მორაგბე სანდრო ზუბაშვილი სპორტულ კარიერას რუმინეთის სარაგბო კლუბ "ბაია მარეში" გააგრძელებს!
ხაშურელი მორაგბე, სანდრო ზუბაშვილი სპორტულ კარიერას რუმინეთის სარაგბო გუნდ "ბაია მარეში" გააგრძელებს!!! აღსანიშნავია, რომ "ბაია მარე" რუმინეთის მოქმედი ჩემპიონია.
სანდრო ზუბაშვილი ქარელის რაიონის სოფელ წვერიდანაა და რაგბიში ვარჯიში ხაშურში დაიწყო. ამის შემდეგ სანდრო ზუბაშვილმა თამაში "ლელო სარასენს თბილისში" გააგრძელა.
თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში სანდრო ზუბაშვილს ბევრი წარმატებები ჰქონდა და როდესაც იგი მოედანზე იყო, ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯებოდა.
ამჟამად სანდრო ზუბაშვილი რუმინეთში იმოფება და გუნდთან ერთად აგრძელებს ვარჯიშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა სამწლიანია.
იმედი გვაქვს ქართველი მორაგბის ტრანსფერი წარმატებული იქნება და სანდრო ზუბაშვილი თავისი ლამაზი თამაშით კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ და რუმინელ გულშემატკივრებს.
საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის დამოუკიდებლობის 75-ე იუბილე აღნიშნა
ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 30 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საზეიმო წვეულება გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.
ამ დღეს საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის დამოუკიდებლობის 75-ე იუბილე აღნიშნა. საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა. საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
საღამოზე ყურადღება ასევე გამახვილდა ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო დიპლომატიურ ურთიერთობაზე. შესრულდა ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
ისრაელთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს ყველას. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხეებთან გამკლავება და ამავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოდ რჩება.
მერვე დიზდარი ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს
გუშინ, კანის რიგით 76-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ასე, რომ კანის 76-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილი გახდა.
ფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მერვე დიზდარს გადაეცა ფილმში „Kuru Otlar Üstüne“ (ხმელ ბალახებზე) შესრულებული როლისთვის.
ცნობისათვის, ნური ბილგე ჯეილანის და TRT-ს ერთობლივი პროდუქცია ფილმი „Kuru Otlar Üstüne“ (ხმელ ბალახებზე) კანის 76-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოდა.