ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2023 15:45

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს. 

მათი ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გასამართად საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოსულ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა.

ბორელმა, რომელიც ევროკავშირის თბილისის ოფისში მივიდა, განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი პირველად ექნება და ხვალ (დღეს) მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს.

მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, და რამდენიმე კვირის შემდეგ შესაბამისი შეფასებები გაკეთდება საქართველოსთვის „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და დაამატა: "ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ამ გზაზე."

ბორელმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი კრიტერიუმები, რომლებიც მათ ევროკავშირმა მისცა, რათა საქართველოს მიენიჭოს „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსი და რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის (თბილისის) ქუჩებში და ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას და რომ ქართველ ლიდერებთან შეხვედრებზე ისინი ასევე განიხილავენ რეგიონზე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის უარყოფით გავლენას.

ბორელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ჩავა საოკუპაციო ხაზთან.

საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 04 მაისი 2023 15:58

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.

„ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ევროპული საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.

საბჭოს ცნობით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში – 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი.

ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2022 12:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში, რომელიც დღეს ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.

სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
 

6 სექტემბერს ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022 16:10

6 სექტემბერს ბრიუსელში, 18:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ასოცირების საბჭო განიხილავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, მისი ევროკავშირში წევრობის (კანდიდატის სტატუსი) განაცხადის ფონზე, ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაზე.

აღნიშნულ სესიაზე ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონულ საკითხებზე.

სრული ინფორმაციისთვის ესტუმრეთ:

Press release

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაცხადა საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 ივნისი 2022 08:05

8 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გამოაცხადა საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ, ევროკავშირის დელეგაციის 31 ახალ ხელმძღვანელს შორის.

პოლონელი დიპლომატი პაველ ჰერჩინსკი თავის შვედ კოლეგას კარლ ჰარცელს შეცვლის.

პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS) გენერალური დირექტორი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირებისთვის და ასევე მსახურობდა EEAS-ში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორად. მანამდე ის იყო პოლონეთის ელჩი ევროკავშირის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC).

ახალი ელჩი ოფიციალურად დაინიშნება მას შემდეგ, რაც მიიღება შესაბამისი მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებები.

შეიტყვეთ მეტი

Press release

ილია დარჩიაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022 12:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს შეხვდა. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
უმაღლესმა წარმომადგენელმა წარმატება უსურვა მინისტრს მის მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის ღირებულ პარტნიორთან,  არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა წევრობის განაცხადის გაკეთების შემდგომ საქართველოს   ევროინტეგრაციის პროცესის ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე გადასვლას და უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადის გაკეთების შემდგომ გადადგა. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების აქტიური პროცესი და ხაზი გაესვა  იმ პროგრესს, რაც ქვეყანას გააჩნია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.
ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს, ისევე როგორც ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციულ მიზნებს ექნება ევროკავშირის მტკიცე და განგრძობითი მხარდაჭერა. 
უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს.
მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური