მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) მე-10 სამიტი სტამბოლში ჩატარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2023 09:38
მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) რიგით მე-10 სამიტი ჩატარდა სტამბოლში 100-ზე მეტი ქვეყნიდან თურქი ბიზნესმენებისა და თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობით.
კონგრესს, რომელიც ორი დღე გაგრძელდა, დაესწრნენ ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრი, ბატონი მეჰმეთ მელექი.
ყრილობის ბოლოს რეგიონალური კომიტეტისა და ქვეყნის წარმომადგენლის არჩევნები ჩატარდა.
ბატონი ოსმან თურანი შეირჩა მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) წარმომადგენლად საქართველოში.
რისთვისაც წარმატებებს ვუსურვებთ მას!

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადი", რვა ბიზნესმენის: ჯოშქუნ ბაშმანოვის, ჰასან ბაირაქთარის, ჰასან ჩელიქის, ილიას დურმუშის, კახაბერ ხორძიას, ქენან ილდირიმის, ოსმან თურანის და თამაზ ჭინჭარაულის თაოსნობით 1999 წელს, ქ.თბილისში დაარსდა.
ასოციაციას ამჟამად მართავს 11 წევრისგან შემდგარი საბჭო.
დღეის მდგომარეობით, ასოციაციის შემადგენლობაში შედის 25 სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე ასამდე ქართველი და თურქი წევრი (კორპორატიული კომპანია, წარმომადგენლობა, ინდივიდუალური პირი).
წევრების საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.

დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2023 13:05
2023 წლის 11 აპრილს რონდელის ფონდმა საქართველოში რუმინეთის საელჩოსთან თანამშრომლობით უმასპინძლა დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“.
დისკუსიის მიზანი იყო „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმის გაფართოება და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილ. მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, კიევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია ვდოვიჩენკო, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ, ლიტვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე და პოლონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი უფროსი ანალიტიკოსი არკადიუშ ლეგიჩი.
აღსანიშნავია, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა „სამი ზღვის ინიციატივა“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ესწრაფვიან, კერძოდ, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის და ამდენად ბუნებრივია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს, ამ ინიციატივაში მონაწილეობის ინტერესი. უფრო მეტიც, ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იგეგმება საქართველოს ჩართვა. ეს იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს შავი ზღვისა და ადრიატიკის ზღვის წევრ ქვეყნებს, ხოლო სამომავლოდ იგულისხმება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.
დისკუსიაში მონაწილეებმა ისაუბრეს რას მოიცავს „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმა და როგორია მასთან უფრო აქტიურად თანამშრომლობის გზები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ხაზი გაესვა ამ პლატფორმის მნიშვნელობის გაზრდას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.
დისკუსიაში მონაწილე რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბუქარესტში გაიმართება მორიგი სამიტი და იმედი გამოთქვა, რომ მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები; ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მომავალ წელს იქნება თავმჯდომარე ქვეყანა და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რაც შეიძლება ნაკლებად იმოქმედოს რუსეთის ფაქტორმა. პოლონელმა ექსპერტმა ილაპარაკა პლატფორმის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობასა და მისი ამ მიმართულებით განვითარების ასპექტებზე, ხოლო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე.
მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა თავად „სამი ზღვის ინიციატივის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივების განხილვის თვალსაზრისით.
რონდელის ფონდი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური