მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) მე-10 სამიტი სტამბოლში ჩატარდა
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადი", რვა ბიზნესმენის: ჯოშქუნ ბაშმანოვის, ჰასან ბაირაქთარის, ჰასან ჩელიქის, ილიას დურმუშის, კახაბერ ხორძიას, ქენან ილდირიმის, ოსმან თურანის და თამაზ ჭინჭარაულის თაოსნობით 1999 წელს, ქ.თბილისში დაარსდა.
ასოციაციას ამჟამად მართავს 11 წევრისგან შემდგარი საბჭო.
დღეის მდგომარეობით, ასოციაციის შემადგენლობაში შედის 25 სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე ასამდე ქართველი და თურქი წევრი (კორპორატიული კომპანია, წარმომადგენლობა, ინდივიდუალური პირი).
წევრების საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
თურქულმა Southwind Airlines-მა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ანტალიაში ახლად დაარსებულმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა პირველი რეისი განახორციელა ანტალიასა და თბილისს შორის.
Southwind Airlines-მა თურქეთის ტურისტულ დედაქალაქად მიჩნეული ანტალიიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩარტერული ფრენების ორგანიზება დაიწყო.
Southwind Airlines-ის კუთვნილი "ბოინგ A321" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დაეშვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას თურქული TAV Airports-ი ანხორციელებს.
თურქულმა ორგანიზაციებმა 1400 დაფასოებული საკვები პროდუქტები გადასცეს შეჭირვებულ პირებს
PSP-ში თურქული წარმოების მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა
PSP-ში თურქულ წარმოებებთან Abdi Ibrahim და Nobel -თან მოლაპარაკებების შედეგად 10-მდე დასახელების მედიკამენტი 77%-მდე გაიაფდა. მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებამ და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ მოგვცა შესაძლებლობა აქტიურად მუშაობა დაგვეწყო თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე 1 თვეა, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტო 15მგ“ თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად 55 ლარად იძენს ადრე ფასდაკლების დღეებში არსებული 139ლარის ნაცვლად.
თურქ მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად დღეს PSP-ში მომხმარებლებს კიდევ 10-მდე კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუძლიათ 77%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.
ვანსეარ დუო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია, რომლსი ფასი ფასდაკლების დღეებში 131₾ იყო, დღეიდან PSP-ში - 76,1₾ ღირს.
113,7ლარით გაიაფდა ერთ-ერთი მოთხოვნადი ნევროლოგიური პრეპარატი ეპიქსი; ფასდაკლების დღეების ფასი -212,16₾, დღეიდან PSP-ში 98,3₾.
60 ლარით ნაკლებ ფასად, 89₾-ის ნაცვლად 29,15₾ შეუძლია მომხმარებელს ციტოლექსი 10მგN56-ის შეძენა.
ვაზოსერკი BID უკვე 23,35ლარი ღირს არსებული ფასდაკლების ფასის 51,93₾-ის ნაცვლად.
კო-ირდა 34ლარით ნაკლებ ფასად, ხოლო ესრამი 33 ლარით ნაკლებ ფასად დახვდება PSP-ში.
„PSP კვლავ განაგრძობს მუშაობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველსაყოფად. მომდევნო კვირაში კიდევ 20-მდე დასახელების მედიკამენტი შემოგვაქვს თურქეთიდან მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რაც მყისიერად აისახება ჩვენს ქსელში და მომხამრებელს კიდევ უფრო მეტ დასახელებაზე შეეძლება ისრაგებლოს გაცილებით დაბალი ფასით თურქული წარომოების მედიკამენტებზე“- აცხადებენ PSP-ში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქული წარმოების “Bayraktar TB2“ უპილოტო საფრენი აპარატით დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მიერ გამოყენებული ჰაუბიცა გაანადგურა და ამის ამსახველი კადრები გაავრცელეს ინტერნეტში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტა ჰაუბიცების გამოყენებით დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამავე განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სეპარატისტებს ნოტა გაუგზავნეს ეუთოს სპეციალური მისიის მეშვეობით, მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღებული და ამიტომ უკრაინის არმიამ პირველად გამოიყენა ჰაუბიცის წინააღმდეგ “Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტო და აიძულა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა.“უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტომ არ გადაკვეთა საკონტაქტო ხაზი და მართვადი რაკეტის გამოყენებით გაანადგურა სეპარატისტების კუთვნილი ჰაუბიცა“ - აღნიშნულია ამ განცხადებაში.
როგორც ცნობილია 2014 წელს პრორუსმა სეპარატისტებმა, ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და მას შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თურქულმა ქაბაბმა სტრატოსფეროს მიაღწია
თურქული ქაბაბი საჰაერო სივრცეში გაიგზავნა და იგი შვეიცარიის რესტორნიდან იქნა გაგზავნილი, ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.
შვეიცარიის ქალაქ აივერდიში მოქმედმა თურქულმა რესტორანმა თავისი სახელის პოპულარიზაციის მიზნით მეტად საინტერესო პროექტი განახორციელა.
ამ რესტორნის თანამშრომლებმა საჰაერო ბუშტს მიამაგრეს თავიანთი მხრიდან დამზადებული ქაბაბი და ჰაერში გაუშვეს რა, საჰაერო ბუშტთან ერთად ქაბაბმა სტრატოსფეროს ფენას მიაღწია.
რესტორნის მფლობელის განცხადებით ამ სფეროში მათ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ახლა მათი ნამოქმედარის გინესის რეკორდების წიგნში შეტანისათვის განცხადებით მიმართავენ.
მოკლედ, თურქულმა ქაბაბმა ზღვის დონიდან 37,795 მეტრის სიმაღლეს მიაღწია, თუმცა, გინესის წიგნის მესვეურთა მხრიდან ჯერ ჯერობით პასუხი არ მიუღიათ
თურქული გაზეთი ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორი თურქეთში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ყოველდღიური გაზეთი "ბირგუნი" (Birgün) ავრცელებს.
სათაურით -″გერგერის რაიონში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელ პირის ახალი მისია: დირექტორი ჯილდოს მსგავს თანამდებობაზე დაინიშნა″- გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ადიამანის გერგერის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირი ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორია, სადაც სავარაუდოდ 30-ზე მეტი მოსწავლის შეურაცყოფა მოხდა.
ერქ აჯარერის ინფორმაციით, იმ პერიოდში როდესაც აღნიშნულ სკოლაში გაუპატიურების სკანდალი დაფიქსირდა სკოლის დირექტორი მ.კ. იყო. ამჟამად ის, ″მარიფ ფონდის″ მიერ პირველად საზღვარგარეთ, კერძოდ, ბათუმში გახსნილი თურქული სკოლის დირექტორია.
გაზეთი, ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სკოლის მშენებლობით დაწყებულმა და სასწავლო გეგმით დამთავრებულმა ძალიან ბევრმა პრობლემამ ორ ქვეყანას შორის კრიზისი გამოიწვია.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გერგერის რაიონში გაუპატიურების დროს სკოლის დირექტორად მომუშავე პირის ისე, რომ ″თითქოს არაფერი მომხდარა″ ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორად დანიშვნამ საქართველოში შეშფოთება გამოიწვია, ასევე საინტერესოა სკანდალში გარეული პირის დირექტორად დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ შეხედავენ.
Deutsche Welle-მ თურქული მხარის ქმედებების გასაპროტესტებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გერმანულმა მედიაორგანიზაციამ Deutsche Welle-მ (DW) თურქული მხარის ქმედებების გასაპროტესტებლად ანკარის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დოიჩე ველეს სამაუწყებლო საბჭომაც დაწყებულ სამართლებრივ პროცესს მხარი დაუჭირა.
როგორც Deutsche Welle-ში აცხადებენ, 5 სექტემბერს გერმანულმა გამოცემამ Deutsche Welle-მ Confl’ct Zone-ის ჟურნალისტმა მიშელ ფრიდმანმა თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა მალევე სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ გამოცემას ინტერვიუს გამოქვეყნების უფლება არ აქვს.
Deutsche Welle-ს ცნობით, მოხდა ვიდეომასალის ჩამორთმევა, რის შემდეგაც მედიაორგანიზაციამ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.
Deutsche Welle-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა თურქულ მხარეს მოუწოდა, გადაღებული ვიდეომასალა ჰოლდინგს დაუყოვნებლივ დაუბრუნოს. მისივე თქმით, ყოველივე ამას კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ თურქ მინისტრთან ინტერვიუს დროს განხილვის საგანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მასობრივი დაკავებები, სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება და თურქულ საზოგადოებაში ქალების მდგომარეობა იყო.