ირაკლი ღარიბაშვილი - 5 ათასი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს გაორმაგებულ სტიპენდიას!

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 სექტემბერი 2023 16:48

მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას.
„მინდა კიდევ ერთი დადებითი, პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი, მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი, ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.
მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენი სტუდენტების. ეს კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმი

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 16:02

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა კაჭრეთის „ამბასადორში“ ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი გამართა. ფორუმი მიზნად ისახავდა საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას. ფორუმში მონაწილეობას იღებენ როგორც კურსდამთავრებული სტუდენტები, ასევე მიმდინარე გრანტის მფლობელი და 2016-2017 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები. ფორუმის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო.

ორდღიანი ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს, ახალ პროექტებსა და ინიციატივებს. ფორუმის მსვლელობისას, 2016-2017 სასწავლო წლის პროგრამის გამარჯვებულები შეხვდებიან ცენტრის კურსდამთავრებულ და მიმდინარე გრანტის მფლობელ სტიპენდიანტებს, კომისიის წევრებს (სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს) და ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილავენ პროგრამის ბენეფიციარების უფლება-მოვალეობებს. კურსდამთავრებულები სტიპენდიანტთა ახალ ნაკადს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს, ჯგუფურად იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უცხოეთში სწავლის დაგეგმვისა და სასწავლო პროგრამების შერჩევის სპეციფიკა, სასწავლო პრაქტიკის გავლა, კვლევის თემატიკის განსაზღვრა, სწავლის შემდგომ სამსახურის მოძიება საქართველოში და სხვა.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 8 სესიას შესთავაზებს. სესიების ფორმატი ითვალისწინებს როგორც პრეზენტაციასა და პანელს, ასევე ჯგუფურ მუშაობას „ღია სივრცეში“ (Open Space Technology), სადაც განსახილველი საკითხის წამოჭრა და თემატიკის განსაზღვრა თვითონ სტიპენდიანტებს შეეძლებათ. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრები, სესიები და ღონისძიებები ცენტრის ახალბედა სტიპენდიანტებს საერთაშორისო აკადემიური გამოწვევებისათვის, ხოლო მიმდინარე გრანტის მფლობელებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებისა და ურთიერთთანამშრომლობის პროგრამებში აქტიური მონაწილეობისათვის მოამზადებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური