ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ისინი ვეღარ დაეყრდნობიან რუსეთს მათ დასაცავად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები.
იმის მტკიცებით, რომ რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და მოსკოვის ხელისუფლებას ეშინია აზერბაიჯანისა და მისი ახლო მოკავშირე თურქეთის გაუცხოების.
ფაშინიანმა თქვა: ”ამ შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე. ჩვენ გვინდა გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა თავიდან ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კონფლიქტების ცენტრში მოხვედრა“.
მან აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კონფლიქტები ღვივდება, „დიდი მფარველისთვის“, სომხეთის შემთხვევაში, რუსეთისთვის მიმართვა არამდგრადია და დაამატა: „ჩვენ აღარ შეგვიძლია დავეყრდნოთ რუსეთს ჩვენი დაცვის საკითხსშ“.
მეორე მხრივ, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ გააკეთებს შეფასებას იმ საკითხზე რომ „რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში რომ არ იყვნენ, დღეს უკეთესი იქნებოდა თუ არა მდგომარეობა“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა: „თუ გვსურს გვქონდეს მუდმივი და მარადიული სახელმწიფო, ჯერ ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ძალიან სერიოზული ძალისხმევა გავწიოთ მეზობლებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად“.
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
30 მაისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
საქართველოს მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი განავითარებს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს ყველა მიმართულებით. „მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ფაშინიანის ვიზიტს საქართველოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. რა თქმა უნდა პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით და ჩვენ განვიხილავთ ამ ვიზიტისას საკითხებს, რომლებიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეხება კულტურულ კავშირებს, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“-განაცხადა მინისტრმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა.