ირაკლი ღარიბაშვილი - 5 ათასი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს გაორმაგებულ სტიპენდიას!
მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
EBRD საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბებს ხსნის
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიური ჰაბები გახსნა. ეს სივრცეები 280 სტუდენტს უზრუნველყოფს ტრენინგით, რომელიც მათ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას გაუადვილებს.
პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას. საქართველოს შემთხვევაში კი ინიციატივა, ამასთან, ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირებსა და უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარება.
EBRD ამ პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და აზერბაიჯანის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საკოორდინაციო და ანალიტიკურ ცენტრთან ერთად ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
ხშირად როდესაც თქვენ წარმატებას აღწევთ გგონიათ, რომ სამყარო თქვენსკენ არის ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირიქით - ნოდარ თათვიძე
ნოდარ თათვიძე გახლავთ საჯარო მმართველობის დოქტორი, ის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში. ნოდარი აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ პოლიტიკაში და მის სახელს ახალგაზრდების საკეთილდღეოდ განხორციელებულ არაერთ პროექტში წავაწყდებით. მან დააფუძნა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და 4 000 -ზე მეტი სტუდენტი გააერთიანა იდეის გარშემო, ასევე იყო ახალგაზრდული სატელევიზიო შოუების ავტორი/წამყვანი და რამდენიმე ტელევიზიის დირექტორი. ჩვენთვის საიტერესოა ასეთი წარმატებული ახალგაზრდის განვლილი გზა და მისი წარმატების ფორმულის გაზიარება მკითხველისთვის ამიტომ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნოდარ თათვიძესთან.
რას გვეტყოდით თქვენი განათლების შესახებ რა არის თქვენი პროფესია?
ახლახან დავიცავი დოქტორის ხარისხი და გახლავართ საჯარო მმართველობის დოქტორი. ჩემი სადოქტორო ნამუშევარი ვფიქრობ ძალიან საიტერესო თემაზეა, რომელიც შეეხება საჯარო სამსახურში თანამშრომელთა შეფასების სისტემის ოპტიმიზაციის გზებს. ჩავატარე კვლევები და გავაკეთე შეთავაზება თუ როგორი შეფასების სისტემა იქნება ყველაზე ოპტიმალური საჯარო სექტორში.
კითხულობთ თუ არა ამჟამად ლექციებს?
ამჟამად სამწუხაროდ არ ვკითხულობ ლექციებს, თუმცა მინდა გაგიმხილოთ რომ არაერთ სტუდენტს გამოუთქვამს სურვილი მათთვის ლექციები წამეკითხა რაც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია და მინდა გითხრათ ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, რომელსაც ვფიქრობ სულ მალე ავიხდენ.
მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ.
ჩემი განვლილი გზის დასაწყისი უკავშირდება საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას, როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით სტუდენტთა და არა მარტო სტუდენტთა უფლებებს. ბევრი რომ არ ვისაუბრო ლიგაზე მოკლედ ვიტყვი, რომ ეს ორგანიზაცია ჩემი განვლილი გზის უმთავრესი ნაწილია, ამის შემდეგ ვსაქმიანობდი სატელევიზიო სივრცეში და სამთავრობო უწყებებში.
თქვენი აზრით რა თვისებები გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?
წარმატების მიღწევის ჩემი ფორმულა ასეთია: ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას - დავამატებდი შრომა შრომა და კიდევ შრომა ეს წარმატების განუყოფელი ნაწილია.
რა არის თქვენთვის მოტივაცია?
მოტივაცია ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშველოვანი. ყოველი დღე ჩემთვის მოტივაციით იწყება და მოტივაციით სრულდება. მოტივაცია ეს არის სწრაფვა მიზნისკენ, რომელიც ვცდილობ ყოველთვის გამაჩნდეს.
თქვენი აზრით რა არის წარმატება და როგორ გავხდეთ წარმატებულები?
წარმატება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობის შეიძლება იყოს. თითოეული ჩვენთაგანი წარმატებას შეიძლება განსხვავებულად აღიქვამდეს და ეს სრულიად ლოგიკურია.ხშირად როდესაც თქვენ წარმატებას აღწევთ გგონიათ, რომ სამყარო თქვენსკენ არის ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირიქით – თქვენ წინააღმდეგ. ეს მოსაზრება ვფიქრობ არასწორია, რადგან ნებისმიერი თქვენი ქმედება თუ მიღებული შედეგი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია, პირველ რიგში დასახოთ გეგმა და მიჰყვეთ მას. განხორცილების პროცესში კი აუცილებლად შეადგინეთ დღის განრიგი, რათა უკეთესი შედეგი მიიღოთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შესაძლებელია მიღწეული წარმატება წამში გაქრეს მაგრამ, ყოველთვის უნდა იპოვოთ ძალა საკუთარ თავში, რათა წამოდგეთ და განაგრძოთ დასახული მიზნისკენ სვლა. არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და არ შეგეშინდეთ უარყოფითი შედეგების.კონკურენცია თქვენთვის უნდა იყოს ერთგვარი მოტივაცია, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენ განვითარდეთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარმატებაზე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი ჭეშმარიტება, ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელი გონება, ცოდნა და გამოცდილება ჩავაქსოვოთ.
“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია
დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.
“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.
მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.
მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.
კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.
კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.
შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.
ნოდარ თათვიძე - ''თქვენი აზრით დოქტორანტი სტუდენტი არ არის?''
ნოდარ თათვიძე თავის ოფიციალურ Facebook - გვერდზე განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
''საქართველოს მთავრობას, პარლამენტის განათლების კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს ერთი მეტად მნიშვნელოვანი შეკითხვა მინდა დავუსვა თქვენი აზრით დოქტორანტი სტუდენტი არ არის? საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ - სტუდენტებად ვითვლებით დოქტორანტები''და რატომ გადაწყდა ან ვინ გადაწყვიტა ის რომ ჩვენ სტუდენტებად არ ვითვლებით და არ გვეკუთვნის საყოველთაო სტუდენტური დაზღვევა..და მეტიც კანონის დარღვევასთან ხომ არ გაქვთ შეხება, როდესაც არ აფინანსებთ დოქტორანტ სტუდენტებს საყოველთაო სტუდენტური დაზღვევის ფარგლებში?.. მინადა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ყველა სტუდენტი თანასწორუფლებიანია!!! მაშასადამე სტუდენტები ვართ დოქტორანტებიც და მაშინ არ გვაღიაროთ კანონის მიხედვით სტუდენტებად შეცვალეთ საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და არც კანონს დაარღვევთ... :)))
პატივიცემით, საჯარო მმართველობის დოქტორანტი - ნოდარ თათვიძე.''
“ჩინური ენის ხიდის” კონკურსის II ტურის შედეგებით ქართველი სტუდენტი 30 საუკეთესოთა შორისაა
რიგით XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის “ჩინური ენის ხიდის”მეორე ტურის შედეგებით, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტი, მარიამ ბერძენიშვილი 30 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა, მეორე ტური ითვალისწინებდა ჩინეთის კულტურის შესახებ სწრაფ რეჟიმში კითხვა-პასუხს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურია და ტარდება კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ჩინურ ენას. “ჩინური ენის ხიდი” შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.