სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა
გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმება?
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მიგვაჩნია, რომ ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაგრძელდეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა სადაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „დღის წესრიგში მოტანილი ალტერნატიული წინადადებები ვერ გვთავაზობს მდგრად, უსაფრთხო და მუდმივ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია მხარეებს შორის თანამშრომლობაზე, როგორიცაა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩვენ ადრე ვუმასპინძლოთ მხარეებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ამ მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მარცვლეულის გადაზიდვის საკითხთან დაკავშრებით გაეროსთან ერთად მოვამზადეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ახალი პროცესით შედეგის მიღწევა. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს თავისი მიდგომა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის. ჩვენ, როგორც თურქეთი, ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მზად ვართ.“
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „მარცვლეულის დერეფნის აღდგენა გვინდა. ამას გავაკეთებთ ერთი პირობით, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ზღვაში ჩავიდეს დაუბრკოლებლად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვატყუეს, დაპირებები რამდენიმე დღეში რომ შესრულდეს, ჩვენ საკუთარ ძალებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მარცვლეულის დერეფანი შევინარჩუნოთ.“
ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულება ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ დოლარი და ევრო.“
ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა: „გაზპრომმა BOTAŞ-ს წარუდგინა თავისი საგზაო რუკა, შემდეგი არის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა. რუსეთი მუდამ იქნება თურქეთის ყველაზე დიდი და პასუხისმგებელი პარტნიორი ბუნებრივ აირში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივ გაზს მესამე ქვეყნებშიც გავაგზავნით.“
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.
2022 წელს თურქეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2022 წელს თურქეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა და 254,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, სტამბოლში 2022 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების გამოაცხადების დროს აღნიშნა.
„მიუხედავად გლობალური სირთულეებისა, 2022 წელს ჩვენი ექსპორტი 2022 წელს წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა და 254,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმ ქვეყნებისა და რეგიონების რაოდენობამ, რომლებთანაც ეროვნული ვალუტით ექსპორტს ვახორციელებთ, 197-ს მიაღწია“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ თურქული სერიალების ექსპორტი მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა რა, აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილზეა.
სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ინდონეზიაში გამგზავრებამდე დედაქალაქ ანკარაში პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი პირველადი მონაცემები ტერორისტულ თავდასხმაზე მიუთითებს და ასევე დასძინა, რომ მომხდარში „ერთმა ქალმა ითამაშა როლი“.
"ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატური თავდასხმის დამნაშავეების და მის უკან მყოფი ადამიანების გამოსავლენად." - თქვა პრეზიდენტმა.
გუშინ, თურქეთის დროით 16:20 საათზე ისტიკლალის პროსპექტზე აფეთქება მოხდა, რაიონში ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა და მეხანძრე-მაშველი იქნა გაგზავნილი.
აზერბაიჯანის ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით ზანგილანის რაიონში ჩავიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
პრეზიდენტ ერდოღანს აქ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდა. პრეზიდენტებმა მშენებლობა დასრულებული ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი ერთობლივად გახსნეს. ახალ აეროპორტში პირველი უცხო ქვეყნის თვითმფრინავი, თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი დაეშვა.
მეორეს მხრივ, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი მოგვიანებით საფუძველს ჩაუყრის რეგიონის განვითარებისთვის ინიცირებულ ახალ პროექტებს.
პრეზიდენტ ერდოღანის ძალისხმევით უკრაინამ და რუსეთმა ასეულობით ტყვე გაცვალეს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, დღეს ორმა ქვეყანამ 200 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში „თურქულ სახლში“, თურქ ჟურნალისტებთან აშშ-ში ვიზიტი შეაფასა რა, მათი შუამავლობით, უკრაინა-რუსეთს შორის განხორციელებულ ტყვეების გაცვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „მადლობა მინდა გადავუხადო რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივის გაზიარებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმას, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა“.
უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა აშშ-დანაც. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანიმ საკითხთან დაკავშრებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშზე მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მადლობას ვუხდი თურქეთის მთავრობას მარცვლეულის შეთანხმებაში ლიდერობისთვის, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლაში შუამავლობისთვის“.
მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს იმ 215 უკრაინელისთვის, რომლებიც რუსეთთან თურქეთის შუამავლობით გაცვალეს და შემდეგ ქვეყანაში იქნენ ექსტრადირებული. თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს 55 ტყვე, ხოლო „აზოვის“ პოლკის მეთაურები (5) ომის დასრულებამდე უსაფრთხოების მიზნით თურქეთში დარჩებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სამარყანდში პირისპირ შეხვედრას გამართავენ
კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, რომელიც უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში 15-16 სექტემბერს გაიმართება, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მისივე თქმით, შეხვედრის დროს ისინი ბევრ საკითხს განიხილავენ, განსაკუთრებით ეკონომიკას. მან ამის შესახებ სამარყანდში გასამართი სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
„ლიდერები მუდმივ დიალოგში არიან, მათ შორის სატელეფონო. ბევრი საკითხია განსახილველი, როგორიცაა მარცვლეული, რაზეც თურქეთი უკიდურესად პოზიტიურ როლს თამაშობს. სწორედ ამის ფარგლებში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილება, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა, 5 ივლისს სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებს და ეკონომიკას“, განაცხადა იური უშაკოვმა.
პრეზიდენტ ერდოღანს სურს შეახვედროს ერთმანეთს რუსი და უკრაინელი კოლეგები ვ. პუტინი და ვ. ზელენსკი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას სურს შეახვედროს ერთმანეთს თავისი რუსი და უკრაინელი კოლეგები ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ბრძოლის შედეგებით გრძელდება. მისივე თქმით, მთელი მსოფლიო მოწმეა იმისა, რომ თურქეთს აღნიშნული ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება სურდა რა, ამისათვის ყველა ზომებს ატარებდა.
„უკრაინული მარცვლეულის გაგზავნა კრიტიკული მოვლენაა კაცობრიობისთვის. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, ჩვენი ქვეყნის მიერ გამოვლენილი მიდგომა სხვა სფეროებშიც იყოს დაკავშირებული. ჩვენი მიზანია პირისპირ შევახვედროთ პუტინი და ზელენსკი რათა, კრიზისი მთლიანად იქნეს აღმოფხვრილი“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.