ექიმმა-ჰემატოლოგებმა და პაციენტებმა ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს
ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ექიმი-ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებმაც ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და მისი ეფექტურობის შესახებ კიდევ ერთხელ იმჯელეს. ასევე მოწვეული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამის გაფართოების საჭიროების შეხსენებას.
ღონისძიებას უძღვებოდა ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა დღეს არსებულ ინოვაციურ მიღწევებზე - „ჰემოფილია დღეს საქართველოში“. ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობის მნიშვნელობაზე, რა განსხვავებაა ინტრავენურ და კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკურ მკურნალობას შორის, რა პრობლემებს უქმნის ჰემოფილია პაციენტებს და რამდენი საჭიროებს ამ ეტაპზე მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას, რეაბილიტაციის როლი ჰემოფილიის მქონე პაციენტის ცხოვრების გაუმჯობესებაში და სხვა ინოვაციურ მიღწევებზე იმსჯელეს ექიმმა-ჰემატოლოგებმა კონსტანტინე ჩომახიძემ პედიატრ-ჰემატოლოგმათამარ ნადირაძემ, ჰემოფილიის ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგმა რამაზ ფილფილაშვილმა და ჰემოფილიის ცენტრი ფიზიოთერაპის მეთოდისტმა ლიკა რამიშვილმა.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზრდა. წელს ჰემოფილიის მსოფლიო დღე იმართება ლოზუნგით - „ხელმისაწვდომობა ყველას - სისხლდენის პროფილაქტიკა, როგორც მკურნალობის გლობალური სტანდარტი“.
ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს, სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.
დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ინოვაციურმა კანქვეშა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში. დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ კვირაში ან თვეში ერთხელ საკმაოდ მარტივად კანქვეშ გაიკეთოს მედიკამენტი, რაც ხელს უწყობს სისხლის ნორმალური შედედების პროცესს და პაციენტს სისხლჩაქეცევები და სისხლდენა აღარ უვითარდება. საქართველოში კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკური მკურნალობა ამოქმედებულია და მასში ჩართულია 14 პაციენტი, დამატებით, მოლოდინის რეჟიმში არის 80-მდე პაციენტი, რაც ხაზს უსვამს პროგრამის გაფართოების საჭიროებას.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არსებობს მითი, რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.
მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:
- განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.
- როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში დაიწყება
- გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ
საქართველოშიჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანიადაავადებული,მსოფლიოსტატისტიკითკით 10 ათასმამაკაცზეერთიჰემოფილიითდაავადებულია.დღესდღეობითჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციისმონაცემებით, მსოფლიოშიამდაავადებით400 ათასამდე ადამიანიცხოვრობს.დღეს,ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვეარსებობსთანამედროვეშესაძლებლობები, რომლითაცამდაავადებისდიაგნოსტირებადაადრეულეტაპზეგამოვლენააშესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.
„ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
ევროპული საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.
საბჭოს ცნობით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში – 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი.
ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
სამეცნიერო კონფერენცია ექიმი ნერვოლოგებისთვის „გაფანტული სკლეროზი და დღეს არსებული გამოწვევები“
5 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გაფანტული სკლეროზი და დღეს არსებული გამოწვევები“ .
ღონისძიებას გახსნის ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე თავისუფალი თემით „პაციენტი, ექიმი, თავისუფლება“ და მოსულ სტუმრებთან ერთად ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ფილოსოფიური კუთხით განიხილავს, რაც მკურნალობის ეფექტურობის მიმართულებით დიდ როლს ასრულებს. „თავისუფლების უმაღლესი წერტილი არის ის, როდესაც მე უარს ვამბობ თავისუფლებაზე“. ეს იქნება ერთგვარი მსოფლმხედველობა, რომელიც საზოგადოებისთვის ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც.
კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი დაიწყება 20:00 სათზე. სპეციალურად მოწვეული პროფესორი სტივენ ჰაუზერი დისტანციურ რეჟიმში ისაუბრებს თემაზე“ გაფანტული სკლეროზი - სად ვართ დღეს“. მნიშვნელოვანია, რომ ექიმი ჰაუზერის ავტორობით ჩატარებულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო საფუძველი შექმნა და გააღრმავა ცოდნა გაფანტული სკლეროზის გენეტიკური საფუძვლების, იმუნური მექანიზმებისა და მკურნალობის მიმართულებით. მისი ნაშრომების საფუძველზე შექიმნა გაფანტული სკლეროზის B უჯრედული თერაპია, რამაც განაპირობა ახალი ეფექტური თერაპიული მიდგომების შემუშავება დაავადების მკურნალობის მიმართულებით.
კონფერენციაზე მოწვეულები არიან ექიმი ნევროლოგები.
დასასრულს გაიმართება დისკუსია ქართველ და უცხოელ ექსპერტ-ნევროლოგებს შორის.
სტივენ ჰაუზერი - რობერტ ა. ფიშმანის სახელობის საპატიო პროფესორი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორი, და ამავე უნივერსიტეტის უეილის სახელობის ნეირომეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც აერთიანებს კლინიკურ და საბაზისო ნეირომეცნიერებებს ნევროლოგიური დაავადებების საფუძვლიანი და სწრაფი შესწავლის მიზნით.
ექიმი ჰაუზერი არის მედიცინის ეროვნული აკადემიის, ამერიკისხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის და ამერიკის ექიმთა აკადემიის წევრი. სხვა მრავალრიცხოვან მიღწევებთან ერთად, პროფესროს ჰაუზერს მიღებული აქვს ჯეიკობ ჯავიცის ნეირომეცნიერების მკვლევართა ჯილდო, ჯონ დისტელის პრიზი და შარკოს სახელობის ჯილდო გაფანტული სკლეროზის კვლევაში მიღწეული წარმატებისთვის, და ტაუბმანის პრიზი 2017 წელს ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით მიღწევებისთვის.
აშშ-ის საელჩოს განცხადება 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ!
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ გარკვეული რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული.
"შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
გორ აივაზიანმა და დემურ ქაჯაიამ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს
ერევანში მიმდინარე ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვი - მედლები მოიპოვეს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდის წარმომადგენლებმა.
ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ გორ აივაზიანს (54 კგ) და დემურ ქაჯაიას (67 კგ), რომლებმაც ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხეს და შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს.
ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა თათია ბუკიას (75 კგ). იგი გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს სამივე ფინალში რუსს მოკრივეებთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა.
მესამე ადგილებით საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შესძინეს დავით ჯაფარიძემ (51 კგ), ლევან დემუროვმა (57 კგ) და გიორგი ნატროშვილმა (75 კგ).