თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით!
სუს-მა სახელმწიფო გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა!
“რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89 %-მდე გაიზარდა
ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
ქოლ-ცენტრებზე: ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი და როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს.
„რუსული ოცნება“ აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას, ერთადერთი მოტივით, რომ მხარში ამოუდგეს კორუმპირებულ მოსამართლეებს
„რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას - კახა ოქრიაშვილი
ე.წ. ქოლცენტრებზე: წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ უკანონო ქმედებას
ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “ეკონომიკური პროგრესის გარეშე, არ არსებობს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მომავალი. უსამართლო, არასანდო მართლმსაჯულების სისტემა არის აბსოლუტური მუხრუჭი ქვეყნის პროგრესის, მათ შორის, ეკონომიკური პროგრესის გზაზე. უვარგის სასამართლოს ემატება სისტემური კორუფცია, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას გააჩნია.
კახა ოქრიაშვილი: „ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში“!
ჩვენნაირ ქვეყანას, პროგრესული, სამართლიანი მთავრობის პირობებში, ყოველწლიურად, ორნიშნა - 10 და მეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის „ოცნების“ ათწლიანი მმართველობის და ქვეყნის ერთპიროვნული მიტაცების შედეგი. ბიზნესის მიმართ მტრული დამოკიდებულება (ანაკლიის პორტი, ნამახვან-ჰესი და ა.შ.), კორუფცია, კონკურენციის შეზღუდვა, სახელისუფლო ბიუროკრატიული წნეხი, ნდობადაკარგული სასამართლო, სადაც სამართალს ვერ იპოვი, მით უმეტეს დროულად - ეს ჩამონათვალი და მრავალი სხვა, არის ეკონომიკის პროგრესის, ე.ი. ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერი.
ვისურვებდი, მომავალში, საქართველოს ჰყავდეს არა ისეთი მთავრობები, როგორიც გვყავდა წარსულში და გვყავს დღეს, არამედ ისეთი, როგორიც ჰყავს მაგალითად ესტონეთს - ჩვენსავით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლის მშპ საქართველოს იდენტური იყო და დღეს, ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წელს საქართველოსა და ესტონეთში ერთი და იგივე პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი ხელფასი, დღეს კი ესტონელს 5,5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ქართველს. ხომ მოახერხეს ესტონელებმა?! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია!
ჩვენ გვჭირდება და გვეყოლება ახალი, პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა. შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.