სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა
6 თებერვალს თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 44 ათას 374-მდე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 6 თებერვლის შემდეგ რეგიონში დაახლოებით 10 000 განმეორებითი ბიძგები მოხდა. ამჟამად კი რეგიონში 8 182 სამძებრო-სამაშველო პერსონალი კვლავ აგრძელებს მუშაობს.
მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, სულეიმან სოილუს განცხადებით, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 43 ათას 556-მდე გაიზარდა.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პროვინციებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.
ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 41 ათას 20 ადამიანი დაიღუპა
AFAD-მა გამოაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 41 ათას 20 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს AFAD-ის წერილობითი განცხადების თანახმად, თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშის, ფაზარჯიქისა და ელბისტანის რაიონებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6 ათას 212 ბიძგი დაფიქსირდა.
ქაჰრამანმარაშში, გაზიანთეფში, შანლიურფაში, დიარბაქირში, ადანაში, ადიამანში, ოსმანიეში, ჰათაიში, კილისში, მალათიასა და ელაზიღში დაღუპულთა რაოდენობა 41 ათას 20-მდე გაიზარდა.
რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კვლავ იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციის 245 ათას 198 პერსონალი.
სტიქიის ზონაში სულ 12 ათას 681 მანქანა, ძირითადად ექსკავატორები, ბუქსირები, ამწეები, დოზერები, სატვირთო მანქანები, წყლის სატვირთო მანქანები, მისაბმელიანი, გრეიდერები, ვაკუუმ-სატვირთო მანქანები და მსგავსი სამშენებლო ტექნიკა გაიგზავნა.
საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების, სანაპირო დაცვისა და ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის, უშიშროების გენერალური დირექტორის, ჯანდაცვის სამინისტროს და სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით 11,907 გაფრენა განხორციელდა "საჰაერო ხიდით", რომელიც შეიქმნა რეგიონში პერსონალის და მასალების გადასაზიდად.
ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ და სანაპირო დაცვის სარდლობამ პერსონალის, მასალების გადაზიდვისა და ევაკუაციის მიზნით რეგიონში სულ 38 გემი გააგზავნა.
მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36 ათას 187-მდე გაიზარდა
6 თებერვალს თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36 ათას 187-მდე გაიზარდა.
კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (AFAD) განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად 36 ათას 187 ადამიანი დაიღუპა და 108 ათას 68 დაშავდა.
რეგიონში ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა
6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ათას 974-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (AFAD) გამოაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად 31 974 ადამიანი დაიღუპა.
6 თებერვლიდან რეგიონში 3170 ბიძგი დაფიქსირდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული 200 ათასამდე ადამიანი სხვა პროვინციებში იქნა ევაკუირებული.
ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მასში დაახლოებით 250 ათასი პერსონალი იღებს მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
საქართველოს მთავრობამ, თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის თაობაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.
ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.
„მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური