ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. დამოუკიდებელმა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული 24 გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის თორმეტი გუნდი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან. ფინალისტების შერჩევა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე განხორციელდა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში. ლიბერთის დაფინანსებით, მესამე ადგილზე გასული გუნდი, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.
„კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. ფინალისტ გუნდებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ფინალისტმა გუნდებმა შეძლონ საკუთარი პროექტები კონკურსის ფინალზე დასრულებული სახით წარადგინონ. კონკურსის შედეგად, სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება საქართველოს მასშტაბით, რომლებიც საერთაშორისო STEM საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას,“ - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
„ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი - ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ახალგაზრდას აღმოვაჩენთ და დავუმეგობრდებით“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები არიან:
- Green Star | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; სკოლა „მერმისი“; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია.
- TerraTech | ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია; თბილისის N41 საჯარო სკოლა.
- Halove | თბილისის N175 საჯარო სკოლა; მცხეთის საჯარო სკოლა N1.
- ორიონი | თბილისის N199 საჯარო სკოლა; სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესი; ბრიტანულ-ქართული აკადემია; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS.
- SHM | ბრიტანულ-ქართული აკადემია.
- ქისათიბი | თბილისის N42 საჯარო სკოლა; სკოლა ორ ავნერი.
- FSTF (From Seeable To Feelable) | თბილისის N199 საჯარო სკოლა.
- Pleiades:re | თბილისის N199 საჯარო სკოლა.
- Optical Visionaries | თბილისის N199 საჯარო სკოლა; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.
- Shieldify | რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის N199 საჯარო სკოლა; თავისუფალი სკოლა.
- EMENTI | ახმეტის N1 საჯარო სკოლა; თბილისის N59 საჯარო სკოლა.
- HydroPro | ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეცხრე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ისტორიაში პირველად - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენება ისევ ცხოვრებაძემ მოახერხა და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:30.
თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტების პირველი შეხვედრა ჩატარდა
29 აპრილს თბილისში, სასტუმრო „ჰილტონში“ აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთობლივი სემინარი თემაზე - „მშვიდობა და მედიის როლი სამხრეთ კავკასიაში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა. გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ეგიდით გამართულ სემინარზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები და მათ შორის „მასმედიის როლი რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში“.
გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს საქართველოს წარმომადგენელმა, სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ავთანდილ ოთანაშვილმა მიულოცა დამსწრე ჟურნალისტებს შეკრება და ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მასმედიის როლის მნიშვნელობას.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი, რომელმაც მსოფლიოში ომებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მასმედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ომის, კონფლიქტის და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში. „ამ ღონისძიების გამართვის მიზანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლის გაზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თითქმის 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში“, აღნიშნა მან.
აზერბაიჯანის თანამედროვე მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ელშად ეივაზლიმ ისაუბრა ჟურნალისტების როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიო ომების დროს ბევრი ჟურნალისტიც დაიღუპა. მისი წინადადებით, კონფლიქტურ რეგიონებში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას, სემინარის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სომხეთის სააგენტო „არმინფოს“ დირექტორმა ემანუელ მკრტჩიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთანხმება შეკრებილი ჟურნალისტების მოსაზრებებს და ძალიან აფასებს ჟურნალისტთა ასეთი შეხვედრების გამართვას.
ღონისძიების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ თანამშრომელმა მირანდა ოგანეზოვამ, პორტალ apsny.ge-ს დირექტორმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა გოჩა გვარამიამ,
თურქეთის „ჰაბერ გლობალის“ წამყვანმა რედაქტორმა ბენან კეფსუტლუმ, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრმა იეგანე ჰაჯიევამ. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო AZERTAC-ის საქართველო ბიუროს ხელმძღვანელმა ხატაი აზიზოვმა და პორტალ 24news.ge-ს რედაქტორმა აზერ მამედოვმა.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას. ასევე ითქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მსგავსი სახის ჟურნალისტთა ოთხმხრივი შეხვედრები სამომავლოდ სტამბულში, ბაქოსა და ერევანშიც გაიმართება.
აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.
სანდრო ბაზაძემ სეულის "გრან პრი" ვერცხლის მედლით დაასრულა
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ სეზონში მისთვის მესამე "გრან პრის" ფინალამდე გაიკვალა გზა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სეულის გრან პრის ფინალში კორეელ სანგუკ ოსთან 14-15 წააგო. ბაზაძემ გადამწყვეტ შეხვედრამდე დაამარცხა იაპონელი, კანადელი, ირანელი, კორეელი და იტალიელი მეტოქეები.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოფარიკავე ერთადერთია, რომელმაც 2022/23 წლების სეზონის სამივე "გრან პრის" (ტუნისი, ორლეანი და სეული) ფინალში იასპარეზა. გარდა ამისა, მადრიდის მსოფლიო თასიდან (06.05.2022) დღემდე ზედიზედ მეათე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, "გრან-პრი", მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.
თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა - საუკეთესო შესაძლებლობა ახალი კავშირების გამყარებისთვის
თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენდა.
B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობდნენ. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან ფორუმის ფარგლებში მათ შეძლეს ახალი კავშირების მოძიება და არსებულის გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის ღონისძიება საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ და Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა. ადგილზე მოეწყო ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც მათ ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარების, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნის გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ. ეს იყო საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო პარტნიორების მოძიება, ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
„ფორუმში მონაწილეობდნენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამიზნე სექტორებია და მათთან უკვე 4 წელია რაც ვმუშაობთ. ფორუმის მონაწილე იყო ორი მხარე - პოტენციური გამყიდველი ანუ მეწარმე, რომელიც მონაწილეობდა იმისთვის რომ პოტენციური პარტნიორი მოეძია და მეორე მხარე კი, ასევე მათი მომსახურების, პროდუქტის შემსყიდველი, რომელიც სასურველ პროდუქტს ან სერვისს ეძებდა. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებმა უნდა შეძლონ კავშირების გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის, ” - მიაჩნია USAID-ის საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს დავით წიკლაურს.
„ფორუმის მიზანია მივცეთ მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების კომუნიკაციისთვის ახალი არხები მოიძიონ. ასევე ბიზნესთანამშრომლობის ახალი ურთიერთობები დაამყარონ და პოტენციურ შემსყიდველებს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის არხები ღიაა და ყველას აქვს შესაძლებლობა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის, პირდაპირი კომუნიკაციებისა და უშუალო ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის შეიმჩნევა. ასეთი სახის ფორუმები კიდევ უფრო მეტად ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ კორპორაციებთან პარტნიორული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში,“ - განმარტავს "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე.
„პირდაპირი კომუნიკაცია საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს როგორც მეწარმეების, ასევე მათი პოტენციური შემსყიდველების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მთავარი საჭიროება რასაც პასუხობს B2B ფორუმი ეს არის პირადი კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის. საკუთარი ბრენდის ან პროდუქტის წახალისება ვირტუალურ სივრცეში საკმარისი არ არის, კომპანიებს უკვე უჩნდებათ მოთხოვნლება შეხვდნენ პირადად პოტენციურ დამკვეთებს,“ - აღნიშნავს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე მარგიშვილი.