Items filtered by date: ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2023 - NEWSDAY GEORGIA
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2023 17:35

სს ლიბერთი ბანკის განცხადება!

"ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთრომ ლიბერთი ბანკიარ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

ასევეარც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი,  მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძეარასოდეს ფლობდა “ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.

ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაშილიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად", ნათქვამია განცხადებაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

რუბრიკის ,, ახალი თაობის’’ დღევანდელი სტუმარი, 14 წლის ნინა აფციაურია. მისი ისტორიით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც მისი ასაკისთვის და არა მხოლოდ, ქართული რეალობისთვის საკმაოდ განსხვავებულ სპორტის სახეობაზე გავიგეთ.

აღმოჩნდა, რომ ნინა უკვე რამდენიმე წელია კარტინგით არის დაინტერესებული, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე მიყვება. გარდა ამისა, ჰობად არჩეულ ცხენზე ჯირითსაც, პროფესიონალურ დონეზე ეუფლება.

ჩემი მეგობრები ხშირად იხდიდნენ დაბადების დღეებს კარტინგ ცენტრებში, რომელშიც მონაწილეობის დროს, მივხვდი რომ მინდოდა ამ სპორტის პროფესიონალურ დონეზე დაუფლება. 7წლის ვიყავი, როცა მამაჩემს ვთხოვე, რომ შევეყვანე კარტინგზე და მას შემდეგ აქტიურად მივყვები.

წელს, პირველი შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, გერმანიის ქალაქ ამპფინგში გაიმართა. რამდენიმე დღიანი მომზადების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ჩემს კლასში პირველი ადგილი ავიღე, ხოლო საერთო ჯამში, 14 მონაწილიდან,მე-6 ადგილზე გავედი. ივნისში გამართულ შეჯიბრში, ჩემს კლასშიც და მონაწილეთა შორისაც, პირველი ადგილი დავიკავე, ხოლო გერმანიის ქალაქ ვაკერსდორფში გამართულ მესამე ეტაპზე, ჩემს კლასში მეორე, ხოლო საერთო ჯამში მესამე ადგილით დავასრულე ასპარეზობა.

შემდეგი გამოცდილება იყო უკვე ჩებში გამართული ასპარეზობა, რომლის დროსაც, პირველ შეჯიბრზე პირველი ადგილი ავიღე. თუმცა შემდეგ ეტაპზე, კარტინგს შეექმნა პრობლემა, რის გამოც, რამდენიმე წრის შემდეგ, გამოვეთიშე ასპარეზობას.  სასიხარულოა, რომ კვალიფიკაციასა და პირველ შეჯიბრში პირველი ადგილის გათვალისწინებით, მსაჯების გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი დავიკავე.

რაც შეეხება ცხენოსნობას. სპორტის ამ სახეობით, 5 წლის ასაკში დავინტერესდი. მიხარია, რომ მამაჩემი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემს გატაცებებს აუცილებლად ითვალისწინებს და ცდილობს, მუდმივად მხარში მედგეს. სწორედ მისი დახმარებით, უკვე 9 წელია რაც სპორტის ამ სახეობას ვეუფლები, აქედან ბოლო 4 წელია, რაც უკვე სპორტულ ცხენზე ვჯირითობ და პროფესიონალი მწვრთნელების ჩართულობით, ერთი წელია შეჯიბრებში ვიღებ მონაწილეობას.  

განსხვავება კარტინგსა და ცხენოსნობას შორის, არც ისე დიდია.  შეჯიბრების დროს, სრულად გამართული კარტინგი, შესაძლოა უეცრად გამოვიდეს მწყობრიდან. გარდა ამისა, სასურველი შედეგის მიღების დროს, უამრავი ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობაა: შეიძლება გაზიდან მალე აიღო ფეხი და ტორმუზს დააწვე, რაც განელებს, ან მოსახვევში ცუდად შეხვიდე, რაც მოგასრიალებს. ცხენოსნობის დროსაც, ადამიანი მართავს 95%ით ცხენს, დანარჩენი 5% უკვე თავად ცხენზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ხშირია შეცდომები, მაგრამ მუდმივი ვარჯიშითა და მწვრთნელების დახმარებით, ვცდილობ გამოვასწორო.

თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, ამ დროსაც Play Station-ზე მეგობრებთან ერთად  F1-ს ვთამაშობ, თუმცა დასვენებისთვის განსაზღვრულ დროს, ძირითადად ცხენებთან ვატარებ, რადგან მათთან ერთად ყოფნა მამშვიდებს და კარგ ხასიათზე მაყენებს.

მიზნებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ამ ეტაპზე, ძალიან მინდა რომ მომავალში F1-ის პირველი გოგო პილოტი გავხდე, ხოლო ცხენოსნობაში პროფესიონალი მხედარი.

ავტორი: ნათია გერგაია

წყარო: https://www.belive.ge/qarthulisporti/qartveli-kartingis-piloti-gogo-nina-aftsiauri?fbclid=IwAR2fCPRpUj2_M4rOoOpzqkEG48SR_s0A00hCuXZewp3LGSZN8SBG_vcKQPU

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდამჭერი და მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.
პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრ პაველმა შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური