ბათუმში ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის 62 ნომერში, ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა. ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია და აჭარის რეგიონალური დირექტორი არჩილ ჯანყარაშვილი დაესწრნენ.
ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხვნილებებს. ამჟამად აჭარის რეგიონში დასაქმებულია 318 თანამშრომელი. ფუნქციონირებს 15 ფილიალი, 6 საზოგადოებრივი ცენტრი, 4 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 7 ლიბერთი ექსპრესი. განახლებულ ფილიალში 30 თანამშრომელი დასაქმდა.
,,ლიბერთი აგრძელებს ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას რეგიონებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ვიმედოვნებთ, ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ რეგიონებში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და განვითარების პროცესს.“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ილონ მასკი ამბობს, რომ დატოვებს Twitter-ის CEO-ს თანამდებობას
სოციალური მედიის პლატფორმის Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ გადადგება Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) თანამდებობიდან, როგორც კი აღმოაჩენს ვინმეს საკმარისად „სულელს“კომპანიის მენეჯმენტის გადასაბარებლად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
მასკმა Twitter-ით გაკეთებულ პოსტში თქვა: "როგორც კი ვიპოვი ვინმეს საკმარისად "სულელს", რომ ეს სამუშაო აიღოს, დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას! ამის შემდეგ, მე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის და სერვერების გუნდებს ვმართავ“.
ილონ მასკმა კვირას წამოიწყო გამოკითხვა იმის შესახებ, გადადგეს თუ არა ის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან და განაცხადა, რომ დაეთანხმება შედეგს.
გამოკითხვაში 17 მილიონ 500 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მონაწილეთა 57,5 პროცენტმა ხმა მისცა მასკის წასვლას, ხოლო 42,5 პროცენტმა დარჩენას.
ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკი აქტიურად ეძებდა Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბიროს განახლებულ სტრუქტურულ მოდელზე შეხვედრა გამართა
თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში’’, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს ფერმერთა სათათბიროს სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე 30-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფერმერთა სათათბიროს განახლებული სტრუქტურული მოდელი, დებულება და ბრენდის პლატფორმა განიხილეს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს მიზნების მეტად ეფექტურად განსახორციელებლად, სათათბიროს სტრუქტურული აგებულება, წევრთა რაოდენობა და მათი არჩევისა და გაწევრიანების კრიტერიუმები იცვლება. ფერმერთა სათათბიროს განახლებული დებულების შესაბამისად, სათათბიროს წევრი შესაძლებელია გახდესსოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დარგობრივი გაერთიანება/ასოციაცია (მისი გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციის შესაბამისად), რომელიც კონკრეტული დარგიდან წარმოადგენს ფერმერთა ხმას. „ფერმერთა სათათბირო განვითარების ეტაპზე გეგმავს საკუთარი აქტივობის ზრდას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება მისი დებულების განახლება და ინტენსიური პირდაპირი კამპანია ახალი წევრების მოსაძიებლად და შემდგომში, სათათბიროში გასაწევრიანებლად. ჩვენი მიზანია, ფერმერთა სათათბირომ, მისი სტრუქტურული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, მეტად ეფექტურად მოახდინოს სოფლის მეურნეობის სფეროში მუმუშავე სექტორული ასოციაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს, როგორც ანგარიშგასაწევი საკონსულტაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას დარგობრივ ასოციაციებს შორის დიალოგისთვის. ასევე, ძალისხმევის კონსოლიდაციას, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ორგანიზაციებისა და ფერმერების ადვოკატირებისთვის, შუამდგომლობისა და დიალოგის წარმართვისთვის, როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან,“ - აღნიშნა სათათბიროს სპიკერმა, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს, მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა. ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
ლიბერთი ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლიბერთი ბანკის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.
სრული სურათისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია, თუ როგორ მოვედით დღემდე.
2018 წლიდან ლიბერთი ბანკს ყავს ახალი აქციონერები და მენეჯმენტი, რომლებსაც შეხება არ ქონიათ საპენსიო მომსახურების მოქმედ კონტრაქტთან - რომელიც გაფორმდა 2011 წელს, ბანკის იმდროინდელ მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის.
ლიბერთი უსასყიდლოდ ემსახურება 1,1 მლნ ბენეფიციარს, რომლებიც პენსიას და სხვა სოციალურ სარგოს იღებენ. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ბანკს არც სახელმწიფო უხდის თანხას პენსიების დარიგებაში და არც თავად აქვს უფლება ფასიანი გახადოს მომსახურება ბენეფიციარებისთვის. ამავდროულად, პენსიების დარიგება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, გვაქვს ფილიალები ისეთ ადგილებში, რომლებიც ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის და ამიტომ სხვა ბანკები იქ არ არიან წარმოდგენილნი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებთან პენსიები და სოციალური სარგო უსასყიდლოდ მიგვაქვს სახლში. საქართველოს 1.300 სოფელში, 200 ათასზე მეტ ბენეფიციარს ყოველთვიურად ვემსახურებით მობილური სერვის ცენტრებით.
ამ სერიოზული დანახარჯების ანაზღაურების ერთადერთი წყარო ლიბერთისთვის იყო ე.წ. საპენსიო სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი წლიურ 110%-საც კი აღწევდა.
ახალმა მენეჯმენტმა, 2018 წელს მოსვლისთანავე, მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში, მაქსიმალურად გააუმჯობესა მომსახურების პირობები. სესხის განაკვეთი შეამცირა ეფექტურ 30.65%-მდე, მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით.
პარალელურად, განვავითარეთ ახალი ბიზნეს მიმართულებები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგვებალანსებინა ე.წ. საპენსიო სესხების პორტფელიდან მიღებული შემცირებული საპროცენტო შემოსავალი.
კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ლიბერთის, რომლის ბენეფიციარები ხშირად მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ. რიგების შემცირებისა და მოწესრიგების მიზნით, ლიბერთიმ თავისი სახსრებიდან 100 მლნ ლარი გამოყო და წინასწარ გასცა ბენეფიციარებზე, ასევე მობილიზება გაუკეთა დამატებით პერსონალს, რათა კოვიდ ვირუსით ინფიცირების რისკი შეემცირებინა.
საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც ჩვენი შეფასებით, სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს, უფროსი ასაკის მომხმარებელზე. ამასთან, არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა ლიბერთი სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.
ასე რომ, დღევანდელი მოცემულობა დამაკმაყოფილებელი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით. ლიბერთიმ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს.
2019 წელს, როდესაც მოხდა ძველი პირობებით კონტრაქტის ვადის გაგრძელება, ჩვენი თანხმობის მოტივი იყო, რომ სახელმწიფოს მისცემოდა დრო, შეემუშავებინა ახალი, სამართლიანი პირობები.
იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი, ლიბერთი აქტიურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს ყველა ჩართულ მხარესთან. თუმცა, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი მატულობს, ლიბერთი რჩება თავისი პოზიციის ერთგული და ვთავზობთ ყველა მხარეს შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. ჯგუფში ჩავრთოთ ყველა ის მხარე, ვისაც აქვს კომპეტენცია და რეალურად აღელვებს ეს თემა. პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, შევთანხმდეთ და შევქმნათ ახალი, გამართული, ჯანსაღი სისტემა და მომავალი ტენდერი გამოცხადდეს ამ ახალი, გამართული მოდელის საფუძველზე", - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ ტრენინგ კურსს იწყებს
მიმდინარე წლის 14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) უწყვეტი განათლების ცენტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსს იწყებს.
მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.
კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე.
კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე წამყვანი სპეციალისტები საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებიდან.
კურსის ხანგრძლივობაა 37 საათი, კვირაში 7 საათიანი დატვირთვით.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა - 11 მარტი.
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/
სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
პროგრამის მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.
პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.
პროგრამა შედგება 6 მოდულისგან.
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.gff.ge/