სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 სექტემბერი 2023 11:56
2023 წლის 15-16 სექტემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა.
აღნიშნულ სამიტზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობა.
თურქეთის ბიზნეს საბჭოს სამიტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი თურქეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური და დიასპორული კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებას, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დესწრო და მონაწილეობა მიიღო B2B შეხვედრებში. ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.

ჯო ბაიდენი: „ამერიკა ნატოს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 24 თებერვალი 2023 13:04

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: „ამერიკა ნატოს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

მან ამის შესახებ, პოლონეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ იგი ძლიერ მოკავშირეებთან ერთად ყოფნის გამო ძალიან ბედნიერია რა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღემდე „შესანიშნავი სამუშაოები შეასრულა“.

„დღეს, როდესაც ვუახლოვდებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წლისთავს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ერთად დგომა და ვფიქრობ, ეს იმის დასტურია, თუ რამდენად ძლიერად ვგრძნობთ თავს. თქვენ (აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნები) ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის წინა ხაზზე. ეს კონფლიქტი მნიშვნელოვანია დემოკრატიის თავისუფლებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და მსოფლიოში. უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერა, ფაქტიურად მილიონობით ლტოლვილის მხარდაჭერაა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას. ნატოს მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. ასე, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ფაქტიურად ყველა სანტიმეტრს,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა: „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ემზადებოდა მშვიდობისთვის. პირიქით, ის ემზადება უფრო მეტი ომისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავზარდოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის“.

ცნობისათვის, „ბუქარესტის ცხრიანი“ (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი), რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ფრთის ქვეყნების ნაწილია, 2015 წლის 4 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიქმნა.

 

ჩინეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის მეშვიდე სამიტში

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2023 13:30

პეკინი, 25 იანვარი (სინხუა) -- ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის (CELAC) მეშვიდე სამიტი გაიმართა სამშაბათს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში. არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის მიწვევით, სამიტში ვიდეო-კავშირის დახმარებით მონაწილეობა მიიღო ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის (LAC) ქვეყნები განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ისინი ასევე იღებენ აქტიურ მონაწილეობას გლობალურ მმართველობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მასში. CELAC, რომელიც გახდა შეუცვლელი მამოძრავებელი ძალა გლობალური თანამშრომლობისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებაში, საერთო განვითარების ხელშეწყობაში და რეგიონული ინტეგრაციის განვითარებაში.

სი ძინფინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და აგრძელებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ინტეგრაციის პროცესს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას CELAC-თან და მივიჩნევთ მას, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორს განვითარებად ქვეყნებს შორის სოლიდარობის განმტკიცებაში და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის წინსვლაში. სწორედ ამიტომ, ჩინეთი მუშაობს LAC ქვეყნებთან, რათა ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს, რომელსაც ახასიათებს თანასწორობა, ორმხრივი სარგებელი, ინოვაცია, გახსნილობა და ხალხისთვის სარგებლის მოტანა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ლიდერების გარეშე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 იანვარი 2023 10:53

შვეიცარიის ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 53-ე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დავოსის სამიტი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

მიმდინარე წლის სამიტის თემა გახლავთ, „თანამშრომლობა ფრაგმენტულ სამყაროში“. ფორუმს აერთიანებს 2700-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან 30 ქვეყნიდან, 50 არის სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური. ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სამყაროს მრავალი წარმომადგენელი, 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ლიდერების გამოსვლები და სესიები კი სხვადასხვა სფეროში დღეს დაიწყება.

სამიტზე, თურქეთის ოფიციალური მონაწილეობა არ იქნება. ფორუმში ლიდერების დონის მონაწილეობა არ იქნება ასევე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი.

მეორეს მხრივ, კლიმატის აქტივისტებმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და კლიმატის ცვლილება გუშინ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორუმი მხოლოდ ეკონომიკური მიზნებისთვის არის ორგანიზებული და კლიმატის ცვლილებისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე არ ზრუნავს.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, დაუყონებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ყველა რეგიონიდან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 25 მარტი 2022 13:35

G7-ად წოდებული დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან სრულად განახორციელონ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ, დიდი შვიდეულის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მასში რუსეთს მოუწოდეს, დაუყონებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ყველა რეგიონიდან.

“ვგმობთ დამანგრეველ თავდასხმებს უკრაინელ ხალხზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებსა და სკოლებზე. ამასთან, რუსულმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხო გასასვლელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, -  აღნიშნულია ამ განცხადებაში.

ლიდერების თქმითვე, ძალისხმევა არ დაიზოგება, რათა აგრესორები და მხარდამჭერები, მათ შორის რუსეთისა და ბელორუსის პრეზიდენტების, პუტინის და ლუკაშენკოს რეჟიმები პასუხისმგებელნი იყვნენ მათ ქმედებებზე და ამ მიზნით აქტიურად იმუშავებენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.

ამავე განცხადებაში მოსკოვს აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავოს ყველა ისეთი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ბირთვულ ობიექტებს, ხოლო ამასთან ერთად არ გამოიყენოს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი ან მათთან დაკავშირებული მასალები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარდაჭერა გაიზრდება იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად დაასრულონ დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე. ამ მიზნით ლიდერებმა ნავთობისა და გაზის მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდეს, იმოქმედონ სრული პასუხისმგებლობით და გაზარდონ მათი მიწოდება საერთაშორისო ბაზრებზე.

ამავე განცხადებით, ომი  საფრთხის ქვეშ აყენებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და ამიტომ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში ყველანაირ ზომას მიიღებენ სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად. დიდი შვიდიანი შედგება გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და ევროკავშირისგან.

ამერიკის პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს პოლონეთიც დაემატა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2022 10:57

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომის დღის წესრიგით ამ კვირაში ბრიუსელის დედაქალაქ ბელგიაში ნატოს ლიდერებთან გასამართი სამიტის შემდეგ პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამ კვირის ევროპულ ვიზიტს  პოლონეთიც დაემატა.

ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ბრიუსელში გაემგზავრება, ხუთშაბათს დაესწრება ნატოს სამიტს, G7-ის სამიტს და შემდეგ ევროპის საბჭოს სამიტს.

ჯო ბაიდენი ვარშავაში პარასკევს გაემგზავრება და შაბათს პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს შორის უთანხმოება მოხდა უკრაინაში ყოფილი საბჭოთა წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით და ვაშინგტონმა საბოლოოდ გამოაცხადა, რომ გეგმა შეჩერდა.

პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021 11:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა. 

მთავრობის მეთაურმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს, ასევე ისაუბრა ასოცირებული ტრიოს შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - დიფერენციაციის ნათელი გამოხატულებაა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ტრიოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებებით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას. 
ირაკლი ღარიბაშვილმა, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის აუცილებლობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით  დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართულებით.
სამიტზე ევროკავშირის მხრიდან დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოხდა ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების აღიარება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ ევროკავშირთან ურთიერთობების სიღრმე და თანამშრომლობის ხარისხი. 
სამიტი მიესალმა სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ე.წ. „ასოცირებული ტრიოს" ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან  თანამშრომლობის  გაღრმავებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს ამ პროცესში ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებების შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. 
ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს. 
სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის  ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - დიფერენციაციის მიმართ, რომლის საფუძველზეც ხდება პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ინდივიდუალურად მინიჭება. ამ კონტექსტში განიხილება „ასოცირებული ტრიოსთვის" ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია. 

სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური პრიორიტეტული საკითხების მიმართ. დეკლარაციის ნაწილია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი  და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის მედეგობის ზოგადი ინსტრუმენტების მაქსიმალური გაძლიერებისა,  გულისხმობს მნიშვნელოვანი მოკლე და საშუალოვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3  მილიარდი ევროს ოდენობის  (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო  გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა" და „ჰორიზონტი ევროპის" პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ. 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და შეთანხმება მხარეებს შორის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021 11:43

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა “პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.

მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან.

საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყენის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადექვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა „ძალადობრივი“ მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროვების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე.

საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადექვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი.

მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც იქნა განხილული.

მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ნატო-მ 2014 წლიდან დაიწყო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება ნატო-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის - კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა.

HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 04 აგვისტო 2020 10:50

HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით 31 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდა.PSP დაზღვევა უკვე მეორე წელია სამიტის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია. წლევანდელი ბიზნეს სამიტის მთავარი თემა იყო ცვლილებები. ღონისძიება გახსნეს HR hub-ის დამფუძნებლებმა ანა გზირიშვილმა და ანა ნავდარაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიახლის შესახებ ესაუბრა PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე. ღონისძიების ტრადიციად ჩამოყალიბდა პირველი ბილეთის შემძენი მონაწილის დასაჩუქრება, განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ მონაწილისთვის PSP დაზღვევის მიერ მომზადებული სიურპრიზი -  ელექტრო სკუტერი.

„პსპ დაზღვევა ყოველთვის ცდილობს იყოს მხარდამჭერი იმ საქმიანობის, რაც HR სპეციალისტებს პროფესიულ განვითარებაში, სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. Covid პანდემიამ დაადასტურა ის, რომ რისკების მართვა არის აუცილებელი და რისკების მართვა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ პსპ დაზღვევა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს HR hub-თან, რადგან ვთვლით HR-ები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რისკების განსაზღვრა და ამ რისკების მართვა დაზღვევის ინდუსტრიასთან ერთად; შესაბამისად უკვე მეორე წელია, პსპ დაზღვევა წლის მთავარი HR მოვლენის წარმდგენი და გენერალური სპონსორია“ - განაცხადა სიოფიო ლებანიძემ. 

მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო თემატიკით მსმენელის წინაშე 10 სპიკერი წარსდა; ჩატარდა ვორქშოფები, განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეტვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, გატვირთვისა და შემოქმედებითი და საგამოფენო სივრცეები. სტუმრებს შესააძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ინეტერესების მიხედვით გადაეწყვიტათ, რომელ ვორქშოფსა თუ აქტივობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ქოუჩინგის კუთხეში ინდივიდუალური ქოუჩს სესიები ჩაატარეს ICF-საქართველოს წევრებმა.

ღონისძიების სივრცე მოიცავდა დასავენების, განტვირთის, ფოტოგადაღების, ხატვისად და თიხის მასტერკლასების კუთხეებს. ღონისძიების დასასარულს სტუმრებს საშაულება ჰქონდათ მოეგოთ მრავალფეროვანი პროზები გრანდიოზულ გათამაშებაში. (R)

სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 10:47

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა. ასევე, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ესპანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს სი ძინფინგი შეხვდება ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-ს, გამართავს მოლაპარაკებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ერთობლივ შეხვედრას ესპანეთს პარლამენტის სენატის სპიკერთან პიო გარსია ესკუდეროსთან და ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის სპიკერთან ანა პასტორ ხულიანთან. ჩინეთის ლიდერი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვან ჩაომ განაცხადა. ჩინეთი და ესპანეთი გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მესამე ბაზრები, მომსახურებით ვაჭრობა, გადასახადები, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ფინანსები.

ვან ჩაომ აღნიშნა, რომ 4-5 დეკემბერს სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა. ჩინეთის ლიდერი გამართავს მოლაპარაკებას პორტუგალიის პრეზიდენტთან მარსელუ რიბერუ დი სოზასთან და შეხვდება პორტუგალიის პარლამენტის სპიკერს ედუარდუ ფერრუ როდრიგეშს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს ანტონიუ კოშტას. მხარეები გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, წყლის რესურსების გამოყენება, ხარისხის კონტროლი, ენერგეტიკა და ფინანსები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგის ვიზიტები არგენტინაში და პანამაში 2-3 დეკემბერს შედგება.

ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგი გამართავს მოლაპარაკებას პანამის პრეზიდენტთან ხუან კარლოს ვარენასთან, რათა გაცვალოს აზრები ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე და დასახოს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეები მოაწერენ ხელს დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, მომსახურებით ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენები, საზღვაო გადაზიდვები, ფინანსები, ხარისხის კონტროლი, კულტურა და განათლება.

სი ძინფინგის მონაწილეობა G20-ის მეცამეტე სამიტში რიგით მეექვსე იქნება. ეს მოწმობს იმას, რომ G20-ის მექანიზმს ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს და აპირებს საკუთარი წვლილის შეტანას გლობალური მართვის განვითარებაში, დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ჯან ძიუნმა.

სამიტი მოიცავს სამ სესიას და დახურულ შეხვედრას, რომელზეც მოხდება ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, ელექტრონული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ინფრასტრუქტურა და კლიმატური ცვლილებები, აღნიშნა ჩინოვნიკმა. სი ძინფინგი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ჩინეთის პოზიციას აღნიშნულ თემებზე. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაში.

G20-ის სამიტის მზადების კომენტირებისას, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძოუ ძიაიმ აღნიშნა, რომ ფინანსების და ეკონომიკის საკითხებზე G20-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის წელს გამართულმა შეხვედრების სერიამ ხელი შეუწყო კონსენსუსის და სასიკეთო შედეგების მიღწევას. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა. ჩინეთმა, როგორც G20-ის მნიშვნელოვანმა წევრმა, მხარეებისთვის საინტერესო საკითხებში კონსენსუსის მიღწევაში კონსტრუქციული როლი ითამაშა.

როგორც ჩინეთის სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილემ ჩენ იუილუმ დასძინა, ჩინეთს აქვს იმის მოლოდინი, რომ G20 ხელს შეუწყობს კოორდინაციის განვითარებას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ფინანსების სისტემის და ეკონომიკური ზრდის განვითარებას. როგორც მოსალოდნელია, სამიტზე პრაქტიკული ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები იქნება მიღწეული.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური