სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.
მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები ფასდაკლებებს გვპირდებიან.
გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.
ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს
მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს. 2015 წლიდან მოყოლებული უკვე მეცხრე წელი იქნება, რაც მარცვლეულის გამომუშავების ნიშნული სტაბილურად სრულდება.
გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი სტაბილურობას ინარჩუნებს და განაგრძობს გამწვანების ფართობის ზრდას. პანდემიის მიუხედავად, 2022 წელს ჩინეთის მარცვლეულის მთლიანმა გამომუშავებამ 685 მილიონ ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით 3,7 მილიონი ტონით ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის მარცვლეულის გამომუშავების სამიზნე რაოდენობა წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრა და ივარაუდება, რომ შიდა მოთხოვნას სრულიად დააკმაყოფილებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო სამუშაო ანგარიშში სასურსათო უსაფრთხოება 2023 წლის ექვსი ძირითადი სამთავრობო სამუშაოდან ერთ-ერთი გახლავთ. ჩინეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთლიანი მარცვლეულის ფართობს სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და მარცვლეულის წარმოების 50 მილიონი ტონით გაზრდის მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.
გარდა ამისა, ხელისუფლება გააუმჯობესებს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებს, რათა უზრუნველყოს სტაბილურ ფასებში სასოფლო-სამეურნეო მარაგით მომარაგება და გააძლიეროს მაღალი სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო მიწების, სარწყავი სისტემებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, კიდევ უფრო გააქტიურდება სათესლე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განვითარება.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
ჩინეთი ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზად ინოვაციებს მიიჩნევს
ეკონომისტების მოსაზრებით, ინოვაციებისკენ ჩინეთის სწრაფვა დააჩქარებს პროდუქტიულობის ზრდას და წარმოშობს უფრო განვითარებად ინდუსტრიებს, რაც თავის მხრივ, ქვეყნის მაღალი ხარისხის განვითარების იმპულსს გაზრდის.
კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩინეთმა 2020 წლიდან 2022 წლამდე 4,5 პროცენტიანი საშუალო წლიური ზრდა დააფიქსირა, რომელიც აჭარბებს როგორც იმავე პერიოდის გლობალურ ზრდას, ასევე სხვა ძირითადი ეკონომიკების.
COVID-19-ის გავრცელების მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 2035 წლამდე, საშუალოდ, წლიური ზრდის 4 პროცენტზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ამის მიზეზი არის ინოვაცია, რომელიც აძლიერებს ქვეყნის მოდერნიზაციის სწრაფვას სი ძინფინგის ხელმძღვანელობით. მისი მმართველობა კი ეფუძნება სოციალისტური ეკონომიკის ჩინურ მახასიათებლებს და ადაპტირებულია ახალ ეპოქაზე.
ვანგ ციანმა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა აშშ-ში დაფუძნებულ Vanguard Investment Strategy Group-ში, განაცხადა: „თუკი [ჩინელი ხალხის] მეწარმეობისა და ინოვაციის სულისკვეთება სრულად იქნება გამოყენებული, ჩინეთის ეკონომიკის გრძელვადიანი პერსპექტივა მოსალოდნელია ოპტიმისტური იყოს“.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთი თანდათან თავს აღწევს COVID-19-ის შეფერხებებს. ამ დროისათვის, ტავარი აქცენტები დემოგრაფიული ცვლილებების, უძრავი ქონების კრიზისისა და უფრო მკაცრი საერთაშორისო გარემოს შექმნისკენაა მიმართული.
ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული კონგრესის გახსნით სესიაზე გაჟღერებულ მთავარ მოხსენებაში ხაზგასმულია ინოვაცია, როგორც ჩინეთის მოდერნიზაციისა და ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
მოხსენებაზე დაყრდნობით, ლან წონგმინმა, სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, თქვა, რომ სის ეკონომიკური იდეა ეკონომიკის ინოვაციების ხარჯზე განვითარებას გულისხმობს. იგი ხაზს უსვამს ინოვაციის გადამწყვეტ მნიშვნელობას და ასევე მეთოდოლოგიას ინოვაციების გასაძლიერებლად.
ქვეყნის მოდერნიზაციის ახალი ეტაპის დასაწყებად, 2023 წელს გაუმჯობესდება პოლისები მრავალ სექტორში. მათ შორის მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური პოლიტიკის კორექტირების გაძლიერება, კერძო საწარმოების სიცოცხლისუნარიანობისა და საერთაშორისო ტექნოლოგიური გაცვლების გაძლიერება, აცხადებენ ექსპერტები.
მოსალოდნელია, რომ პოლისების შემქმნელები ამ წელს მიზანმიმართულად შეამსუბუქებენ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყონ მაღალტექნოლოგიურ და განვითარებად სექტორებს და ამავდროულად ფართომასშტაბიანი სტიმულიც შექმნან, თქვა ვანგმა Vanguard-ში.
იმის ნიშნად, რომ პოლისების შემქმნელები ყურადღებას ამახვილებენ სტრუქტურულ სტიმულზე, ჩინეთის სახალხო ბანკმა, კვირას განაცხადა, რომ გაახანგრძლივებს კრედიტების ინსტრუმენტების გამოყენებას ნახშირბადის შემცირების გასაძლიერებლად და ლოჯისტიკის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ცენტრალურმა ეკონომიკურმა სამუშაო კონფერენციამ, რომელიც დასრულდა დეკემბერში, მოითხოვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ ინოვაციების სფეროს უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ამასთან, ხაზი გაუსვა საწარმოების გადამწყვეტ როლს ტექნოლოგიური განვითარების გზაზე.
ქვეყნის მიერ ინოვაციების მოტივაციის ფონზე, საწარმოებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსების ხელსაყრელი პირობები კვლევისა და განვითარების, ინვესტიციებისა და საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებისთვის, თქვა ლიუ ლინანმა, ჩინეთის მაკროეკონომიკური სტრატეგიის ხელმძღვანელმა Deutsche Bank-ში.
ლინ ძიანხაიმ, საერთაშორისო საფინანსო ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მდივანმა, ხაზი გაუსვა სახელმწიფო და კერძო საწარმოებისთვის შესაძლობების გათანაბრების მნიშვნელობას, რაც კომპანიებს მისცემს ბიძგს პროდუქტიულობის ზრდისკენ, ტექნოლოგიების განვითარების გაძლიერებით.
ექსპერტების აზრით ინოვაციების გაფილტვრა, ტექნოლოგიური მიღწევები, ციფრული ტრანსფორმაცია და მწვანე ეკონომიკა მოდერნიზაციის პროცესს იმპულსს შემატებს.
ხუ იფანმა, UBS Global Wealth Management-ის აზია-წყნარი ოკეანის მაკროეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ინვესტიციები მაღალტექნოლოგიურ სექტორებში, როგორიცაა მიკროჩიპები, ახალი მასალები, მაღალი დონის აღჭურვილობა, რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, წელს აჩვენებს მდგრად ზრდას. ეს დაეხმარება სახელმწიფოს მშპ-ის წლიური ზრდის აღდგენას დაახლოებით 5 პროცენტამდე 2022 წლის 3 პროცენტიდან.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად, 2022 წელს მაღალტექნოლოგიური წარმოების ინვესტიციები გაიზარდა 18,9 პროცენტით.
მასალა მოამზადა აკაკი ბალანჩივაძემ
ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული რეტროსპექტივა შანხაიში
ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი ჩინეთისთვის ნაცნობ და საყვარელ არქიტექტორთა რიცხვს მიეკუთვნება. ზაჰას დიზაინის ფირმა „Zaha Hadid Architects (ZHA)“ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, სწორედ ამ უკანასკნელის მიერაა აშენებული 2019 წელს ცნობილი პეკინის ტასინგის საერთაშორისო აეროპორტი.
2021 წელს ფირმამ ითანამშრომლა შანხაის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ფართომასშტაბიანი გამოფენის მოსაწყობად. შედეგად მუზეუმში წარმოდგენილი გახლდათ ჰადიდის საკულტო დიზაინის ასობით მოდელი, ფოტო და აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები.
რევოლუციური, კრეატიული, ინოვაციური – ამ და კიდევ სხვა მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ ჰადიდის შემოქმედებას. ჩინეთში თავის პირველ რეტროსპექტივაში, Zaha Hadid Architects-მა ნათელი მოჰფინა მისი გამომგონებლობის ბრწყინვალებასა და სიღრმეს, უნიკალურ არქიტექტურულ ენასა და შეუპოვარ სამუშაო ეთიკას.
გამოფენის მეორე სართული ჰადიდის არქიტექტურული დიზაინის მიმოხილვას მიეძღვნა, რაც მოიცავდა შენობების მოდელებსა და ფოტოებს, რომელიც ფირმამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნა. გარდა სავაჭრო კომპლექსებისა, ძვირადღირებული აპარტამენტებისა და ცათამბჯენებისა, ZHA-მ შექმნა მაღალი დონის საჯარო პროექტების სერია, როგორიცაა ხიდები, მეტროს სადგურები და ფეხბურთის სტადიონები.
მესამე სართული იმ ფილოსოფიასა და ტექნოლოგიებში მოგზაურობას დაეთმო, რომლებიც ჰადიდს მისი ხედვის რეალიზებაში დაეხმარა, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ყოველ ნაბიჯზე. ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც ზაჰა ჰადიდის დიზაინს (ZHD) მიეძღვნა, როგორიცაა ავეჯი, განათება, სამკაულები და მოდა.
საერთო ჯამში, გამოფენა ცოტათი ZHA-ს დიდ სარეკლამო კამპანიას ჰგავდა, რომელიც ჰადიდის მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობისა და კვლევის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
„ეფეს საქართველომ“ წამყვანი ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებს ‘Project Future’ სტაჟირების პროგრამა გააცნო!
როგორ გავიმარტივოთ მოსავლის დაბინავება თანამედროვე ტექნოლოგიებით?
შემოდგომა სოფლად მაცხოვრებლებისათვის ყოველთვის დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, მოსავლის აღება და დაბინავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბოლო წლებში სოფლის მეურნეობას ბევრ ქალაქში მაცხოვრებელიც შეუერთდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ამიტომ ამ დარგის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის.
პარალელურად იხვეწება და ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ახალი ტექნიკითა და გაუმჯობესებული ხელსაწყოებით ამარტივებს მძიმე სამუშაოს.
ასევე ვითარდება ონლაინ კომერცია და გლეხისთვის სხვადასხვა ტექნიკის შეძენა ახლა იმაზე მარტივია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა დახვეწა მომსახურების სფერო, ახლა ქართულ ბაზარზე არსებობს ონლაინ პლატფორმები, სადაც შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეკვეთა და ნებისმიერ სოფელში მიღება.
მაგალითად ონლაინ მაღაზია „ისურვე“, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ტრანსპორტირებას. ისურვეში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.
ონლაინ მაღაზია „ისურვე“-ში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: https://isurve.ge
საქართველოს თანაორგანიზებით ღონისძიება "ტექნოლოგიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურში - არჩევნები ციფრულ სამყაროში" გაიმართა
საქართველოს, როგორც კოალიციის - "დემოკრატიათა თანამეგობრობა" სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყნისა და „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამდივნოს ორგანიზებით, 2022 წლის 27 სექტემბერს, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიება თემაზე - „ტექნოლოგიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურში - არჩევნები ციფრულ სამყაროში“.
ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული კვლევის - „ტექნოლოგიები არჩევნებში - ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები 'დემოკრატიათა თანამეგობრობის' წევრ ქვეყნებში“ - შედეგები და მას დაესწრნენ ეუთო-ს წევრი ქვეყნებისა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები.
ზემოხსენებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო კოალიციის მმართველი საბჭოს 11-მა წევრმა ქვეყანამ (აშშ, ესტონეთი, ინდოეთი, კანადა, კოსტა რიკა, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, ლიეტუვა, ნორვეგია, რუმინეთი და საქართველო). კვლევა ხსენებული ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლასა და დოკუმენტირებას ისახავდა მიზნად. ანგარიშში საუკეთესო პრაქტიკებს შორის მოყვანილია საქართველოს გამოცდილება ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის, ხმების დათვლის, საჩივართა განხილვისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებში და მის მიღმა ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
27 სექტემბრის ღონისძიება გახსნეს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურმა მდივანმა, თომას გარეტმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ცისკარაშვილმა. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ლიდერობისთვის და ჯგუფის ფარგლებში კვლევის ინიცირებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის.
კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საპანელო განხილვა დარგის ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს, საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ეროვნული გამოცდილება გააცნო ასევე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბაძემ.
კვლევის - „ტექნოლოგიები არჩევნებში - ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები 'დემოკრატიათა თანამეგობრობის' წევრ ქვეყნებში“ - ანგარიში განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://community-democracies.org/new-publication-report-technology-in-elections/ .
კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ საქართველოს თავმჯდომარეობით მოქმედი სამუშაო ჯგუფის -„დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიზანია დემოკრატიული პროცესებისა და შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშესაწყობად ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენება და ტექნოლოგიების დემოკრატიული პროცესების საზიანოდ მომდინარე საფრთხეების ნიველირების გზების ძიება.
საგარეოს ადმინისტრაცია
თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
„გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
„არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.
Wi-Fi-ს ტექნოლოგიით გამოწვეულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ალცჰეიმერის შემთხვევების ზრდა
მობილური ტელეფონით და უკაბელო კავშირის Wi-Fi ტექნოლოგიით გამოწვეულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევების ზრდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა პროფესორმა მარტინ ლ. პალმამ ჟურნალ „Current Alzheimer's Research“-ისთვის დაწერილ სტატიაში განაცხადა, რომ აღმოაჩინა ახალი კავშირი მობილურ ტელეფონებსა და მსგავს უკაბელო ტექნოლოგიების პროდუქტებს შორის რომელიც ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევების ზრდას იწვევს. მარტინ ლ. პალმა თავის სტატიაში აცხადებს, რომ რადიაციის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინში კალციუმის უჯრედების დონის მატება, რაც ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევია. იგი ასევე აცხადებს, რომ ეს საშიშროება ადრეულ ასაკში იწყება.
მისივე თქმით, მკვლევარები აფრთხილებენ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად ექვემდებარებიან მობილური ტელეფონებისა და Wi-Fi-ის გამოსხივებას ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში, შესაძლოა „ციფრული დემენციის“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
ცნობისათვის, კვლევითმა ინსტიტუტმა StudyFinds-მა გააზიარა ინფორმაცია, რომ თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან რადიაციას, უფრო მეტად ავადდებიან ალცჰეიმერის დაავადებით.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის წახალისების მიზნით, Visa უერთდება გრეის ჰოპერის სახელობის პროგრამას საქართველოში
თბილისი, 13 აპრილი, 2022 – Visa, მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველოში, რომელიც დაარსდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, თიბისი ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.
Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებსა და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. ქალთა როლის წარმოჩენა და მისი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სტერეოტიპების მსხვრევისა და იმ გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა წინაშეც ქალები დგანან. Visa-ს სჯერა, რომ საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ეკონომიკური წინსვლისთვის, რადგან ინოვაციური ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ გაციფრულების დანერგვასა და მის მზარდ მოთხოვნაზე.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია წარმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ იმ ქალებს, რომლებიც გამოწვევების წინაშე დგანან. ამდენად, ჩვენ მზად ვართ მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველას მათი პროფესიული კომპეტენციებიდან და ლიდერული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ კატეგორიას - ICT ჩემპიონი და მე მჯერა, რომ გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას, განსაკუთრებულ ჯილდოს და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
დაჯილდოება ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომლის მემკვიდრეობაც ბევრს კვლავ შთააგონებს. პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში და ისწრაფვიან პოზიტიური ცვლილებებისკენ. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, UTG და Majorel Georgia.
განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.ictwomen.ge განაცხადები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, 30 მაისს გახდება ცნობილი ჯილდოს ფინალისტების ვინაობა და 10 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.
***
კომპანია Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa ყოველწლიურად, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge