ბელგიაში სამსახურში ველოსიპედით მოსიარულეები ფულს მიიღებენ
ბელგიაში სამსახურში ველოსიპედით მოსიარულეები ფულს მიიღებენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ბელგიაში, შრომის ეროვნული საბჭოს ფარგლებში დამსაქმებლებსა და მუშაკთა წარმომადგენლებს შორის შეთანხმებით, სავალდებულო გახდა ველოსიპედის შემწეობის მიცემა მათთვის, ვინც სამსახურში ველოსიპედით მიდის.
მის მიხედვით, 1 მაისიდან დასაქმებულები სამსახურში ველოსიპედით მისვლის შემთხვევაში დამსაქმებლებისგან მიიღებენ 0,27 ევროს ოდენობით ყოველ ერთ კილომეტრზე. ეს თანხა გათავისუფლდება გადასახადებისგან.
დასაქმებულის ყოველდღიური ველოსიპედის შემწეობა არ შეიძლება აღემატებოდეს 40 კილომეტრს. ამრიგად, ველოსიპედის შემწეობა დღეში 10,8 ევრომდე შეიზღუდება.
ამ დრომდე დამსაქმებლებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ ველოსიპედის შემწეობის მიცემის საკითხი. დამსაქმებელთა თითქმის 30 პროცენტი ფულს უხდიდა თანამშრომლებს, რომლებიც ველოსიპედს იყენებდნენ, სახლსა და სამუშაო ადგილს შორის მანძილის მიხედვით.
ახალი შეთანხმებით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ველოსიპედების გამოყენება უფრო ფართოვდება.
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა.
"პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.
ჩინური კალიგრაფიის დემონსტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში
27 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით, ჩინური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ამავე ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა სუ კუოინგმა ჩინური კალიგრაფიიის დემონსტრაცია ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა მეტი გაეგოთ 4000 წლიანი ისტორიის მქონე, ერთ-ერთი უმაღლესი სტატუსის პლასტიკური ხელოვნების ჩინური კალიგრაფიის (书法 შუფა) შესახებ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბატონმა სუმ პირადად შეასრულა რამდენიმე ნამუშევარი, რითაც დამსწრეებს კალიგრაფიის შესრულების შემოქმედებითი პროცესი აჩვენა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ პროცესში და დაეწერათ იეროგლიფები.
ლიბერთი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის FCI-ის წევრი გახდა
ლიბერთი, მესამე ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელიც FCI-ში გაწევრიანდა.
,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. ფაქტორინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მომსახურებაა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ჩვენს მომხმარებლებს ადგილობრივ ფაქტორინგულ ოპერაციებს 2020 წლიდან ვთავაზობთ. საერთაშორისო ფაქტორინგულ ორგანიზაცაში გაწევრიანება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე ბაზარზე არსებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყაროს და მომავალში მომხმარებლებს საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციები შესთავაზოს“ - შოთა დეკანოსიძე ლიბერთის გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.
FCI -ის შესახებ:
FCI არის უმსხვილესი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს და განავითაროს საერთაშორისო ვაჭრობა ფაქტორინგული ოპერაციების გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. FCI-ში გაწევრიანებულია 400-მდე ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან. FCI-ის მსოფლიოს ფაქტორინგული ბაზრის 60%-მდე წილი უკავია.
ლიბერთის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.