონირებს. ჩვენი ბანკის კაპიტალის 30%-ს საერთაშორისო პარტნიორები ფლობენ. ვთანამშრომლობთ ამერიკულ, ევროპრულ, აზიურ ფონდებთან,რაც ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას განაპირობებს. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ უკვე 15 წელია ბაზარზე ვართ. ბანკი 2008 წელს გავხსენით და მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის არ იყო მარტივი, ჩვენ დავრჩით ქვეყანაში და ახლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა უმუტ შაიახმეტოვამ.
დღეს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ სხვადასხვა ქალაქში 8 ფილიალი აქვს და მრავალფეროვანი სერვისებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
„ხალიკ ბანკი“ განვითარებული და ტექნოლოგიური ბანკია. ჩვენ ძალიან დიდ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ვხედავთ. „ხალიკ ბანკ საქართველოს“ აქვს Fitch-ის საუკეთესო რეიტინგი (BB+) საქართველოში, რაც დამფუძნებელი კომპანიის მაღალი რეიტინგის დამსახურებაა. მიუხედავად ჩვენი არც თუ ისე დიდი ზომისა, ვცდილობთ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შევთავაზოთ: გვაქვს ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველს საბანკო სივრცეშია აპრობირებული. შემიძლია ვთქვა, რომ 15 წლის განმავლობაში „ხალიკ ბანკიდან“ საქართველოში დამფუძნებლის მიერ სხვადასხვა სახით ორას მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული,- განაცხადა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული გამჭვირვალე კანონმდებლობისა და მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით თანამშრომლობის ინტერესი მაღალია და განვითარების სურვილიც თვალნათლივ ჩანს.
„საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანია. ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ კლიენტების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული და მათ აზროვნებაზე მორგებული ბანკი. ამისთვის გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა და ვთვლით, რომ ხალიკ ბანკ საქართველოს საინტერესო და პერსპექტიული მომავალი აქვს - აღნიშნა გეგუჩაძემ.
შსს - ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი!
შინაგან საქმეთა სამინისტრო /შსს/ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.
შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.
„პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის
ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში
ლიბერთი განაგრძობს ინფრასტუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. ამჯერად ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში, ( ჭავჭავაძის 103 ნომერში) გაიხსნა, სადაც მომხმარებელი სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებს.
,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს. ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი. სერვის ცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას ვემსახურებით. მომავალშიც გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თანამედროვე საბანკო პროდუქტების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას“, - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი
ლიბერთი ბანკის განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ
რამდენიმე კვირის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი. ამის შესახებ 'ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმ,ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია). ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საეჭვო გარიგების ინციდენტი აღმოჩენილ იქნა ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის და რაც მთავარია, ამ დანაშაულებრივი ქმედებით არ დაზარალებულა ლიბერთი ბანკის არცერთი მომხმარებელი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მყისიერი და ოპერატიული დახმარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ლიბერთი ბანკის განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ
ლიბერთი ბანკის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებას "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.
დღეს, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამიტომ, ბანკი მიზანშეწონილად თვლის ფართო საზოგადოებას და პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს განუმარტოს არსებული ვითარება:
გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვება ხელს შეუშლის გამოძიებას. თაღლითური სქემის გამოვლენა განხორციელდა ბანკის შიდა სტრუქტურების მიერ და გამოძიება დაიწყო ლიბერთი ბანკის ინიციატივით. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი ბანკის მიერ მიღებული ზარალი. ასევე, ბანკი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას და შესაბამისად, არ აკონკრეტებს შესაძლო დამნაშავეთა ვინაობას და მათ შესაძლო ბრალეულობას. რაც შეეხება გარკვეულ ფიზიკურ პირთა ანგარიშების დაყადაღებას, ყველა პროცესი განხორციელდა მხოლოდ სასამართლოს განჩინებით და გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ეს პროცესები დასრულდება გამოძიების დასრულებისთანავე.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება.
კიდევ ერთხელ, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ბანკი დაინტერესებულია გამოძიების სწრაფად და ოპერატიულად წარმართვაში. ამ პროცესებში, ყველა საეჭვო ფაქტი იქნება შესწავლილი და ბანკის არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდება. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს", - ნათქვამია განცხადებაში.
ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა
ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახლადგარემონტებულმა ფილიალმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.
ლიბერთის ცენტრალური ფილიალის განახლება დასრულდა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.
ახალი კონცეფციის ცენტრალურ ფილიალში ხელმისაწვდომია 365 სივრცე, რომელიც 24/7-ზე მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ფილიალის მეორე სართულზე შესაძლებელია პრემიუმ მომსახურების ფილიალით სარგებლობა.
ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ: https://www.libertybank.ge/ka/booking
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 74
ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა
თბილისში, კრწანისის რაიონში (გორგასლის ქუჩა 37) ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირველად ისარგებლებენ სრულად ადაპტირებული საბანკო მომსახურებით. ეტლით მოსარგებლე პირები პანდუსით მოხვდებიან ადაპტირებულ სივრცეში, სადაც მათ სწრაფად და კომფორტულად მოემსახურებიან. ასევე, სპეციალური მომსახურებით ისარგებლებენ მეტყველება და სმენადაქვეითებული პირები.
უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირთა მომსახურებისთვის განკუთვნილია ადაპტირებული ე.წ. ხმოვანი ბანკომატი და მაქსიმალურადაა გამარტივებული საბანკო პროცედურები.
,,მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ჩვენი ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ფილიალების განახლების პროცესი. კრწანისის ფილიალის ადაპტირება თანამედროვე, საერთაშორისო ტექნოლოგიების დანერგვითა და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. აღნიშნული პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალურ რაიონებსა და რეგიონებშიც გაგრძელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მსგავსი ტიპის ადაპტირებული საბანკო სერვისებით არაერთ ფილიალში ისარგებლებენ“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
126 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ახალ ფილიალი გახსნა
28 მარტს თბილისში, აბულაძის ქ.N34-ში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან ფილიალი პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ახალი ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ ოფთალმოლოგიურ სერვისს როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის.
„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია. პაციენტებს მუდმივად ვთავაზობთ ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს: სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა.
2018 წლის ბოლომდე თბილისის უბნესბასა და რაიონულ ცენტრებში კიდევ 4 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, რომლეიბიც ასევე გამოცდილი ექიმებით იქნება დაკომპლექტებული და უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით იქნება აღჭურვილი“- აცხადებენ „ნიუ ჰოსპიატლსში“.
საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
„კოსმო+“-ის ფილიალი „“ისანი მოლშიც“ გაიხსნა
„კოსმო+“-ის ფილიალი „“ისანი მოლშიც“ გაიხსნა. კოსმეტიკურ-პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „კოსმო+“-ის ახალი - რიგით მეოთხე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „ისანი მოლში“ გაიხსნა. სავაჭრო ობიექტში თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ქსელის ფილიალებში საახალწლო აქციები და ფასდაკლებები მოქმედებს.
„კოსმო+“ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. ქსელის მაღაზიებში წარმოდგენილია პოლონური და უკრაინული წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ) სილამაზის შენარჩუნებასა და თავის მოვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც აქვს, რაც კოსმეტიკური საშუალების სწორად შერჩევას საგრძნობლად აადვილებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიებში წარმოდგენილი პრეპარატები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებელს ქსელის სავაჭრო ობიექტებში პროფესიონალური კოსმეტიკის შეძენაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ქსელი ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.
„კოსმო+“-ში მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კონსულტანტებს სისტემატურად უტარდება ტრეინინგები, ცოდნის დონე და ხარისხი კი ტესტირების მეშვეობით მოწმდება. შესაბამისად, მომხმარებელი კოსმეტიკურ პრეპარატზე ამომწურავ ინფორმაციას იღებს, სახის, ტანისა თუ თმის მოვლის კუთხით კი - ინდივიდუალურ კონსულტაციას.
საგულისხმოა, რომ საახალწლოდ „ვარკეთილის“ მეტროს სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში ამოქმედდება კომპლექსი, რომელიც კოსმეტიკურ-პარფიუმერულ სუპერმარკეტს, სილამაზის სალონს, კოსმეტიკურ კაბინეტს და სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების ობიექტებს მოიცავს.
კომპანია საქართველოში პოლონური მარკების „Bielenda”-ს, “Farmona”-ს, “Lirene”-სა და უკრაინული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოკონის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.
„კოსმო+“-მა ახალი ფილიალი გახსნა
კოსმეტიკურ-პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „კოსმო+“-ის ახალი - რიგით მესამე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი - გლდანში“ გაიხსნა. სავაჭრო ობიექტში თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.
„კოსმო+“ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. ქსელის მაღაზიებში წარმოდგენილია პოლონური და უკრაინული წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ) სილამაზის შენარჩუნებასა და თავის მოვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც აქვს, რაც კოსმეტიკური საშუალების სწორად შერჩევას საგრძნობლად აადვილებს.
კომპანიის დამფუძნებლის, რევაზ ამირეზაშვილის განმარტებით, „კოსმო+“-ის მაღაზიებში წარმოდგენილი პრეპარატები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებელს ქსელის სავაჭრო ობიექტებში პროფესიონალური კოსმეტიკის შეძენაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ქსელი ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.
„კოსმო+“-ში მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კონსულტანტებს სისტემატურად უტარდება ტრეინინგები, ცოდნის დონე და ხარისხი კი ტესტირების მეშვეობით მოწმდება. შესაბამისად, მომხმარებელი კოსმეტიკურ პრეპარატზე ამომწურავ ინფორმაციას იღებს, სახის, ტანისა თუ თმის მოვლის კუთხით კი - ინდივიდუალურ კონსულტაციას.
საგულისხმოა, რომ მომავალ თვეში გაიხსნება „კოსმო+“-ის კიდევ ერთი ახალი ფილიალი „ისანი მოლში“, „ვარკეთილის“ მეტროს სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში კი ამოქმედდება კომპლექსი, რომელიც კოსმეტიკურ-პარფიუმერულ სუპერმარკეტს, სილამაზის სალონს, კოსმეტიკურ კაბინეტს და სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების ობიექტებს მოიცავს.
კომპანია საქართველოში პოლონური მარკების „Bielenda”-ს, “Farmona”-ს, “Lirene”-სა და უკრაინული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოკონის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.