პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2023 10:04

პრინცესა დაიანას ცნობილი ცხვრის ნახატებიანი სვიტერი აუქციონზე 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, პრინცესა დაიანას ცნობილი სვიტერი, რომელშიც თეთრ ცხვრებს შორის ერთი შავი ცხვარი იყო გამოსახული, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე 31 აგვისტოს 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა, სადაც შეთავაზებები ონლაინ გაიმართა, არ გახმაურებულა.

სვიტერი, რომელიც მარტში სხვენში იპოვეს, უფრო მაღალ ფასად გაიყიდა, ვიდრე პრინცესა დიანასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნივთი, რომელიც ბოლო წლებში აუქციონზე გაიყიდა.

ცნობისათვის, პრინცესა დაიანა, რომელსაც მუდმივად თვალყურს ადევნებდა ბრიტანული ტაბლოიდური პრესა, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში გვირაბში მომხდარ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. იგი მაშინ, 36 წლის იყო.

პრინცესა დაიანას წერილები 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მარტი 2021 11:22

24 წლის მანძილზე დაცული უელსის პრინცესა დაიანას წერილები აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ხელნაწერი წერილები, რომლებშიც დაიანა დედოფალ ელიზაბედს „ბოსს“ უწოდებს, 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

კოლექცია შედგება 36 წერილისგან, რომლებიც "ლეიდი დიმ" ოჯახის მეგობარს, როჯერ ბრამბლეს 1990-1997 წლებში მისწერა.

პრინცესა დაიანა ამ მიმოწერაში პრინც ჩარლზთან განქორწინების პროცესს, 1993 წელში თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

აუქციონიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ინგლისის ბალეტისა და ახალგაზრდა მუსიკოსების ეროვნული სინფონიური ორკესტრის მსგავს ორგანიზაციებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ დაიანა და ბრამბლე.  

შეგახსენებთ, რომ 1997 წლის 31 აგვისტოს დაიანა სპენსერი პარიზში ავტოავარიაში დაიღუპა. უელსის პრინცესა, პრინც ჩარლზის ყოფილი ცოლი და პრინცების - უილიამის და ჰარის დედა ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი და ჩარლზთან დაშორების შემდეგაც ბრიტანული საზოგადოების ნებიერად დარჩა. მისი სიკვდილი ნაციონალურ ტრაგედიად იქცა, ხოლო მისი ცხოვრება და კონფლიქტი სამეფო ოჯახთან - თანამედროვე ბრიტანული ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური