კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ“!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 აპრილი 2023 13:42

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს - ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფო გვერდიგვერდ სწორედ იმის გათვალისწინებით აშენდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყო  ქართული მედიცინის მთავარი სასწავლო ბაზა. საკითხი, ეს შენობა დაინგრეს, თუ მოხდეს მისი რენოვაცია, უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურება და სტუდენტების აღზრდა არ შეჩერდეს და არ შეფერხდეს.    

მითქმა-მოთქმა ისმის იმაზეც, რომ ქალაქის ცენტრში არსებული 8  ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის მინიმალური ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია, სასურველი ლუკმაა და არსებული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ საავადმყოფო აღარ აშენდება. საზოგადოებამ ისიც იცის, როგორ ღიად და ურცხვად არის ჩაბმული „ქართული ოცნება“ სისტემურ კორუფციაში, ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.   

საქართველოს პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 მარტი 2023 10:11

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"შემაშფოთებელია, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხავა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ჩემთვის გაუგებარია ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა როგორც ადამიანურად, ასევე, მორალურად, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.

კატეგორიულად ვგმობ ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი.

ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. და რამაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და კიდეც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალებს არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე, პოლიტიკური ზიანი.

იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალთა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორეთი ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!", - ნათქვამია პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განცხადება ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 მარტი 2023 16:49

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ოფიციალური განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 მარტი 2023 22:53

ვის ინტერესში შედის გაფიცვა და რეალურად რა სურს რადიკალურად განწყობილ ჯგუფს

„საირმე მინერალ ვოთერსის“  ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით  შედგა, თუმცა მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებაზე გაფიცულებმა უარი განაცხადეს. მნიშვნელოვანია, რომ საირმემ გაფიცულ თანამშრომლებს თითქმის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზა.

შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა. გაფიცვის უმოკლეს ვადაში დასრულებისა და  მუშაობის პროცესის სრულად განახლების  მიზნით, მოლაპარაკების ფარგლებში კომპანიამ დასაწყისშივე დაადასტურა მზადყოფნა, დაეკმაყოფილებინა გაფიცულების მიერ ადრე წამოყენებული თითქმის ყველა მოთხოვნა.  გარდა ამისა, ასოციაციის მონაწილეობით, კომპანიამ შუამავლობის დროს შეთავაზებული ხელფასის 10%-იანი მატება მოლაპარაკებების დროს 22,5%-მდე გაზარდა. თუმცა, გაფიცულებმა  მოულოდნელად უარი თქვეს  არსებული შეთანხმებაზე. ფაქტობრივად, მათი ყველა პირობა მაქსიმალურად შევასრულეთ, მაგრამ რადიკალმა ჯგუფმა გაფიცულებს მათთვის ნამდვილად მომგებიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცა და უარყვეს ჩვენი წინადადებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახლა ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ გაფიცვის მიზანია არა სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაუმჯობესება, არამედ ცალკეული მოქალაქის სრულიად განსხვავებული პირადი ინტერესები, რომლებმაც კომპანიის თანამშრომლები შეიყვანეს შეცდომაში, ჩაითრიეს აღნიშნულ    მძიმე სიტუაციაში, რამაც გამოიწვია  უამრავი პრობლემა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიძიებენ კონკრეტულ ფაქტებს, დაადგენენ  გამომწვევ მიზეზებს და დამნაშვეები დაისჯებიან!

იმის გათვალისიწინებით, რომ გაფიცულთა ორგანიზატორები არ ეთანხმებიან  შეთანხმების პირობებს, ჩვენ გვრჩება გაფიცვის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზა - გავაგრძელოთ მუშაობა და მივცეთ საშუალება იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ამ პროვოკაციაში და გააგრძელონ სამუშაო პროცესი. ამ საკითხში ძალოვან სტრუქტურებს ვთხოვთ დაგვეხმარონ,  კანონსაწინააღმდეგო ფაქტებს   კი სასამართლო ორგანო მიხედავს.

აღსანიშნავია, რომ ქარხანა უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს მუშაობას, მუშაობს ჩამოსასხმელი ხაზები, პროდუქცია იტვირთება  და დისტრუბუციაში გადის,  მიუხედავად ყველა მცდელობისა, ჩვენ ვმუშაობთ!

კახა ოქრიაშვილი: „საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 მარტი 2023 14:14

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე.

დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ  გაიწვევენ არადემოკრატიულ, უკანონო კანონპროექტს.

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციის უკანონოდ დაკავებული ყველა მონაწილე!

საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც  სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ.

გამარჯვება წინ არის!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 08 მარტი 2023 14:48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ოფიციალური განცხადება!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2023 11:54

გიორგი დიასამიძეს შეცდომაში შეყავდა შპს „საირმე მინერალ ვოთერსი  თანამშრომლები და არ აწვდიდა მათ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა  გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებსა და ქმედებებში. მას გამიზნულად შეყავდა შეცდომაში  შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები  და არ აწვდიდა სრულ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე, რაც გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად აღმოვაჩინეთ. გიორგი დიასამიძე მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, დღესაც ინარჩუნებს რადიკალურ პოზიციას. ამის დასტურია დღევანდელი აქცია თბილისში, ყურადღების მიქცევის მიზნით, სწორედ, გამწვავებული პოლიტიკური ვითარების  ფონზე დაგეგმა.

დიასამიძე კვლავნდებურად განაგრძობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გაფიცულ თანამშრომლებს არწმუნებს, რომ სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგია იანვრის ხელფასის დაფარვა, რაც მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელფასების გაცემავერ ხერხდებოდა სწორედ იმ ფინანსური კრიზისის გამო, რაც გიორგი დიასამიძისა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებმა განაპირობა. ის რომ დღეს ჩვენ ხელფასების გადახდა შევძელით, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერის შედეგი და ჩვენი კეთილი ნება. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა გაფიცულებისთვის  არ მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კომპანიის შეთავაზებებზე, რაც თავის დროზე მოლაპარაკებების  საწყის ეტაპზევე იყო. ვფიქრობ, ეტაპობრივად გაფიცულებისთვისაც თვალსაჩინო ხდება, რომ მისთვის მთავარია პირადი ინტერესები და  არა მათი პოზიციების დაცვა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“  ადგილობრივი ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობდა  მოლაპარაკებებს გაფიცულ თანაშრომლებთან,  გიორგი დიასამიძესა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული კომპანიის რამდენიმე თანამშრომლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელმძრანელობა მომავალშიც გამოთქვამს  მათთან მოლაპარაკების მზაობას, თუმცა ერთადერთ პირობად კვლავ გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგი რჩება.

აშშ-ის საელჩო - ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 თებერვალი 2023 12:34
ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ.
პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთამენთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას.
ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, რომ მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.
პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.", - ხასგასმულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოქრიაშვილი კობახიძეს: „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე - „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2023 13:13

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

გუშინ, ბატონმა ირაკლი „გავრილოვიჩმა“ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა.

ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა.

მეორეს მხრივ, ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე - „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“, წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.      

კახა ოქრიაშვილი: „ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 31 იანვარი 2023 14:32

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "დღეს გამოქვეყნდა მსოფლიოში „კორუფციის აღქმის“ განახლებული ინდექსი. საქართველო 41-ე ადგილზეა და უკეთესი მდგომარეობა გვაქვს მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით. თუმცა 2012 წლის შემდეგ, ინდექსი პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა და მისი უცვლელი მაჩვენებელი, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი, ჩვენი ეკონომიკის ავადმყოფობა-სტაგნაციაზე მიუთითებს.

2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ შარშან, 10 %-ით, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის.  ეკონომიკის ამგვარი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არაფრისმომცემია, არ იქმნება სამუშაო ადგილები, არ არის ღირსეული ხელფასი.

ეკონომიკის რეალური ზრდისთვის საჭიროა, საქართველო ლიდერობდეს ქვეყნების ტოპ-სამეულში, ისეთ წამყვან ინდექსებში, როგორიცაა:

  1. კორუფციის აღქმის ინდექსი - 1-3 ადგილი.
  2. უსაფრთხოების (კრიმინალის აღქმის) ინდექსი - 1-3 ადგილი. 
  3. მართლმსაჯულების სისტემის შემფასებელი მთავარი ინდექსები - 1-3 ადგილი.
  4. ბიზნესის კეთების სხვადასხვა ინდექსები და ა.შ.

10 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ საშუალება ჰქონდა, ამ მაჩვენებლებისთვის მიეღწია. შედეგად, მივიღებდით ეკონომიკის და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლების უსწრაფეს ზრდას. სამწუხაროდ, ათი წელი დაიკარგა და იმედია, კიდევ ბევრ დროს არ დავკარგავთ!"- ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური