Visa-სა და Rooms Hotels-ის პარტნიორობა საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის
თბილისი, 2023 წლის 6 სექტემბერი – Visa,ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, და Rooms Hotels, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც Rooms Hotels-ის მხარდაჭერას გულისხმობს Visa Consulting & Analytics-ის (VCA) გამოცდილებითა და ინოვაციური გადაწყვეტებით.
ახალი პარტნიორობის ფარგლებში, VCA-ს გადამწყვეტი როლი აკისრია და Rooms Hotels-ს სტრატეგიული მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც ერთობლივ პროექტებში Visa-ს საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. თანამშრომლობის მიზანი Visa ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებების შექმნაა Rooms Hotels-ში.
მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება თბილისში, Rooms Hotel Courtyard-ში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს. ღონისძიებას Rooms Hotels-ისა და Visa-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ვალერი ჩეხერია, Rooms Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტო დე მეო, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში და დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
“Rooms და Visa-ს მრავალი წლის პარტნიორობა აკავშირებს. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს ახალ ინიციატივაზე, Visa Consulting & Analytics (VCA)-ს მხარდაჭერით ვქმნით თანამედროვე აპლიკაციას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასით იმ ობიექტებზე, ღონისძიებებზე და სერვისებზე რომლებსაც ჩვენ ვმართავთ ან ჩვენს სანდო პარტნიორებს წარმოადგენენ. იქნება ეს სხვა სასტუმროები, საერთო სამუშაო სივრცეები, ელექტრო სკუტერები და მანქანები, რესტორნები თუ სხვა სახის ბიზნესები. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შედგება Visa-სთან თანამშრომლობით. ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, ძალიან მალე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მათზე მორგებულ პროდუქტს შევთავაზებთ,“ - თქვა Rooms Hotels-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.
“VCA-ის გუნდი მოხარულია ითანამშრომლოს Rooms Hotels-თან, რომელიც საქართველოში სტუმარმასპინძლობის წამყვანი ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. VCA-ს გლობალურ ცოდნას, მიგნებებსა და ადგილობრივ გამოცდილებას შეუძლია Rooms Hotels-ს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში შეუწყოს ხელი, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული აქტუალური ტრენდების, ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გაგებით. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტია შეთავაზებებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის”, თქვა რობერტო დე მეომ, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.
VCA-ს გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში ათწლეულებს ითვლის და აერთიანებს ექსპერტებს სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკების, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.
„Visa Rooms Hotels-თან პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ზეიმობს. ჩვენმა კომპანიებმა თანამშრომლობა 3 წლის წინ დაიწყეს და ჩვენ ერთად განვსაზღვრეთ თუ რას ნიშნავს უზრუნველყო გამორჩეული გამოცდილება Rooms-ის სტუმრებისა და Visa ბარათის მფლობელებისთვის. მომხმარებლები მიიღებენ მათზე კიდევ უფრო უკეთ მორგებულ შეთავაზებებს და უკეთეს გამოცდილებას, რომლებიც მათი პროფილისა და მოლოდინების შესაბამისი იქნება. Visa ერთგულად განაგრძობს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებასა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
###
Visa Consulting & Analytics-ის (VCA) შესახებ
Visa Consulting & Analytics (VCA) Visa-ს გადახდების საკონსულტაციო ქვედანაყოფია. ჩვენი გუნდი აერთიანებს რამდენიმე ასეულ გადახდის კონსულტანტსა და მონაცემთა მეცნიერს ექვს კონტინენტზე. ჩვენს კონსულტანტებს აქვთ ათწლეულების გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში და არიან ექსპერტები სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკის, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. ჩვენი მონაცემთა მეცნიერები არიან ექსპერტები სტატისტიკაში, ანალიტიკასა და მანქანურ სწავლებაში და წვდომა აქვთ მონაცემებზე VisaNet-დან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადახდის ქსელია. ჩვენი კომპლექსური საკონსულტაციო ცოდნა გადახდებში და მონაცემთა მოცულობის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ისეთი პრაქტიკული მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია.
VCA-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: https://www.visa.com.ge/en_GE/services/visa-consulting-analytics.html
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
რუმსის შესახებ
Rooms-ი, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ის აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას,რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულმომსახურებას და გარემოს სთავაზობს.ქვეყნის მასშტაბით, კომპანიისდამფუძნებელმა თემურ უგულავამ, ვალერი ჩეხერიას ხელმძღვანელობით, შექმნა წარმატებული სასტუმროების ქსელი და განახორციელა მრავალი უნიკალურიპროექტი.
Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით
თბილისი, საქართველო, 2023 წლის 1 თებერვალი – VisaNet-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილს იკავებს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით.
სწრაფი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების მაჩვენებლით, საქართველო 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც Visa ოპერირებს, ლიდერი ქვეყანაა, რომლის შემდეგ, მე-2 და მე-3 ადგილებს ავსტრალია და უნგრეთი იკავებენ. VisaNet-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში Visa ბარათებით განხორციელებული 10 ტრანზაქციიდან, თითქმის, 10-ვე უკონტაქტოა.
Visa, როგორც მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში, ერთგულად განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, უცვლელი მისიით - შესთავაზოს ყველას, ყველგან თანხის გადახდისა და მიღების ინოვაციური საშუალებები. მრავალი წლის განმავლობაში, Visa აქტიურად თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში და ხელს უწყობს თანამედროვე გადახდის ეკოსისტემისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარებას.
“ამაყი ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, პირველ ადგილს იკავებს, რაც მოწმობს Visa ბარათის მფლობელების მზადყოფნას - განახორციელონ უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები. მინდა, მივულოცო Visa ბარათის მფლობელებსა და ჩვენს პარტნიორებს ეს წარმატება, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მიხარია, რომ საქართველო, მზად არის ინოვაციებისა და გადახდის ახალი მეთოდების მისაღებად,” განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
Visa-ს შესახებ:
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით საქართველოში
4 ნოემბერს, 2022, 10:15 საათზე, სასტუმრო პულმან თბილისში - USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და Visa-მ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ახალი პარტნიორობის დაწყების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათი საქმიანობის გაციფრულებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობას.
თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და Visa შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ფინანსური წიგნიერების მიმართულებით ცობადობის გაზრდაზე განსაკუთრებული აქცენტით მიკრო და მცირე მეწარმეებზე ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე.
„მოხარულნი ვართ, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის თანამშრომლობის დაწყებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას. Visa-ს აქვს გლობალური და მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის გაციფრულების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიმართულებით და ეს ყოველივე ასევე წარმოადგენს USAID - ის მთავარ ღირებულებებს. აღნიშნული პარტნიორობა, ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გონივრული ციფრული გადაწყვეტილებები განვითარების მიზნების მისაღწევად და ჰქონდეთ კავშირი საერთშორისო ბაზართან.“ - აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.
“მოხარული ვარ, რომ დღეს, Visa-სა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის თანამშრომლობა, ახალ საფეხურზე გადაგვყავს, იმისთვის რომ საქართველოს ციფრული მომავლისკენ სვლა უზრუნველვყოთ. როგორც Visa-ს, ასევე USAID-ის პროგრამის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას. Visa, წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა მთელ მსოფლიოში, უკონტაქტო შეღწევადობის კუთხით, ქვეყნის წინსვლას შეუწყოს ხელი. ისეთი ძლიერი მრავალკულტურული ორგანიზაციები, როგორებიცაა Visa და USAID, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების გაერთიანებისა და პროგრესის საქმეში. შესაბამისად, მე გულწრფელად მჯერა, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ჩვენი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ღირებულებას შემატებს თქვენს ლამაზ ქვეყანას - საქართველოს,” განაცხადა, სალვადორ პერეზ-გალინდომ, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და Visa-ს მთავრობის ჩართულობის ხელმძღვანელმა CEMEA-ში.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან საქართველოში და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. მემორანდუმი ოთხ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ მეწარმექალთაეკონომიკურიგაძლიერება, მცირედასაშუალობიზნესისგანვითარებადადიგიტალიზაციის, ფინტექებისადაელექტრონულკომერციის ხელშეწყობა და გვჯერა, რომ USAID-ის პროგრამასთან ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ.“ -აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ელექტორნული კომერციის გაფართოებას, ფინანსურ ინკლუზიას და ტრანზაქციებს, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონალურ ჰაბად, ასევე ინვესტიციებისთვის უსაფრთხო ადგილად.
აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/EconSecProgram
Visa-ს შესახებ:
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის წახალისების მიზნით, Visa უერთდება გრეის ჰოპერის სახელობის პროგრამას საქართველოში
თბილისი, 13 აპრილი, 2022 – Visa, მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველოში, რომელიც დაარსდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, თიბისი ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.
Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებსა და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. ქალთა როლის წარმოჩენა და მისი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სტერეოტიპების მსხვრევისა და იმ გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა წინაშეც ქალები დგანან. Visa-ს სჯერა, რომ საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ეკონომიკური წინსვლისთვის, რადგან ინოვაციური ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ გაციფრულების დანერგვასა და მის მზარდ მოთხოვნაზე.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია წარმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ იმ ქალებს, რომლებიც გამოწვევების წინაშე დგანან. ამდენად, ჩვენ მზად ვართ მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველას მათი პროფესიული კომპეტენციებიდან და ლიდერული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ კატეგორიას - ICT ჩემპიონი და მე მჯერა, რომ გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას, განსაკუთრებულ ჯილდოს და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
დაჯილდოება ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომლის მემკვიდრეობაც ბევრს კვლავ შთააგონებს. პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში და ისწრაფვიან პოზიტიური ცვლილებებისკენ. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, UTG და Majorel Georgia.
განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.ictwomen.ge განაცხადები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, 30 მაისს გახდება ცნობილი ჯილდოს ფინალისტების ვინაობა და 10 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.
***
კომპანია Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa ყოველწლიურად, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
Visa საქართველოში დამატებით 300 000 აშშ დოლარს გამოყოფს და უერთდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად
Visa-ს გუნდი საქართველოში უზრუნველყოფს მყისიერი დახმარების სახით 200 ათასი აშშ დოლარის გადაცემას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის და 100 ათასი აშშ დოლარს, Visa ბარათით გადარიცხულ თითოეული შემოწირულობის გასამმაგების შედეგად გამოყოფს
თბილისი, მარტი, 25, 2022 – მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, Visa-ს გუნდი საქართველოში, უერთდება მყისიერი ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას, რომელიც მიმართულია უკრაინაში კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას დამატებით ფიქსირებულ დონაციას 200 ათასი აშშ დოლარის ოდენობით გადასცემს. გარდა ამისა, Visa საქართველოში, საქართველოს წითელი ჯვრის ვებგვერდზე[1], Visa ბარათით განხორციელებული, თითოეული შემოწირულობის გასამმაგების შედეგად 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს. მიღებული შემოწირულობების საბოლოო ბენეფიციარი - უკრაინის წითელი ჯვარი, დაზარალებულ მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ მარაგებსა და სერვისებს მიაწვდის.
Visa-ს გუნდი საქართველოში, მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, Visa ბარათის მფლობელებს, შეუერთდნენ კამპანიას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად და წვლილი შეიტანონ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ინდივიდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებაში. www.redcross.ge-ზე შექმნილი სპეციალური ონლაინ პლატფორმის საშუალებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია შემოწირულობის გადარიცხვა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომელიც განადგურების საფრთხისა და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა უკრაინაში ღია სამხედრო ინტერვენციის შედეგად.
“Visa-ს გუნდი სიკეთისა და მშვიდობის მხარეს დგას. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ოჯახებსა და მეგობრებს, რომლებიც განადგურებისა და გაჭირვების წინაშე დგანან, სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ჰუმანიტარულ დახმარებაზე მიმართულ ძალისხმევას. ამ მიზნით, ჩვენ მყისიერ დონაციას გამოვყოფთ წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის საქართველოში, რომელიც გადაეცემა წითელ ჯვრის ორგანიზაციას უკრაინაში, და ამავდროულად, გავასამმაგებთ Visa ბარათით განხორციელებულ თითოეულ შემოწირულობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვებ.გვერდზე. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც უკრაინელი ხალხის დიდი ხნის მეგობრებს, შეუერთდნენ კამპანიას და წვლილი შეიტანონ ჰუმანიტარულ დახმარებაში“, - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს ფონდების მოძიებას უკრაინაში დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ჩვენ ვიზასთან ერთად დავიწყეთ ფონდების მოძიების ერთობლივი კამპანია. ამ ეტაპზე ვიზამ უკვე გადმორიცხა 200 000 აშშ დოლარი, რაც სრულად გადაერიცხება უკრაინის წითელ ჯვარს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ფონდების მოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორი აქტიურად ერთვება დაზარალებული ხალხის დახმარების საქმეში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ უკრაინაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Visa-ს ამ ჩართულობისთვის და ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“. - აღნიშნა ნათია ლოლაძემ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა.
ზემოაღნიშნული ძალისხმევის გარდა, Visa Foundation-მა უკვე გამოყო 2 მილიონი აშშ დოლარი უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად, რომელიც გრანტის სახით გადაეცა აშშ-ს ფონდს UNICEF-ისთვის, ხოლო დამატებით 1 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო Visa-ს თითოეული თანამშრომლის მიერ UNICEF-ის და წითელი ჯვარის ფონდებში შეწირულობების გასამმაგების მიზნით.
***
კომპანია Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa ყოველწლიურად, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
კონკურსი Visa Everywhere Initiative 2022 იწვევს ფინტექ და გადახდების სფეროში მოღვაწე სტარტაპებს თავიანთი გადაწყვეტების წარსადგენად გლობალურ დონეზე
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში არსებულ ინოვაციურ ფინტექ სტარტაპებს, ბრენდის ცნობადობის გაზრდის, Visa-ს ქსელზე წვდომის მისაღებად შეუძლიათ რეგისტრაცია კონკურსში, რომლის ფულადი ჯილდო CEMEA-ს რეგიონული ფინალში 35 000 აშშ დოლარს, ხოლო გლობალური კონკურსის, დასკვნითი ეტაპის მთლიანი საპრიზო ფონდი 125 000 აშშ დოლარს შეადგენს
თბილისი, 2022 წლის 1 თებერვალი: The Visa Everywhere Initiative (VEI), ყველასთვის ხელმისაწვდომი ინოვაციების გლობალური პროგრამა იწვევს ფინტექ და გადახდების სფეროში მოღვაწე სტარტაპებს თავიანთი გადაწყვეტების წარსადგენად გლობალურ დონეზე, ფინალისტებს კი უშუალო წვდომა მიეცემათ ფინტექით დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ საბანკო, კომერციული, ვენჩურული კაპიტალის (VC) და სამთავრობო სექტორების წამომადგენლებთან. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და შესაძლებლობა ექნებათ ითანამშრომლონ გლობალურ, სანდო ბრენდთან, როგორიცაა Visa.
წელს, კონკურსის პროგრამა გაფართოვდა და მოიცავს სტარტაპებს, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტას და Visa Direct-ს, საგადახდო საშუალებას, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს ინოვაციური გზებით, გადარიცხონ ფული მილიარდობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბარათისა და ანგარიშების მეშვეობით. ფინალისტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას უწყობენ ხელს, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, VEI-ს ფინალში მონაწილეობის მისაღებად კატარში შეიკრიბებიან.
„ფინტექები და საგადახდო სფეროს სხვა ნოვატორები მომხმარებლებს და მეწარმეებს ახალ საგადახდო საშუალებებს სთავაზობენ და უფრო მეტ ადამიანს უადვილებენ ფულზე წვდომას საჭიროების შესაბამისად, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი PAYZE შეირჩა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში ქეშლეს ეკონომიკა ვითარდება და ადგილობრივ კომპანიებს, ფინტექების მსოფლიო რუკაზე წარმოაჩენს“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
კონკურსმა, საგადახდო სფეროს ყველაზე პერსპექტიულ ნოვატორებს სწრაფი განვითარების საშუალება მისცა. მაგალითად, MayaSoft-მა, სტარტაპმა უზბეკეთიდან, CEMEA რეგიონის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, Visa-სთან პარტნიორობით წარმოადგინა პირველი უკონტაქტო საგადახდო საშუალება უზბეკეთში, რომელიც Visa Tap to Phone ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და 2021 წელს Visa Ready პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად არის სერტიფიცირებული. ქართული კომპანია Payze გასულ წელს CEMEA რეგიონის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინოვაციური საგადახდო და კომერციული გადაწყვეტების წარდგენისთვის, რომლებიც გადახდების სფეროში მომავალი გამოწვევების გადაჭრას უწყობენ ხელს.
„გლობალურ დონეზე კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპთან ერთად, და რაც მთავარია, გლობალური ცნობადობის და მხარდაჭერის მიღება ისეთი სანდო ბრენდისგან, როგორიცაა Visa, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიღწევა იყო PAYZE-სთვის“, - განაცხადა გიორგი წურწუმიამ, PAYZE-ს (თბილისი, საქართველო) თანა-დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ასევე 2021 წლის VEI CEMEA-ს კონკურსის გამარჯვებულია. PAYZE არის ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირებული ფინტექი, რომელიც საშუალებას აძლევს დსთ-ს ქვეყნების საწარმოებს და კომპანიებს მიიღონ გადახდები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ერთიანი ინტეგრაციის გზით. Visa-ს ქსელის მხარდაჭერით და 25,000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი პრიზის საშუალებით PAYZE-ის გუნდი ახორციელებს თავისი ხედვის რეალიზაციას, კერძოდ 2021 წელს 250,000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა.
კონკურსში მონაწილე ფინტექმა Safepay კარაჩიდან გაიმარჯვა CEMEA-ს აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში და პრიზის სახით 10,000 დოლარი მიიღო. Safepay სპეციალიზდება ელექტრონული კომერციის საგადახდო ოპერაციების უსაფრთხო დამუშავებაზე, და ხელს უწყობს მოვაჭრეებს გაყიდვების მაჩვენებელის გაზრდაში, დებიტორებისგან ანაზღაურების სწრაფად მიღებაში და გაყიდვების ოპტიმიზაციაში, მათი მომხმარებლებისთვის ონლაინ გადახდის საშუალების მიცემის გზით.
VEI-ის ქსელი მოიცავს 8,500 სტარტაპს მთელი მსოფლიოდან, და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს დაარსების დღიდან, პროგრამა დაეხმარა სტარტაპებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ერთობლივად მოეპოვებინათ 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება, რითაც ადრეულ ეტაპზე მეწარმეების წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის გადაჭრას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, VEI-ის ფარგლები ფართოვდება, უნიკალური სტარტაპების მოზიდვის და საგადახდო სფეროში გამოწვევების გადაჭრის მიზნით.
წელს, პროგრამის ყურადღების ცენტრში CEMEA-ს რეგიონი იქნება, რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს იმ ფინტექებისთვის, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერაზე მიმართულ ინოვაციურ პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ. VEI-ის წლევანდელი კონკურსი, ეგვიპტესა და საუდის არაბეთში გაიმართება, ხოლო გლობალური კონკურსის ფინალს კატარი, 2022 წლის ნოემბერში უმაპსინძლებს.
VEI ეძებს ინოვაციურ და ამბიციურ ანტერპრენერებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ გადახდებისა და კომერციის სფეროში არსებულ გამოწვევების გადაჭრას - ბიზნესისთვის, კერძოდ:
ციფრული სერვისების შემქნელებისთვის და მწარმოებლებისთვის:
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ქრაუდფანდინგი
- საბანკო მომსახურება (Banking-as-a-Service)
- BIN სპონსორები
- მწარმოებელი/დამმუშავებელი
- პროგრამის მენეჯერები
ციფრული ემისია
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ალტერნატიული კრედიტი
- პირადი ფინანსების მართვა
- თანხის გადარიცხვა და ფულადი გზავნილები
- ციფრული საბანკო მომსახურება (ასევე ცნობილი როგორც ნეო ბანკი)
- ციფრული საფულე, პარტნიორთა ქსელი (P2P) და გადარიცხვები
- თანამშრომელთა შეღავათები
- გადასახდელები
- კორპორატიული ბარათები (ანუ ხარჯების მართვა)
დამატებითი ღირებულება მოვაჭრეებისთვის და/ან მომხმარებლებისთვის ფინანსურ სფეროში
- მონაცემები და ანალიტიკა
- იდენტიფიკაცია, აუტენტიფიკაცია და უსაფრთხოება
- დაზღვევის ტექნოლოგია
- ლოიალობა
- სავაჭრო მომსახურება და ინსტრუმენტები
- პროცესის და გადახდის ინფრასტრუქტურა
- საცალო ვაჭრობის ტექნოლოგია
- სხვა
მცირე და საშუალო ბიზნესი
- ფულის ბრუნვა (თანხების გადარიცხვები, შიდა ანგარიშები, P2P მიმწოდებლები და გადახდები)
- მიღება (ელექტრონული კომერცია და მობილური საშუალება)
- რისკების მართვა (გადახდილი თანხის დაბრუნება, და სხ.)
- ბრენდის მართვა (საზოგადოების განვითარება, და სხ.)
- სხვა
Visa, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მისი მონაწილეებისგან არ იღებს არანაირ სარგებელს.
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის შესახებ დეტალები იხილეთ აქ.
კომპანია „Visa”-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ყოველწლიურად Visa, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია.
გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
საქართველოს ეკონომიკის, ინოვაციებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Visa-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Visa-მ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში
თბილისი, საქართველო – 17 დეკემბერი, 2021 –Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში, კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი ტურიზმის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას.
სამომავლო თანამშრომლობის დოკუმენტს, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ტურისტულ ადგილს.
მემორანდუმი, მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და Visa-ს შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულებას:
- COVID-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდაჭერა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების გზით, კერძოდ - Visa Business Skills პლათფორმის დანერგვა აწარმოე საქართველოსთან ერთად და გაციფრულების პროცესის ხელშეწყობა;
- ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა, კერძოდ ერთობლივი აქტივობების განხორციელება როგორც, ლოკალური, ასევე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდის მიზნით;
- ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების განცხორციელებით ეკონომიკური და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება.
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Visa-ს შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს დაუჭერს, მეწარმეობის წამახალისებელ პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. თანამშრომლობის შედეგად და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიზნით, იგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება Visa-ს სტატისტიკური პლატფორმის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს და საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას.” - განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
”დღეს, Visa-სა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის პლათფორმას აყალიბებს, რომლის მიზანია ქყევნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა. ჩვენი თანამშრომლობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ყველა ამ პროცესში ჩართულ მხარესთან ერთად, სამ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა,ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობადა ინოვაციების დანერგვა და გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ. Visa-ში, ასევე მტკიცედ გვწამს, საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური მომავლის, რაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად წარმოჩენის გარანტია.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, Visa სამინისტროს კვლევის შედეგებს გაუზიარებს, კერძოდ სიღრმისეულ ანალიზს მიაწვდის მოგზაურთა ტიპებისა და მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, ტურისტული გრაფიკის სტიმულირების მიზნით სტრატეგიის დაგეგმვა, სხვადასხვა ხარვეზისა თუ სუსტი წერტილების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად შესწავლას, არსებული მარშრუტების განვითარებასა და ახალი მიმართულებების დამატებას.
ფინანსური ცნობიერების ამაღლების გლობალური ინიციატივითა და მსოფლიოში 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების ამბიციური გეგმებით, Visa საქართველოში საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმას - Practical Business Skills (PBS) დანერგავს. პროგრამა, 50-ზე მეტ ონლაინ სასწავლო მოდულისგან შედგება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საჭიროებებიდან გამომდინარე მიაწვდის ინფორმაციას, ბიზნესს მართვის სასურველ ეტაპზე.
###
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE
ქართული Payze ٠ ფეიზი გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს
გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული - Payze, კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ბრენდის გლობალური აღიარებისთვის და განსაკუთრებული ფულადი პრიზისთვის იასპარეზებს
თბილისი, 14 სექტემბერი, 2021 - ვიზა Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ ფინალს 2021 წლის 14 სექტემბერს გამართავს.
გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლათფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას ექსპერტების წინაშე, ასევე წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.
მონაწილეობის მსურველებმა, პირველ ეტაპზე, კონკურსის წესებისა და პირობების გათვალისწინებით, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ბმულზე - www.visa.com, რის შემდეგაც კონკურსის ჟიური, ხუთი - ლათინური ამერიკა, აზია-წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონიდან, არჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც კონკურსის დასკვნით, გლობალურ ფინალში უპირისპირდებიან ერთმანეთს.
წელს, CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. წელს, გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც Payze მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.
„ჩვენ განსაკუთრებულად ვამაყობთ, რომ 14 სექტემბერს, გლობალური კონკურსის - Visa Everywhere Initiative ფინალურ ეტაპზე Payze ეროვნული სიამაყით წარადგენს საქართველოს და მთლიანად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ფინტექ და სტარტაპ კომპანიები, მუდმივი განვითარების მამოძრავებელი ძალაა და კონკურსის უნიკალური იდეა, მსოფლიო მასშტაბით ინოვაციების დანერგვის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარება, ასევე ბრენდის გლობალურად აღიარებისა და Visa-თან თანამშრომლობის შესაძლებლობას ზრდის. წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ განაცხადა დიანა კიღურაძემ,ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია, Payze, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას 35%-ით ზრდის ყოველთვიურად.
„Visa Everywhere Initiative - გახლავთ ინოვაციური პროგრამა, რომელიც ფინტექ კომპანიებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის. კონკურსის პლათფორმა, საუკეთესო ფინტექ პროდუქტებს სტარტაპების ერთიან ქსელთან აკავშირებს, ხელს უწყობს ბრენდის გლობალურ აღიარებასა და ვიზასთან პარტნიორობის პროცესს. ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან ვამაყობთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ვართ და კონკურსის ფინალურ ეტაპზე საქართველოს და რეგიონის სახელით წავრდგებით,“ აღნიშნა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
კონკურსის ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა - TechCrunch და მისი წამყვანი ნეეშა ტამბე. პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შესაძლებელია - ბმულზე.
ფეიზის ერთ-ერთი დამფუძნებლის - გიორგი წურწუმიასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის, Visa-ს პროდუქტებისა და სოლუშენის მიმართულების ხელმძღვანელი ოტო ვილიამსის დისკუსიის მოსასმენად, მიჰყევით - ბმულს.
„Visa Everywhere Initiative“-ის შესახებ
„Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პოგრამა, რომელიც ფინტექებსა და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას სთავაზობს. პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაოებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დააფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრამა ექვს კონტინენტზე და - 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - visa.com
###
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE
Visa და Forbes Woman Georgia საქართველოში მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ბიზნეს კონკურსს აცხადებენ
ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები, ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების უფასო, საკონსულტაციო სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, პარტნიორი ბანკებისგან (თიბისი და საქართველოს ბანკი) სპეციალური პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ
თბილისი, 26 აგვისტო, 2021 წელი – Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Forbes Woman-თან პარტნიორობით აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ხელმძღვანელი ქალი მეწარმეებისთვის.
კონკურსი She's Next, Empowered by Visa-ს გლობალური ინიციატივის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელი და მმართველი ქალებისთვის, ცოდნის, რესურსების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. კონკურსი განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, მაგრამ სირთულეებს აწყდებიან ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვის, ბიზნეს პროდუქტის პოპულარიზაციის, ან მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ქალი, საქართველოს მოქალაქე, ეკავოს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლის თანამდებობა, ან იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული პირი[1].
„ქალი მეწარმეებისთვის კონკურსის გამოცხადება საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Visa-ს ინიციატივას, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე რეგიონში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ She's Next გლობალური კამპანია შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ქალთა ლიდერობა, რომელიც წამყვანი, მამოძრავებელი ძალა ხდება ახალი ბიზნესის წამოწყების პროცესში. კონკურსის ყველა ელემენტი მიზნად ისახავს ქალებისთვის ბრენდის ექსპერტთან უფასო მენტორინგის სესიაზე წვდომის უზრუნველყოფას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პარტნიორების - თიბისი და საქართველოს ბანკებისგან”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება:
- განაცხადის შეტანისა და დამუშავების პროცესი: პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.
- საკონსულტაციო სესიები: ათი შერჩეული მონაწილე ქალი, დაესწრებიან უფასო ონლაინ საკონსულტაციო სესიებს, რომლებსაც გაუძღვება ბრენდ ექსპერტი. კონკურსანტები, ხელმძღვანელის ჩართულობით შეიმუშავებენ საკუთარი ბრენდისთვის სტრაგეგიას, მიიღებენ რეკომენდაციებს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესახებ.
- კონკურსის მესამე ეტაპზე, ათივე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს იდეა ონლაინ პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე. სამ საუკეთესო ფინალისტს შეარჩევს პროფესიონალი ჟიური. Forbes Woman Georgia სამი შერჩეული ფინალისტის მონაწილეობით, მოამზადებს მაღალი ხარისხის პროფილურ ვიდეოებს, რომლებიც განთავსდება Forbes Woman Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
- დასკვნით ეტაპზე, კონკურსის გამარჯვებული, სამი ფინალისტიდან, გახდება ის ერთი მეწარმე ქალი, რომლის ვიდეოც დააგროვებს ყველაზე მეტ პოზიტიურ გამოხმაურებას (მოწონებას) Forbes Woman-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გამარჯვებული მიიღებს დამატებით პრიზს და მისი ისტორია, ინტერვიუს ფორმატში გამოქვეყნდება Forbes Woman-ის ბეჭდური ჟურნალის მომდევნო გამოცემაში.
განცხადებების შერჩევის კრიტერიუმები:
- სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე;
- ქალი, რომელსაც უკავია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ან არის მცირე ან საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი[2] პირი.
პრიზები და სპეციალური შეთავაზებები ბანკებისგან, კონკურსის 10 მონაწილისთვის და გამარჯვებულისთვის:
- საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ადაპტერის 6 თვიან პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს, საკუთარი მარაგების გაციფრულებას თანამედროვე მარაგების მართვის სისტემის Optimo-ს მეშვეობით და პროდუქციის ონლაინ რეალიზაციას საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის Extra.ge-ს მეშვეობით.
საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ბიზნეს საბანკო მომსახურების 12-თვიანი უფასო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საბანკო მომსახურების მიღება საკომისიოს გარეშე, ხოლო კონკურსის ერთ გამარჯვებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა დაესწროს სამი კოენის ერთ ქოუჩინგის სესიას.
- თიბისი ბანკი დააჯილდოვებს 10 საუკეთესო მონაწილეს TBC ბიზნეს კლუბის ერთწლიანი პრემიუმ პაკეტითა და Visa ბიზნეს ბარათით, რაც მათ საშუალებას მისცემს უფასოდ ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით, ასევე დაესწრონ ბანკის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ - ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე.
###
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE
გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ქართული Payze ٠ ფეიზი გახდა
Fintech – ის სტარტაპების გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“პირველ ეტაპზე, CAMEA-ს რეგიონიდან მონაწილეობა 760-მა მსურველმა დააფიქსირა
თბილისი, 10 ივნისი, 2021 - დღეს, Visa-ს განცხადებით, Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულები გამოვლინდა.
CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც Payze მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.
გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია, Payze, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას 35%-ით ზრდის ყოველთვიურად.
„მოხარული და ამაყები ვართ, რომ Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულია ქართული კომპანია. ის ფაქტი, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი შეირჩა, ადასტურებს რომ საქართველო არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერია უკონტაქტო გადახდების კუთხით, არამედ დიდ გავლენას ახდენს ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ Visa, როგორც უნაღდო ეკონომიკის განვითარების ლიდერი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, ამგვარი პროგრამების აქტიური ინიციატორია და მიისწაფვის, იდეებისა და მათ რეალიზაციას შორის მჭიდრო კავშირის შექმნით ხელი შეუწყოს ფინტექ კომპანიებსა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს შორის მდგრადი კავშირების ჩამოყალიბებას. წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ დიანა კიღურაძე, ვიზას რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
9 ივნისს, კონკურსის ფინალისტად გამოვლინდა და აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში გაიმარჯვა სტარტაპმა Safepay, პაკისტანიდან. პრიზის სახით გამარჯვებულს 10 000 აშშ დოლარი გადაეცა.
Visa Everywhere Initiative გლობალური პროგრამის ფარგლებში, CAMEA-ს რეგიონული ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლა TechCrunch–მა. TechCrunch, ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა, და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტარტაპების გლობალურ ეკოსისტემაში. მისი დახმარებით, კონკურსის ფინალისტებმა, კუთვნილი კომპანიები და ელექტრონული გადახდების პროდუქტები ექსპერტებს და ჟიურის წევრებს ვირტუალურ რეჟიმში წარუდგინეს.
ჟიურის წევრების შემადგენლობა:
- ტად ტილაჰანი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პროდუქტებისა და სოლუშენ მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CAMEA
- ოტტო ვილიამსი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პარტნიორობის, ინოვაციების და ციფრული მიმართულებების ხელმძღვანელი, Visa CEMEA
- ნილ კალდველი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, გაყიდვებისა და შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CEMEA
- შერინ აბდულა, უფროსი მენეჯერი - DIFC Fintech Hive
- რენა ზუაბი, ინვესტირების მიმართულება - Mubadala
- ინეს როშა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდის ფინანსური პროდუქტების დირექტორი, EBRD
”Visa Everywhere InitiativeCAMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვება, ჩვენი გუნდის გაწეული შრომის დასტურია და ამ მიღწევით ძალიან ვამაყოფთ. ეს იყო, ერთდროულად ძალიან შთამბეჭდავი და ამავე დროს გამოწვევებით სავსე გამოცდილება, შეჯიბრება გაგვეწია რეგიონის საუკეთესო სტარტაპებისთვის, რამაც ჩვენს სტარტაპს შემდგომი ზრდის შესაძლებლობა მისცა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს CIS-ის რეგიონში მოქმედი ტექნიკური კომპანიებისა თუ ინდივიდებისათვის ონლაინ გაადახდების მიღებისა და მართვის პროცესში. მადლიერებას გამოვხატავთ Visa-ს მიმართ იმ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც მან მისცა ყველა 760 აპლიკანტს CEMEA-ს რეგიონში და გვჯერა, რომ იმ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რომელსაც Visa რეგიონს სთავაზობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული გადახდების ეკოსისტემის შემდგომი განვითარებითვის“, განაცხადა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლათფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას ექსპერტების წინაშე, წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.
კონკურსი განკუთვნილია სტარტაპებისთვის და ფინტექებისთვის, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ბაზარზე და უფრო დიდი მასშტაბების მოსაპოვებლად ესაჭიროებათ ისეთ გლობალურ და სანდო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიც არის Visa.
საბოლოოდ, ხუთი კომპანია გავიდა CEMEA-ს რეგიონალურ ფინალში. ჟიურიმ, პირველ ადგილზე გასული Payze-სა და აუდიტორიის ფავორიტი კომპანიების Safepay-იის გარდა, კონკურსის ფინალისტებად დაასახელა სამი კომპანია:
- ჰაბტამუ ტადესე, დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, Arifpay, ეთიოპიიდან
- ალექსანდერ გრიშინ, აღმასრულებელი დირექტორი, კორპ ბანკი, რუსეთიდან
- მაიკლ ფემი სიმეონ, თანა დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, VPD Money, ნიგერიიდან
წლევანდელი კონკურსზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებსა და ბიზნესს გადახდების ინოვაციურ გზებს სთავაზობს. აღნიშნული ეხება ისეთ საბაზრო სფეროებს, როგორებიცაა: ელექტრონული სერვისის ინსტრუმენტების შემქნელები და მიმწოდებლები, მწარმოებლები; სავაჭრო და/ან მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების დაწესება; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. კონკურსში, მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.
გლობალურ ფინალში, რომელიც TechCrunch-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა , ფეიზი, წყნარი ოკეანის აუზის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გამარჯვებულ სტარტაპ კომპანიებს დაუპირისპირდება.
„Visa Everywhere Initiative“-ისშესახებ
„Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პოგრამა, რომელიც ფინტექებსა და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას სთავაზობს. პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაოებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დააფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრა ექვს კონტინენტზე და - 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - visa.com
###
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE
ვიზას პრეს-რელიზი