Items filtered by date: ორშაბათი, 04 სექტემბერი 2023 - NEWSDAY GEORGIA

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებისა და ტექნიკური დირექტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ჯილდოების გადაცემა, მონაკოში გრიმალდის ფორუმზე ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ მოხდა.

ჯოზეპ გვარდიოლა და ერლინგ ჰოლანდი...

ჯოზეპ გვარდიოლა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მანჩესტერ სიტის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველ გამარჯვებაში, საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელის ტიტულის მფლობელი გახდა, ხოლო საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო ერლინგ ჰოლანდს გადაეცა.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი დასახელდა, რომელმაც ბარსელონასთან ერთად მოიგო უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ლიგა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი.

სარინა ვიგმანმა, რომელთან ერთადაც ინგლისის ნაკრები 2022 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და 2023 წელს მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ქალი მწვრთნელის ჯილდო მოიპოვა.

გამოქვეყნებულია სპორტი
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა.
საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საქართველოსა და თურქეთის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. თურქეთის მხრიდან განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური