Visa-სა და Rooms Hotels-ის პარტნიორობა საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის
თბილისი, 2023 წლის 6 სექტემბერი – Visa,ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, და Rooms Hotels, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც Rooms Hotels-ის მხარდაჭერას გულისხმობს Visa Consulting & Analytics-ის (VCA) გამოცდილებითა და ინოვაციური გადაწყვეტებით.
ახალი პარტნიორობის ფარგლებში, VCA-ს გადამწყვეტი როლი აკისრია და Rooms Hotels-ს სტრატეგიული მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც ერთობლივ პროექტებში Visa-ს საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. თანამშრომლობის მიზანი Visa ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებების შექმნაა Rooms Hotels-ში.
მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება თბილისში, Rooms Hotel Courtyard-ში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს. ღონისძიებას Rooms Hotels-ისა და Visa-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ვალერი ჩეხერია, Rooms Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტო დე მეო, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში და დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
“Rooms და Visa-ს მრავალი წლის პარტნიორობა აკავშირებს. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს ახალ ინიციატივაზე, Visa Consulting & Analytics (VCA)-ს მხარდაჭერით ვქმნით თანამედროვე აპლიკაციას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასით იმ ობიექტებზე, ღონისძიებებზე და სერვისებზე რომლებსაც ჩვენ ვმართავთ ან ჩვენს სანდო პარტნიორებს წარმოადგენენ. იქნება ეს სხვა სასტუმროები, საერთო სამუშაო სივრცეები, ელექტრო სკუტერები და მანქანები, რესტორნები თუ სხვა სახის ბიზნესები. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შედგება Visa-სთან თანამშრომლობით. ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, ძალიან მალე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მათზე მორგებულ პროდუქტს შევთავაზებთ,“ - თქვა Rooms Hotels-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.
“VCA-ის გუნდი მოხარულია ითანამშრომლოს Rooms Hotels-თან, რომელიც საქართველოში სტუმარმასპინძლობის წამყვანი ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. VCA-ს გლობალურ ცოდნას, მიგნებებსა და ადგილობრივ გამოცდილებას შეუძლია Rooms Hotels-ს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში შეუწყოს ხელი, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული აქტუალური ტრენდების, ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გაგებით. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტია შეთავაზებებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის”, თქვა რობერტო დე მეომ, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.
VCA-ს გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში ათწლეულებს ითვლის და აერთიანებს ექსპერტებს სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკების, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.
„Visa Rooms Hotels-თან პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ზეიმობს. ჩვენმა კომპანიებმა თანამშრომლობა 3 წლის წინ დაიწყეს და ჩვენ ერთად განვსაზღვრეთ თუ რას ნიშნავს უზრუნველყო გამორჩეული გამოცდილება Rooms-ის სტუმრებისა და Visa ბარათის მფლობელებისთვის. მომხმარებლები მიიღებენ მათზე კიდევ უფრო უკეთ მორგებულ შეთავაზებებს და უკეთეს გამოცდილებას, რომლებიც მათი პროფილისა და მოლოდინების შესაბამისი იქნება. Visa ერთგულად განაგრძობს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებასა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
###
Visa Consulting & Analytics-ის (VCA) შესახებ
Visa Consulting & Analytics (VCA) Visa-ს გადახდების საკონსულტაციო ქვედანაყოფია. ჩვენი გუნდი აერთიანებს რამდენიმე ასეულ გადახდის კონსულტანტსა და მონაცემთა მეცნიერს ექვს კონტინენტზე. ჩვენს კონსულტანტებს აქვთ ათწლეულების გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში და არიან ექსპერტები სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკის, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. ჩვენი მონაცემთა მეცნიერები არიან ექსპერტები სტატისტიკაში, ანალიტიკასა და მანქანურ სწავლებაში და წვდომა აქვთ მონაცემებზე VisaNet-დან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადახდის ქსელია. ჩვენი კომპლექსური საკონსულტაციო ცოდნა გადახდებში და მონაცემთა მოცულობის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ისეთი პრაქტიკული მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია.
VCA-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: https://www.visa.com.ge/en_GE/services/visa-consulting-analytics.html
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
რუმსის შესახებ
Rooms-ი, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ის აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას,რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულმომსახურებას და გარემოს სთავაზობს.ქვეყნის მასშტაბით, კომპანიისდამფუძნებელმა თემურ უგულავამ, ვალერი ჩეხერიას ხელმძღვანელობით, შექმნა წარმატებული სასტუმროების ქსელი და განახორციელა მრავალი უნიკალურიპროექტი.
ნედ პრაისი - ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისა და აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობისთვის პარტნიორობა
ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ნედ პრასის თქმით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.
„თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულია იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული კანონი ქართველი ხალხისთვის.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და შეწუხებულები იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ არის საქართველოს პარტნიორი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები, გარკვეულ შემთხვევაში, იყო არაფერი, გარდა იდეისა. ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებისთვის. მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ისინი ფიქრობდნენ ადრეულ ეტაპზე, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის. ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მოხდეს. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა, გაერო-მ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა გაავრცელეს ძლიერი განცხადებები, სადაც გამოხატეს შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან და როგორ არის შეშფოთებული აშშ იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს.
„საუკეთესო მაგალითია კონტრმაგალითი. ეს არის იმის მაგალითი, თუ რა ტიპის პარტნიორობა შეუძლია აშშ-ის იმ ქვეყნების მოსახლეობასთან, რომლებიც მიისწრაფიან, გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპასთან და უფრო ფართო ევროატლანტიკურ რეგიონთან ინტეგრაციის გზა. ვფიქრობ, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პარტნიორობა და როგორ ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს. საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენი ძლიერი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი საუბრობს მკაფიო ხმით. ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, იმათი ჩახშობის ძალისხმევით, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებენ. ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში მთავრობებმა, რა თქმა უნდა, თბილისში მთავრობის ჩათვლით, მოუსმინოს თავის ხალხს“, – განაცხადა პრაისმა.
ნედ პრაისს ბრიფინგზე ასევე კითხვა დაუსვეს, არის რამე, რაც ხელს უშლის აშშ-ის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, „რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და რომლის პარტიამაც წამოაყენა ეს კანონპროექტი“.
„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე ან კომპანიებზე, რომლებიც, შესაძლოა, ექვემდებარებოდნენ აშშ-ის ან სხვა სანქციებს, თუმცა ჩვენ გვაქვს რიგი ინსტრუმენტებისა, რომელთა დამტკიცებაც მოგვცემს შესაძლებლობას, პასუხისგებაში მივცეთ მსოფლიოში ყველა და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების ჩახშობაზე. არის უფლებამოსილებები, რომლებიც გაწერილია სხვადასხვა კანონში, აღმასრულებელ განკარგულებაში, რასაც ჩვენ განვიხილავთ ყურადღებით ამ კონტექსტში. ამას ვაკეთებთ ნებისმიერ კონტექსტში, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რაც მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი ხალხი ელოდება და იმსახურებს უნივერსალური უფლებების კუთხით“, – განაცხადა პრაისმა.
გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე
77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა.
გაეროს დღისა და გაერო-საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
გაეროს დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და მიღება
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საზეიმო კონცერტი და მიღება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეულ მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე, საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამა ასევე მოიცავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი". ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიის გახსნა
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნება მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალურ მიზნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის კულტურის დანერგვას. ღონისძიებას გაუძღვება ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვაქტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და გაეროს მუდმივი კოორდინატორი დოქტორი საბინე მახლი. დოქტორი ნამსუკ კიმი, გაეროს DESA EAPD-ის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი, წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვით გამოვა.
ფოტოგამოფენა
საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ვაკის პარკის მახლობლად მოეწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „გაერო სურათებში“. საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 30-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები გაეროსა და გაეროს სააგენტოების ფოტობიბლიოთეკიდან.
თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცის გახსნა
31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში მდგრადი განვითარების მიზნების სივრცეგაიხსნება, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა გლობალური მიზნების შესახებ. ღონისძიების პროგრამა მოიცავს: გახსნის ცერემონიას; შეჯიბრებსა და თამაშებს ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და სხვ. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი პოეტის, დრამატურგისა და მწერლის ალექსანდრე ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია.
ჩინეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა
პეკინი, 12 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მუდმივად უნდა შექმნას ძლიერი კონსენსუსი, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას, რათა შექმნას განვითარებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო, ენერგიულად აამოქმედოს განვითარების ახალი მამოძრავებელი ძალა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო პარტნიორობის წარმოქმნას ერთობლივი თანამშრომლობის საკითხებში.
ჩინეთის პრეზიდენტმა ეს მოწოდება გააკეთა თავის მისალოც წერილში, რომელიც მან პარასკევს გაუგზავნა სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, რომლებიც მსჯელობენ გლობალური განვითარების ინიციატივის ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლიბერთის ინიციატივა
ლიბერთი ბანკის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია რაჭაში გაგრძელდა.
ამბროლაურში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ რაჭასა და ლეჩხუმში მცხოვრები ქალები, რომლებიც FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ არიან ჩართულნი. მათ ლიბერთის დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო სერვისებზე, რომელსაც ლიბერთი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.
შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.
უკვე ორი წელია შეხვედრები ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება.
,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად.
ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“, მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ განვაგრძობთ ქალების მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისათვის ხელმისაწვდომი პროდუქტების შექმნას.
ასევე, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენება, მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურების შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.
„მოხარული ვარ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს სააგენტოებმა ძალისხმევა გააერთიანეს და, კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმეს. ეს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მამაკაცების მეტი ჩართულობისკენაა მიმართული“, - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენდერული საკითხების კოორდინატორმა ია მირაზანაშვილმა.
სოფლად მცხოვრებ ქალებთან ლიბერთის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი, ერთობლივი შეხვედრები 2022 წელს ახალ სამიზნე რეგიონებში გაიმართება.
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
დღეს ლიბერთი ბანკსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.
ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სასურველი მომსახურება. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.
“ნიუ ვიჟენ დაზღვევა სადაზღვევო ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევს ბაზრის სხვა მოთამაშეებს როგორც კორპორატიულ, ასევე საცალო დაზღვევის მიმართულებით. აგრო დაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ მოვიცავით ბაზრის 10%, გავაფართოვეთ სააგენტო ქსელი, დავხვეწეთ პროდუქტის შეძენის სიმარტივე და დავფარეთ მთელი საქართველო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებად გვყავდეს ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნის მექანიზმები. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ლიბერთი ბანკთან. პარტნიორობის ფარგლებში, ის ფერმერები, რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის აგრო დაზღვევას, ასევე შეძლებენ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით. პროცენტის დაფარვის ვალდებულებას კი ჩვენი კომპანია აიღებს საკუთარ თავზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ერთად შევთავაზებთ ფერმერებს მაქსიმალურად მარტივ, ხელმისაწვდომ და სასარგებლო პროდუქტს” - განაცხადა ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ.
„მოხარული ვართ ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან თანამშრომლობის დაწყებით. პარტნიორობას პირველ ეტაპზე ვიწყებთ აგრო დაზღვევით, რაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის - ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან და დაიცვას რისკებისგან საკუთარი შემოსავლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ზოგადად აგრო დაზღვევის ცნობადობა და ამასთანავე, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სასარგებლო სერვისები ჩვენი მომხმარებელი ფერმერებისთვის. ახალი პროექტი გვაძლევს საშუალებას, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.
ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი
პარტნიორობა ქალთა გაძლიერებისათვის - UNFPA-ს, FAO-ს და ლიბერთი ბანკის ახალი ინიციატივა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ. 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ინიციატივის განხორციელების საწყის ეტაპზე, შეხვედრები გაიმართება შიდა ქართლში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარაში და 300-მდე ქალს მოიცავს.
2020 წლის 16 აგვისტოს, პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში გაიმართა და ატენის თემის მკვიდრი ორმოცამდე ქალი შეკრიბა, რომლებიც გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ არიან ჩართულნი. მათ ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩვეა) გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.
„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა, მათი ინფორმირება არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავზარდოთ თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა წრე, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტ ქალს მივწვდეთ, რათა ისინი არ დარჩნენ განვითარების ტალღის მიღმა. მოხარული ვართ, რომ ლიბერთი ბანკმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესმა, გადაწყვიტა ინვესტიციის ამ მიმართულებით განხორციელება და სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პროცესში ჩაერთო ჩვენთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
,,სოფლად მცხოვრებ ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროცესებში როგორც შინამეურნეობების, ისე - ქვეყნის დონეზე. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ქალთა აქტიურ, თანასწორ ჩართულობასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მათი გაძლიერება კი მიიღწევა ბარიერების გამოვლენითა და დაძლევით, ინფორმირებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვითა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა სოფლად მცხოვრებ ქალებს სოციალურ ღონისძიებებში ჩართვის, მხარდამჭერი ქსელების გაფართოებისა და საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალება მიეცეთ,’’ აღნიშნა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.
,, ლიბერთი ბანკმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დავიწყეთ შეხვედრები, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის. ლიბერთი უწყვეტად აგრძელებს სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით. მისასალმებელია,რომ ამ პროექტებს დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატა.
ვიმედოვნებთ, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განვავითარებთ ახალ პროექტებს ქალების გაძლიერების, მათ შორის სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალებისთვის საბანკო სერვისების გაცნობისა და მაქსიმალურად გამოყენების მიმართულებით.“- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.
არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე სწორედ სოფლად მცხოვრები ქალები დგანან. 2020 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სწორედ ქალთა გაძლიერება წარმოადგენს.(R)
აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის
ევროკავშირის უმაღლესიწარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი
ამ რთულ დროში, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხალხს საქართველოში და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში კონკრეტული სარგებელი მოუტანა. კერძოდ:
- მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის საყრდენია და 2009 წლიდან ევროკავშირის დახმარებით 40 000 – ზე მეტმა ქართულმა მცირე და საშუალო საწარმომ უკეთეს პირობებში მიიღო სესხები თავიანთი საქმიანობის გასაზრდელად, შემოსავლის გაზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად;
- 2013 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებული იყო ბაზრის მოთხოვნილებები. 30 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ შესაბამისი პროფესიული კურსები გაიარა და შრომის ბაზრის ინსტრუმენტები, როგორიცაა Worknet.ge გამოიყენა, რაც დასაქმებაში დაეხმარა;
- ევროკავშირის დახმარებით პატარა ქალაქებსა და სოფლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 76 საზოგადოებრივი ცენტრი დაარსდა, სადაც პატარა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ 90 000 – ზე მეტ მოქალაქეს გაუმარტივდა წვდომა 200 საჯარო და საბანკო მომსახურებაზე; მათ ასევე შეუძლიათ უფასო ინტერნეტით და ბიბლიოთეკებით სარგებლობა.
- თითქმის 7,500 სტუდენტმა და აკადემიური სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში „ერაზმუს+“ (Erasmus+) ფარგლებში. 9,300-ზე მეტი ახალგაზრდა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანი საქართველოდან იღებს მონაწილეობას ერთობლივ გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებისა და მოხალისეობრივ პროექტებში.
ჩვენმა პარტნიორობამ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში სარგებლობის მოტანა რომ განაგრძოს, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უკეთესად ვიმოქმედოთ. პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებლად, გასულ წელს ჩავატარეთ კონსულტაციები ჩვენი რეგიონის 33 ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნესებთან, ორგანიზაციებსა და მთავრობებთან. თუმცა მიღწეულმა შედეგებმა მაღალი შეფასება მიიღო, ასევე იყო ცხადი მოლოდინი, რომ გავაძლიერებთ თანამშრომლობას, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა, ინვესტიციები, კავშირები, კარგი მმართველობა და საერთო გამოწვევები, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მოიცავს.
დღეს 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის მომავალი პოლიტიკური ამოცანების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კონსულტაციების შედეგს წარვადგენთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენი მუდმივი ურთიერთქმედება ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სამომავლო წინადადებები არის ამბიციური, მაგრამ მისაღები. ისინი ემყარება არსებულ თანამშრომლობას, მაგრამ ასევე განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც წინ უნდა წავიდეთ. ისინი ეფუძნება ევროკავშირის პროექტის ძირეულ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
კონკრეტულად, ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ერთად ვიმუშაოთ შემდეგ ამოცანებზე:
- ერთადსიცოცხლისუნარიანი, მდგრადიდაინტეგრირებულიეკონომიკისთვის: ეკონომიკის გაძლიერება საკვანძოა მოქალაქეების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, უთანასწორობის შესამცირებლად და ჩვენი პარტნიორობის წარმატების მისაღწევად. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, გაზრდილი ვაჭრობის, ინვესტიციების, უფრო მჭიდრო კავშირების საშუალებით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, ასევე განათლების, კვლევებისა და ინოვაციების კერძო სექტორის საჭიროებებთან უკეთესი დაკავშირების გზით.
- ერთადანგარიშვალდებულიინსტიტუტების, სამართლებრივისახელმწიფოსადაუსაფრთხოებისათვის: კარგი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლებრივი სახელმწიფო, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და უსაფრთხოება აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ისინი სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოების და საზოგადოებების, ისევე როგორც ძლიერი ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს.
- ერთად გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობისკენ: ჩვენი სამყაროს მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. ევროკავშირი იმუშავებს თავის პარტნიორებთან რესურს-ეფექტიანი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ახალი მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ადგილობრივი და განახლებადი ენერგიის წყაროების განსავითარებლად.
- ერთადსიცოცხლისუნარიანიციფრულიტრანსფორმაციისკენ: ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში და მიზნად ისახავს ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებლის პარტნიორ ქვეყნებზე გავრცელებას. ჩვენი ერთობლივი მუშაობა ასევე მიმართული იქნება ელექტრონული მმართველობის გაძლიერებაზე, ციფრული სტარტაპების მხარდაჭერის გააქტიურებასა და პარტნიორი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების საკითხში მედეგობის მხარდაჭერაზე.
- ერთადსიცოცხლისუნარიანი, სამართლიანიდაინკლუზიურისაზოგადოებებისკენ: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გამჭვირვალე, მოქალაქეებზე ორიენტირებული და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციები დემოკრატიის საფუძველია. ევროკავშირი გააგრძელებს ამ საკვანძო სფეროებზე ყურადღების გამახვილებას ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც საკმარისი ადგილი უნდა დაეთმოს; იგი ხელს შეუწყობს თავისუფალ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას და ასევე მობილურობას და ხალხთა შორის კონტაქტებს. ყოველივე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მზარდი დეზინფორმაციის გამო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვაჭრობა ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თითქმის გაორმაგდა. 125,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა უშუალოდ ისარგებლა ევროკავშირის დაფინანსებით, რის შედეგადაც 250,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ან შენარჩუნდა. ჩვენ უკეთესად ვართ დაკავშირებულები გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირის და ასევე მაღალი სიმძლავრის ფართოზოლოვან ინტერნეტზე გაადვილებული წვდომის წყალობით. ბოლო კვლევების თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეებისთვის ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია. ჩვენ შევინარჩუნებთ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას და ვეცდებით, ერთად კიდევ ბევრი რამ გავაკეთოთ დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის კრიზისების შემთხვევაშიც, როგორიცაა COVID-19 პანდემია.
ყოველივე ზემოხსენებულის საშუალებით შევქმნით უფრო ამბიციურ აღმოსავლეთ პარტნიორობას, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს და ჩვენი საერთო კონტინენტის ქვეყნების დაახლოებას განაგრძობს.
"ლიბერთი ბანკსა" და "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, 12 მარტს "ლიბერთი ბანკსა" და საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას.
"ლოკომოტივის მთავარი ფასეულობაა წარმატებით იფუნქციონიროს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.
ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც.
მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ძლიერ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ორგანიზაციას დავუმეგობრდით.
ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ფინანსური სარგებელის გარდა, გავიჩენთ უფრო მეტ გულშემატკივარს. ყველა ვთანხმდებით რომ ფეხბურთი, გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი სტადიონზე დაბრუნება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია."- განაცხადა საფეხბურტო კლუბ თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ.
,,ლიბერთის არსებობის ისტორიაში ეს გახლავთ პირველი, ამ მასშტაბის პროექტი, რითაც ბანკი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენი დიდი სურვილია, თბილისის ლოკომოტივის ყოველი თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავერთვებით.
ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში არაერთ ერთობლივ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ კლუბის და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებს“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი.
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ.
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს.
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.