პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2023 10:04

პრინცესა დაიანას ცნობილი ცხვრის ნახატებიანი სვიტერი აუქციონზე 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, პრინცესა დაიანას ცნობილი სვიტერი, რომელშიც თეთრ ცხვრებს შორის ერთი შავი ცხვარი იყო გამოსახული, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე 31 აგვისტოს 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა, სადაც შეთავაზებები ონლაინ გაიმართა, არ გახმაურებულა.

სვიტერი, რომელიც მარტში სხვენში იპოვეს, უფრო მაღალ ფასად გაიყიდა, ვიდრე პრინცესა დიანასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნივთი, რომელიც ბოლო წლებში აუქციონზე გაიყიდა.

ცნობისათვის, პრინცესა დაიანა, რომელსაც მუდმივად თვალყურს ადევნებდა ბრიტანული ტაბლოიდური პრესა, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში გვირაბში მომხდარ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. იგი მაშინ, 36 წლის იყო.

პრინცესა დიანას ავტომობილი აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 30 აგვისტო 2022 10:42

შავი ფერის ავტომობილი Ford Escort RS Turbo, რომელსაც უელსის პრინცესა დიანა 1985-1988 წლებში იყენებდა, აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

სილვერსტოუნის აუქციონის სახლის მიერ გასაყიდად გამოტანილი ავტომანქანა ბრიტანელმა მყიდველმა შეიძინა.

პრინცესა დიანა გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 36 წლის ასაკში ავტოავარიაში, რომელიც მოხდა გვირაბში, როცა მას ფოტო-ჟურნალისტები (პაპარაცები) მისდევდნენ სურათის გადაღების მიზნით.

თბილისში საქველმოქმედო უკრაინული ფესტივალი "გულიდან გულამდე" გაიმართება!

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 27 მაისი 2022 14:10

თბილისში, 2022 წლის 28 მაისს, უკრაინული საქველმოქმედო ფესტივალი „გულიდან გულამდე“ გაიმართება. ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და "ვიშივანკას" მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი დღეა.
ღონისძიება უკრაინული დიასპორის ინიციატივით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და საქართველოში უკრაინის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ჩვენი ღონისძიება - ოჯახური დღესასწაულია. ამ დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს უზარმაზარი ყოვლისმომცველი დახმარებისთვის. ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ!
ღონისძიება 13:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.
- 13:00 საათიდან - ბაზრობა იწყება;
- 15:00 საათიდან 20 საათამდე - მასტერკლასები და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის;
- 17 საათზე - ოფიციალური ნაწილი და საკონცერტო პროგრამა
კონცერტის დიდ ნაწილს უკრაინელი მომღერლები შეასრულებენ, რომლებიც უკრაინის ომის გამო საქართველოში იმყოფებიან.
საკონცერტო პროგრამის ფარგლებში გაიმართება აუქციონიც.
იღბლიანებს შეეძლებათ შეიძინონ ნაქარგი მაისურები, Kyiv Cake და სხვა მრავალი უკრაინული პროდუქტი.
შემოსული თანხები მიზნად ისახავს უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის საბავშვო ცენტრის გახსნას. კერძოდ, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.
ღონისძიება 9 აპრილს პარკში გაიმართება.

ქართული ხელოვნების სექცია საერთაშორისო აუქციონებზე

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 18 მარტი 2022 12:32

რიჩარტ ვიზუალი წარმოადგენს პეტიციას აუქციონის სახლებისთვის.

ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავაჟღეროთ და მოვითხოვოთ ქართული ხელოვნების იდენტობისთვის უმთავრესი საკითხი. დღეს ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა დაუჭიროს მხარი ამ უმნიშველოვანეს მოთხოვნას:

  • გაემიჯნოს ქართული ხელოვნება რუსული ხელოვნების კატეგორიას საერთაშორისო აუქციონებზე.

ქართული ხელოვნების ნიმუშების მოთავსება საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე მუდმივად რუსული ხელოვნების კატეგორიის ქვეშ ხდება. ეს ტენდენცია ჩრდილს აყენებს ქართული ხელოვნების უნიკალურ ბუნებას. ქართული ხელოვნება უნდა გაემიჯნოს რუსული ხელოვნების კატეგორიას.

 

პეტიციის ხელმოსაწერად იხ. ბმული  

შავი ბრილიანტი (ენიგმა) 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 თებერვალი 2022 14:12

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკაული, შავი ბრილიანტი (ენიგმა) აუქციონზე 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, შავი ბრილიანტი, სახელად „ენიგმა“, (რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 2,6-დან 3,8 მილიარდი წლის წინ ასტეროიდის დედამიწაზე შეჯახებით წარმოიქმნა), დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, Sotheby's-ის მიერ გამართულ აუქციონზე გაიყიდა.

ენიგმა, რომელიც ნედლი სახით 800 კარატს იწონიდა, სამ წლიანი დამუშავების შემდეგ  555,55 კარატამდე დავიდა.  

ენიგმა, რომელიც ამერიკის ძვირფასი ქვების ინსტიტუტის (GIA) მიერ აღიარებულია, როგორც „მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი“, 2006 წელს „მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი“-ს სახელით გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეყვანილი.

მყიდველის ვინაობა არ გახმაურებულა.

ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021 14:39

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრის, ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“ აშშ-ში, ნიუ-იორკში, აუქციონზე 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. მექსიკელმა მხატვარმა ფრიდა კალომ ამით, როგორც საკუთარი ასევე ლათინოამერიკელ მხატვართა რეკორდიც მოხსნა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას. 

მათი ცნობით, ნამუშევარი, რომელიც ფრიდა კალომ 1949 წელს დაასრულა, ასახავს მის ქორწინებას ცნობილ მხატვარ დიეგო რივერასთან.

ნამუშევარზე გამოსახულია რივერას პატარა გამოსახულება კალოს შუბლის შუაში.

მეორეს მხრივ, გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი, არგენტინაში ერთ-ერთი მუზეუმის მფლობელმა შეიძინა.

 

„ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადება ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ აუქციონთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 აგვისტო 2021 19:25

"ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ „ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადებას ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ აუქციონთან დაკავშირებით:

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის „ტორპედოს“ აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპარტონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მომთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იგივე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია. შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში. მეტიც, ქუთაისის „ტორპედოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონების გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ „ტორპედოს“ და მის მომავალ ახალ მეპატრონეს", - აღნიშნულია „ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრინცესა დაიანას წერილები 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მარტი 2021 11:22

24 წლის მანძილზე დაცული უელსის პრინცესა დაიანას წერილები აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ხელნაწერი წერილები, რომლებშიც დაიანა დედოფალ ელიზაბედს „ბოსს“ უწოდებს, 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

კოლექცია შედგება 36 წერილისგან, რომლებიც "ლეიდი დიმ" ოჯახის მეგობარს, როჯერ ბრამბლეს 1990-1997 წლებში მისწერა.

პრინცესა დაიანა ამ მიმოწერაში პრინც ჩარლზთან განქორწინების პროცესს, 1993 წელში თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

აუქციონიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ინგლისის ბალეტისა და ახალგაზრდა მუსიკოსების ეროვნული სინფონიური ორკესტრის მსგავს ორგანიზაციებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ დაიანა და ბრამბლე.  

შეგახსენებთ, რომ 1997 წლის 31 აგვისტოს დაიანა სპენსერი პარიზში ავტოავარიაში დაიღუპა. უელსის პრინცესა, პრინც ჩარლზის ყოფილი ცოლი და პრინცების - უილიამის და ჰარის დედა ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი და ჩარლზთან დაშორების შემდეგაც ბრიტანული საზოგადოების ნებიერად დარჩა. მისი სიკვდილი ნაციონალურ ტრაგედიად იქცა, ხოლო მისი ცხოვრება და კონფლიქტი სამეფო ოჯახთან - თანამედროვე ბრიტანული ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტად.

ობლიგაციების აუქციონის შედეგი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 13:55
 22 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 7 520 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 7 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.750 პროცენტით, მაქსიმალური 10.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.750 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 23 350 000 აშშ დოლარი შეისყიდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 17:31

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 23 350 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ”დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 23 350 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1278 შეადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური