სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 სექტემბერი 2023 11:56
2023 წლის 15-16 სექტემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა.
აღნიშნულ სამიტზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობა.
თურქეთის ბიზნეს საბჭოს სამიტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი თურქეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური და დიასპორული კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებას, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დესწრო და მონაწილეობა მიიღო B2B შეხვედრებში. ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.

სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2022 13:14

შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

წყარო: https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-shedzrwunebuli-var-stambolshi-momkhdari-afetqebit-vusamdzimreb-daghupulta-ojakhebs-tanagrdznobas-vuckhadeb-prezident-erdoghansa-da-turqetis-mosakhleobas/

სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2022 11:13

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ინდონეზიაში გამგზავრებამდე დედაქალაქ ანკარაში პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი პირველადი მონაცემები ტერორისტულ თავდასხმაზე მიუთითებს და ასევე დასძინა, რომ მომხდარში „ერთმა ქალმა ითამაშა როლი“.

"ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატური თავდასხმის დამნაშავეების და მის უკან მყოფი ადამიანების გამოსავლენად." - თქვა პრეზიდენტმა.

გუშინ, თურქეთის დროით 16:20 საათზე ისტიკლალის პროსპექტზე აფეთქება მოხდა, რაიონში ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა და მეხანძრე-მაშველი იქნა გაგზავნილი.

საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 22 მაისი 2022 11:18

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა 1992 წლის 21 მაისს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
1921 წელს, ანკარაში გაიხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიმონ მდივანი. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, სიმონ მდივანმა, პირველმა უცხოელმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

პირველი ქართული დიპლომატიური მისიის ანკარაში მოღვაწეობიდან 70 წლის თავზე, 1991 წლის 16 დეკემბერს, თურქეთმა, კვლავ ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის 30 ივლისს, საქართველოსა და თურქეთს შორის ,,მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ’’ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, თურქეთში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა 1994 წლის მაისში. საელჩოს გახსნამდე, აპრილის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, ხოლო მოგვიანებით, 1998 წელს, გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში.

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 2,145,884,100 აშშ დოლარს - რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქართული ექსპორტის ზრდის მიზნით.

2021 წლიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური/სატრანსპორტო პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე. მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის საკანონმდებლო ორგანოებში მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა.

უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის (TANAP და TAP) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის.

მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე, სხვა უწყებების დონეზე. სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

აღსანიშნავია თურქეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19 პანდემიის დროს აქტიური თანამშრომლობა, ასევე, თურქეთის მხარის მიერ გაწეული დახმარება პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების და სამედიცინო და საველე აღჭურვილობის რესურსების უსასყიდლოდ გამოყოფის მხრივ.

2022 წლის 27 იანვრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად იმპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანა.

2021 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოსა და თურქეთის ფოსტების მიერ, გამოიცა ერთობლივი ქართულ-თურქული საფოსტო მარკები.
ქართული მხარის ინიციატივით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, მოიჭრება საიუბილეო მედალი.

დავით არახამია: „რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022 11:13

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა: „რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე სტამბულის შეთანხმების ერთგულია და პოზიცია არ შეუცვლია“. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, დ. არახამიამ, რომელიც უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია, ტელეგრამის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე იცავს (გასული თვის) სტამბოლის შეთანხმებას და პოზიცია არ შეუცვლია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინულმა მხარემ არ გაითვალისწინა ყველა დამატებითი საკითხი, რაც არ იყო სტამბოლის შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული. ალბათ ამან გამოიწვია მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია“, განაცხადა არახამიამ ტელეგრამის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მის ქვეყანასთან სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც და აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო საკუთარი წინადადებებიდან გასვლა და პროვოკაციების განხორციელება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს სიტყვით მიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 მარტი 2022 12:30

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ მხარეები დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის ხვდებიან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციების შეხვედრის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: "ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიან მშვიდობაში დამარცხებული არ იქნება. კონფლიქტის გახანგრძლივება არავის ინტერესებში არ შედის".

პრეზიდენტი ერდოღანი დოლმაბაჰჩეს ოფისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა და თქვა: „როგორც ქვეყანა, რომელიც მრავალი ტკივილის მომსწრე გახდა თავის რეგიონში, ჩვენ ვიმუშავეთ და ვცდილობდით, მსგავსი სურათი არ განმეორებულიყო შავი ზღვის ჩრდილოეთით“.

„ჩვენ გამოვავლინეთ სამართლიანი მიდგომა, რომელიც იცავს ორივე მხარის (რუსეთი-უკრაინის) უფლებებს, კანონებსა და სენსიტიურობას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე...  ყველასთვის სასარგებლო იქნება ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს... ვფიქრობთ, რომ შევედით იმ პერიოდში, როდესაც მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგები უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე თქვენ აიღეთ ისტორიული პასუხისმგებლობა, როგორც დელეგაციის წევრებმა. მთელი მსოფლიო თქვენგან კარგ და სასიხარულო ამბებს ელის... პროგრესი, რომელსაც თქვენ მიაღწევთ მოლაპარაკებებზე, შესაძლებელს გახდის შემდეგ ეტაპს, კონტაქტს ლიდერების დონეზე. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ ასეთ შეხვედრასაც“.- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კვირას სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფების შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართებოდა.

იმავდროულად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავის ქვეყანაში პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთში გასამართ მოლაპარაკებებზე ჩვენი მინიმალური მოთხოვნა იქნება ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა და ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნა კი იქნება ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის მდგრადი შეთანხმების უზრუნველყოფა.“

ზელენსკი რუსეთ-უკრაინას შორის მორიგი შეხვედრის სტამბოლში გამართვას ეხმაურება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 მარტი 2022 09:48

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში, კიევსა და მოსკოვს შორის მორიგი შეხვედრის სტამბოლში გამართვას გამოეხმაურა. 

ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა: „თურქეთში არის პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა და საჭიროება. ჩვენ წინ გვაქვს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რადგან ჩვენ ვეძებთ მშვიდობას, არის შესაძლებლობა და საჭიროა პირისპირ მოლაპარაკებები თურქეთში, მითხრეს, ეს ცუდი არ არის, ვნახოთ შედეგი“.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში იცის აღნიშნა, რომ მათი მიზანია ქვეყანაში მშვიდობის დამყარება და ნორმალური ცხოვრების აღდგენა რა, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უდავოა და მათი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები სავალდებულოა.

მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორგანიზებულ დახმარების კონცერტზე ვიდეომიმართვა გააგზავნა და კიდევ ერთხელ მოითხოვა იარაღით დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები თურქეთში დღეს გაიმართება.

 

თურქულ-ქართული ურთიერთობები, კეთილმეზობლური თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითი!

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
კვირა, 06 მარტი 2022 14:44

საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის და მთავრობის დამსახურებაა. ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ისინი უმაღლეს ნიშნულზეა. სწორედ ამ ურთიერთობების საკუთარი თვალით ადგილზე ნახვის სურვილს და სამომავლო გეგმების რეალიზებას ემსახურებოდა ქართველი ჟურნალისტების ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც მიმდინარე წლის 23-27 თებერვალს მოეწყო. ქართველი ჟურნალისტების მედია-ტური სტამბოლსა და ანკარაში, განხორციელდა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის უშუალო მითითებით, გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) და იუნუს ემრეს ინსტიტუტის ორგანიზებით.

„მივესალმები ქართველ ჟურნალისტებს. სასიამოვნოა თქვენი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში და იმედი გვაქვს, პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC)პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. მან ჟურნალისტებს გააცნო თანამედროვე თურქეთის მიღწევები და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, მისი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით აგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას და საერთაშორისო ასპარეზზე მტკიცედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. 

მისივე თქმით, საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩაატაროს კვლევები, რომლებიც ზრდის ჟურნალისტების პროფესიულ, სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს და აუმჯობესებს მათ დემოკრატიულ მისწრაფებას. ასევე სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს ყველა ქვეყანაში თურქეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალკანეთის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. „საბჭოს წარმომადგენლობა გააჩნია მსოფლიოს 52 ქვეყანაში“, - დაამატა მეჰმეთ ალი დიმმა.

ამ მეტად დატვირთული და ემოციებით აღსავსე დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენს თურქ კოლეგებთან სხვადასხვა ფორმატში და უამრავი საინტერესო სიახლე გაგვეგო ერთმანეთის შესახებ, გაგვეცვალა აზრები, შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გამოგვეხატა სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის სურვილი და უბრალოდ ის, რომ კონტაქტი შეგვენარჩუნებინა, რათა ეს ძალისხმევა და შესანიშნავი გაცნობითი სტარტი ეფექტურ კომუნიკაციაში გადავზარდოთ. 

სხვადასხვა მედიასაშუალებებში (TRT, Global Haber), სამინისტროებსა (თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო) და ასოციაციებში (DEIK) ვიზიტისას იგრძნობოდა განსაკუთრებული კეთილგანწყობა და ინტერესი საქართველოს მიმართ და რაც მთავარია, დიდი სურვილი, რომ ის საკითხები, რომლებიც არსებობს ორ სტრატეგიულ პარტნიორ და მეზობელ ქვეყანას შორის მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდეს მეგობრობის საფუძველზე. 

უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა. როგორც თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ განაცხადა, "თურქეთ-საქართველოს შორის დადებული შეთანხმებები, ძალიან აქტუალურია და მიმართულია ქართველი და თურქი ხალხის კეთილდღეობისკენ". 

საქმიანი შეხვედრების პარალელურად შესაძლებლობა მოგვეცა უდიდესი სიამოვნება მიგვეღო თურქეთის მდიდარი, კულტურულ-ისტორიული ძეგლების გაცნობით და უგემრიელესი თურქული სამზარეულოს დაგემოვნებით. ჩვენმა თურქმა კოლეგებმა სტუმართმოყვარეობის უმაღლესი მწვერვალები აჩვენეს და მათგან მთელი ტურის განმავლობაში განსაკუთრებულ მზრუნველობასა, სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდით.

რაც შეეხება ანკარაში ვიზიტს, ეს ქალაქი სრულიად განსხვავდება სტამბოლისგან და იგი გამსჭვალულია თურქეთის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწის მუსტაფა ქემალ ათათურქის სულისკვეთებით. მასში სრულად არის წარმოდგენილი ის სიდიადე, რაც თან სდევდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მოღვაწეობას. 

მსოფლიო ისტორიაში ალბათ ძნელად მოიძებნება პიროვნება, რომელმაც ისე რადიკალურად შეცვალა საკუთარი ქვეყნის გეზი, როგორც ეს ათათურქმა მოახერხა. მას იმ პერიოდში მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს `ბელადების ეპოქა~. იმ დროს სწორედ ერთეულები წყვეტდნენ ერების, სახელმწიფოებისა და მთელი მსოფლიოს ბედს. თურქეთისთვის საბედნიეროდ ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში სათავეში ჩაუდგა უდიდესი შინაგანი ძალისა და შემართების პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა თურქთა თვითშეგნებაში. სწორედ ამიტომ ითვლება ათათურქი არა მარტო თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლად და პირველ პრეზიდენტად, არამედ ერის მხსნელად და მამად. ათათურქის ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთდროულად იყო სახელმწიფო მოღვაწეც, სამხედროც და რევოლუციონერიც. ეს სამი საქმე ერთმანეთს ხელს არ უშლიდა, პირიქით, იმ დროინდელი პირობების გათვალისწინებით, წარმატების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად სწორედ მათი ერთ პიროვნებაში შეთავსება უნდა მივიჩნიოთ.

”ადამიანის სიმდიდრე შედგება მისი პიროვნების ზნეობაში. წარმატება სამხედრო სფეროში ვერ მოგვცემს იგივე შედეგებს, რაც რეფორმებს ეკონომიკის, ყოველდღიური ცხოვრების და კულტურის სფეროებში”. ეს არის მუსტაფა ქემალ ათათურქის გამონათქვამი, რომელიც დღემდე ისევ აქტუალურია. 

ანკარაში ვიზიტის განმავლობაში ქართველმა ჟურნალისტებმა შეხვედრა გამართეს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სერდარ ჩამთან. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო სხვადასხვა დაპირისპირებების ინტერესის სფერო და ობიექტი არ უნდა აღმოჩნდეს ისე, რომ მერე ამ დაპირისპირებაში გაიჭყლიტოს. "სოციალურ მედიაში მიმდინარე შავი პროპაგანდის აღკვეთის წინ აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე კარგი იარაღი განათლებაა, ასევე საზოგადოების სწორი ინფორმირება. ჩვენ ვართ თქვენი თურქი მეგობრები და ჩვენი სურვილია, პატარა საქართველო არ გახდეს დიდი ქვეყნების დაპირისპირების და ინტერესების იარაღი და მოედანი; საქართველო საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ დაზიანდეს, არ დაზიანდეს ჩვენი ურთიერთობები”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ასევე გაიმართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიორგი ჯანჯღავასთან და იუნუს ემრეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისის კომუნიკაციების ურთიერთობების ხელმძღვანელთან. 

როგორც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა განაცხადა, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი არის საჯარო დაწესებულება. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს თურქეთს, თურქულ ენას, ისტორიას, მის კულტურასა და ხელოვნებას; ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია გაავრცელოს მსოფლიოში; საზღვარგარეთ იდგეს მათ სამსახურში, ვისაც განათლების მიღება სურს თურქული ენის, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში; ხელი შეუწყოს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და მეგობრობის გაღრმავებას.

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, კანონით გათვალისწინებული მიზნის განსახორციელებლად, საზღვარგარეთ დაარსებულ ცენტრებში უცხოელებს ასწავლის თურქულ ენას, ამასთანავე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს კულტურულ და ხელოვნების ღონისძიებებს, მხარდაჭერას უწევს სამეცნიერო საქმიანობას.

მისივე თქმით, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს, საზღვარგარეთ 58 კულტურის ცენტრი აქვს. კულტურის ცენტრებში თურქული ენის სწავლებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მხარდაჭერას უწევს თურქოლოგიის სპეციალობასა და თურქული ენის სწავლებას. ჩვენი კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით კულტურის ცენტრების საშუალებით აწყობს უამრავ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს“, - აღნიშნა მან. 

ანკარაში გამართულ სხვა შეხვედრებზე საუბარი თურქეთ-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობების განხილვას ეთმობოდა. საუბარი ასევე მიმდინარეობდა სამომავლო გეგმებზეც და ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია და ამ პოტენციალის რეალიზაციის შემთხვევაში საქართველო შესძლებს წარმატების მიღწევას როგორც პოლიტიკურ არენაზე, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ქართველი ჟურნალისტების ვიზიტის დასრულების შემდეგ მხარეთა წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის მაისის თვეში საპასუხო ვიზიტით, უკვე თურქეთის დელეგაცია (გლობალური ჟურნალისტური საბჭოს წარმომადგენლები GJC) ესტუმრება საქართველოს.

მასალა მოამზადა: ავთანდილ ოთინაშვილმა

ფოტოების ავტორია: ხათუნა გოგიჩაიშვილი

 

თურქეთ-სომხეთს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 თებერვალი 2022 14:00

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში, დიდი ხნის შემდეგ სტამბოლიდან ერევნის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განხორციელდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში პირველი ფრენა, ადგილობრივი დროით, 23:35 საათზე, ერევანის მიმართულებით, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის არმიამ 2020 წელს დაასრულა ყარაბაღის ოკუპაცია, თურქეთმა სომხეთს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ორ ქვეყანს შორის სპეციალური წარმომადგენლები იქნა დანიშნული.

ორი ქვეყნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პირველი შეხვედრა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 14 იანვარს გამართა.

მეორეს მხრივ, ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესში დაწყებული ფრენების ფარგლებში, სომხური ავიაკომპანია Fly One Airlines-ის თვითმფრინავი ერევნის  ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა და  სტამბულის აეროპორტში დაეშვა.

 

მშვიდობის ძიებას ინოცავიური საგარეო პოლიტიკა ჭირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 13:06

ამ კვირაში სტამბოლი უმასპინძლებს ორ სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას. ერთი  მიეძღვნება კონფლიქტებში ჩართულ სახელმწიფოებსა და მედიაციის საშუალებებს  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC)  წევრობის ფარგლებში.  მეორე  კი უფრო ფართო ფორმატის იქნება, სადაც იმსჯელებენ მდგრად განვითარებას, მშვიდობასა და მედიაციას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე; საშუამავლო პროცესში გენდერული და ახალგაზრდული ჩართულობის  გაძლიერების გზებზე; აგრეთვე, აზრების გენერაციის სესია მიეძღვნება, კონფლიქტებისა და მედიაციის ანალიზის დროს ცენტრალური მონაცემთა ბაზისა და ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხს. შეიძლება ვიღაცამ ჩაითვალოს, რომ ესაა ერთ-ერთი მორიგი კონფერენცია, მაგრამ სტამბოლის მედიაციის კონფერენციმ უკვე გვაჩვენა, რომ იგი საკმაოდ გალენიანია  სხვადასხვა საკითხებზე ურთიერთგაგების მიღწევის და ასევე,  მედიაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სფეროებში  სამოქმედო დღის წერსიგის ჩამოყალიბების საკითხში.   თურქეთია  კონფერენციების მასპინძელი ერთადერთი ქვეყანა, რომელიც  მედიაციის ჯგუფების მეგობრების (The Friends of Mediation Groups) თანათავმჯდომარეა, სამი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის: გაეროს-ს, ეუთოს-ს და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, თურქეთს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს კონფერენციის დასკვნები ზემოაღნიშნულ საერთაშორიოს ორგანიზაციებში.

21-ე საუკუნეში, საზოგადოება დგას სხვადასხვა გამოწვევების წინაშე. მაშინ, როდესაც ბევრი ფიქრობს რომ ჭიქა ნახევრად სავსეა საერთაშორისო სამართლის, ინსტიტუციების, დემოკრატიისა და კანონიერების, ანგარიშვალდებულების, თავისუფალი ვაჭრობის, გენდერული თანასწორობის და სხვადასხვა საკითხებში არსებული მიღწევებით, ჭიქის ცარიელმა ნახევარმა შეიძინა მნიშვნელოვანი დატვირთვა. სიმპტომები ჩვენთვის ყველასათვის კარგადაა ცნობილი და არ საჭიროებს შეხსენებას. სავაჭრო ომები, საერთაშორისო ექსპლუატაციის ახალი ფორმები, გეოპოლიტიკური კონკურენცია, დიდი ძალას მქონე მარიონეტული ომები, დაშლილი ეროვნული სახელმწიფოები, ტერორიზმი, ქსენოფობია, ისლამის მიმართ მტრული დამოკიდებულება,   მძვინვარე უთანასწორობა და უსამართლობა, ესაა, თანამედროვე ტენდი, რომელიც ჭიქას ნახევრად ცარიელს ტოვებს. კაცობრიობის გამოწვევები აფერმკრთალებენ იმავე კაცობრიობის  მიღწევებსა და ადამიანურ შესაძლებლობებს. რომელი მხარე გადასწონის? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ არსებულ გამოწვევებს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეგვიძლია, ჩვენ, ადამიანებს, ერთად ვიმუშაოთ დადებითი შედეგების მისაღებად. ერთი რამ კი ნათელია: თუ არ ავიღებთ ინიციატივას, არ ვიქნებით შემოქმედები და ჰუმანურები, ბოროტება აუცილებლად იმძლავრებს. დამოკიებულება „მოვიცადოთ და ვნახოთ“,  აღარ არის მისაღები. პოლიტიკაში არსებობს სხვადასხვა არჩევანი: მედიაციიდან -  ტერორიზმის წინააღმდეგ ძალის ფაქტობრივი გამოყენებამდე.       

ავიღოთ, სიტუაცია სირიაში. თურქეთის მონაწილეობითა და ჰუმანიტურული მიდგომით გასუფთავდა 4000 კილომეტრ კვადრატის ტერიტორია ორი ტერიროსტული ორგანიზაციისაგან, DEASH-ისა და PKK/PYD/YPG-ისგან. რომ არ ჩავრეულიყავით, ჩვენი ხალხი ამ ტერორისტების მუდმივი თავდასხმის მსხვერპლი იქნებოდა და სირიის ტრაგედიის პოლიტიკური გადაწყვეტა მიუღწეველი დარჩებოდა. თურქეთი მაქსიმალურს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჰუმანიტარული ტრაგედია, მასპინძლობს უამრავ ლტოლვილს, თურქეთის ჰუმანიტარული ხარჯი მსოფლიოში ყველაზე მსხვილია.

თურქეთი აგრეთვე შუამავლობს შეთანხმებეს, რომლის წყალობითაც გადარჩენილია ათი, თუ არა ასი ათასობით სიცოცხლე, და მხარს უჭერს პოლიტიკურ გადაწყვებილებას, რომელიც ეფუძნება მეზობელი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას.

სირიის მაგალითი შემდეგი მიზეზით მოვიყვანე. სირია კიდევ ერთხელ გვაჩნევებს, რომ პრევენცია მნიშვნელოვანია იმის დასანახად, რომ როდესაც კონფლიქტის ცეცხლი შეუტევს რომელიმე ერს,  ერთადეთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ქვეყანას ექნება არაპროგნოზირებადი შედეგები.     

მოქალაქეთა ერთი თაობა დაიკარგება ამა თუ იმ გზით; მომავალიც აგრეთვე იქნება ჩამქრალი. ყველა, თუნდაც ათასობით კილომეტრით მოშორებით, დაზარალდება ან ტერორისტული საფრთხის ფორმით, ეკონომიკური შოკით, ქაოსური მიგრაციით,  ანდა დაჭრილი ადამიანური სინდისით.

თუკი პრევენცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა მნიშვნელოვანია, მაშინ მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ეს მიდგომა ამოქმედებს თურქეთის ძალისხმევას შუამავლობის სფეროში, არის რა  UN, OSCE  და  OIC   შუამავლობის ჯგუფების მეგობრობის თანათავმჯდომარე და ორი კონფერენციის მასპინძელი, რომელიც ამ კვირაში გაიმართება სტამბოლში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური