Items filtered by date: სამშაბათი, 07 ნოემბერი 2023 - NEWSDAY GEORGIA

კრიპტო ვალუტამ ტრადიციული ფინანსური სისტემა ჩაშალა, მიისწრაფის მეტი ხელმისაწვდომობისკენ, სისწრაფისკენ, უფრო იაფიანი ტრანზაქციებისკენ და სხვა ბონუსებისკენ. ბევრ ადამიანს მოსწონს ციფრულ ვალუტებში ინვესტირების იდეა, თუმცა მათ არ იციან რომელი ბირჟები გამოიყენონ კრიპტოს საყიდლად. 

თუ თქვენ გაინტერესებთ სად შეიძინოთ კრიპტო, შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს ხუთი უსაფრთხო კრიპტო ვალუტის ტრეიდინგისა და ბირჟების პლატფორმების სიას. ჩვენ გავამზადეთ საუკეთესო ვარიანტების სია ტოპ-1 გადაწყვეტიდან. 

WhiteBIT

ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო ბირჟა არის WhiteBIT-ი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული კრიპტო ბირჟა, რომელსაც აქვს საუკეთესო ინსტრუმენტები ტრეიდინგისთვის, რომ მოახდინოთ ვალუტის კონვერტაცია და შეიძინოთ ტოკენები და კრიპტოვალუტა ონლაინ. იგი აგრეთვე მიიჩნევა საუკეთესო კრიპტო ვალუტის პლატფორმად, რამდენადაც მას აქვს ტრეიდინგ ინსტრუმენტები. 

WhiteBIT-მა ტრეიდერებსა და ინვესტორებში პოპულარობა შეიძინა თავისი ფართო ფუნქციების სპექტრითა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით.  პლატფორმას, აქვს მოსახერხებელი ინსტრუმენტები ყველა ტიპის ხალხისთვის, მათ შორის დამწყები და პროფესიონალი ტრეიდერებისთვის.

WhiteBIT-ის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფუნქცია არის ტრეიდინგისთვის ხელმისაწვდომი კრიპტო ვალუტების დიდი რაოდენობა. WhiteBIT-ს აქვს 270-ზე მეტი ასარჩევი კრიპტო აქტივი და ექვსი ფიატ ვალუტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხს სხვადასხვა ქვეყნიდან ეძლევათ კრიპტოს შეძენის შესაძლებლობა.

ბირჟა ღებს სხვადასხვა გამოჩენილ კრიპტო ვალუტებს და გვთავაზობს რამოდენიმე პერსპექტიულ ციფრულ აქტივს რომელთა ღირებულებაც შესაძლოა მომავალში გაიზარდოს. პლატფორმას აქვს მაღალი ლიკვიდურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ/გაყიდოთ კოინები და ტოკენები. WhiteBIT-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს საინვესტიციო არჩევანის ფართო დიაპაზონზე წვდომას და ეხმარება მათ თავიანთ პორტფოლიოების დივერსიფიკაციაში.

ბირჟის უსაფრთხოების სისტემა რამდენიმე სოლიდურ ზომას მოიცავს. პლატფორმას, თავისი ციფრული აქტივების 96% ცივად შენახული აქვს, რაც შეუძლებელს ხდის ფინანსების მოპარვას. ამასთან, WhiteBIT-ი იყენებს Web Application Firewall (WAF) სისტემას ჰაკერული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და მოსაგერიებლად. პლატფორმამ ასევე გაიარა Hacken.io ტესტი, რომელიც კიბერ უსაფრთხოებაში წამყვანი ექსპერტია. 

სხვა უმაღლესი დონის უსაფრთხოების ზომებს მოიცავს ორ-ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) და შესაბამისობა ისეთ პროცედურებთან როგორიცაა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და იცნობდე შენს კლიენტს (KYC) პროცედურები. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პლატფორმის გამოსაყენებლად მომხმარებელმა ანგარიშები უნდა დაარეგისტრიროს და მოახდინოს საკუთარი იდენტობის ვერიფიკაცია.

WhiteBIT-ის დადებით მხარეებში შედის:

  • კრიპტო აქტივების დიდი კოლექცია და მრავალი ტრეიდინგ წყვილი.
  • კრიპტოს კრედიტ და დებიტ ბარათებით შეძენის შესაძლებლობა.
  • უსაფრთხო აქტივების შენახვა ფიზიკური (ცივი) კრიპტო საფულეების მეშვეობით.
  • საუკეთესო უსაფრთხოების ზომები და შესაბამისობა რეგულაციასთან.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისი.
  • მოწინავე ტრეიდინგ ინსტრუმენტების ფართო სპექტრი.
  • მობილური აპლიკაციით წვდომა.
  • გამჭვირვალე და გონივრული გადასახადები.

ბირჟის გამოყენების უარყოფით მხარეებში შედის:

  • ის შეიძლება დროებით ხელმიუწვდომელი იყოს არა-ევროპულ ქვეყნებში.

დასკვნა ის არის რომ WhiteBIT-ი შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს დამწყები და პროფესიონალი ტრეიდერებისთვის რამდენადაც პლატფორმას ყველაფერი აქვს რაც თქვენ გჭირდებათ. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
"გუშინ რუსმა ოკუპანტებმა მოგვიკლეს კარგი პატრიოტი ქართველი, თამაზ გინტური. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, სრულიად „ქოცბანდამ“ ეს ამბავი არა რუსებს, არამედ წინა ხელისუფლებას დააბრალა - მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთო. ასეთივე მძიმე მემკვიდრეობა მიიღო წინა ხელისუფლებამ წინისგან და ასე მოვდივართ ერეკლე მეფის დროიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც.
მთავარია ის, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და ჩვენი ხალხის დასაცავად, გარდა უშედეგო მცდელობებისა, „შეუძვრეს“ ოკუპანტ ქვეყანას და მათ საამებლად აგინოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპას და ამერიკას, შემდეგ კი ყველაფერი ისევ წინა ხელისუფლებას დააბრალოს. „ოცნება“ ისეთ უღირს კაცს დაემსგავსა, ქუჩაში რომ ყველა ერევა და გაბრაზებული სახლში ჯავრს საკუთარ ცოლ-შვილზე იყრის.
„ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ქოცობა წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობითაა გამოწვეული, რომ მოჭარბებულ აგრესიას ავლენენ საკუთარი ხალხის და განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ.
„ქოცობა“ ტეხავს!", ნათქვამია განცხადებაში.
გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2023 21:14

ლიბერთი ბანკის განცხადება!

გვინდა გამოვეხმაუროთ სს ლიბერთი ბანკის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას. კერძოდ, სანქცირებული კომპანიის მიერ სს ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გახდა საფუძველი პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მიერ და მთავარი არხისა და ტვ პირველის ეთერებში გაჟღერებული სრულიად უსაფუძვლო ბრალდებისა, რომლის მიხედვითაც თითქოს ადგილი ჰქონდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სანქციების დარღვევას.

სს ლიბერთი ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს. ამის პირდაპირი დასტურია სწორედ ზემოთ ხსენებული სარჩელიც, რომლის მიხედვითაც დასანქცირებული კომპანია სს ლიბერთი ბანკს ედავება საერთაშორისო სანქციების ზედმეტად ფართო და მკაცრ ინტერპრეტაციას.

სს ლიბერთი ბანკის მიმართ დღეს გაჟღერებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სანქცირებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში, ხოლო მის კომპანიას კი ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის სს ლიბერთი ბანკში) უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე - 2023 წლის აპრილამდე.

მიგვაჩნია რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება სანქიების დარღვევად იმ მიზეზით, რომ 2022 წლის მარტშივე ალიშერ უსმანოვის დასანქცირებისას გამოიცა ე.წ General License #15 (მოქმედებდა 2023 წლის აპრილამდე), რომლის მიხედვითაც OFAC-მა (The Office of Foreign Assets Control) მკაფიოდ განმარტა, რომ სანქცირებული ალიშერ უსმანოვის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა სანქციები, თუ ეს კომპანიები თავად არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, რაც მოსარჩელე კომპანიის შემთხვევაში მოხდა მხოლოდ 2023 წლის აპრილში. მოსარჩელე სანქცირებული კომპანია 2023 წლის აპრილამდე სარგებლობდა არა მხოლოდ სს ლიბერთი ბანკის, არამედ სხვა ევროპული ბანკების მომსახურებითაც. 2023 წლის აპრილიდან, უშუალოდ კომპანიის დასანქცირების დღიდანვე, კომპანიას მყისიერად შეეზღუდა წვდომა სს ლიბერთი ბანკში განთავსებულ აქტივებზეც.

სს ლიბერთი ბანკისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბანკის რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამებლური კამპანიები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატიურად აწარმოებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები თუ მედია არხები.

ბანკის რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში სს ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.

აღნიშნული პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.

ლიბერთის ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, გურიის, აჭარისა და სამცხე- ჯავახეთის მაღალმთიანი 120 სოფლის 2647 ბავშვმა და 35 სასკოლო ბიბლიოთეკამ 7300 წიგნი მიიღო საჩუქრად. ამჯერად, ამ პროექტის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ 39 სოფელში მცხოვრებ 842 ბავშვს და 17 სასკოლო ბიბლიოთეკას გადაეცა სასურველი 2693 წიგნი.

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. თითოეული მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.

,,მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების შემდეგ ამჯერად სამცხე ჯავახეთს ვესტუმრეთ. პროექტის დაწყებიდან მაღალმთიანი 225 სოფლის 4400-ზე მეტ ბავშვს და 90 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ – გიორგი კივილაძე, „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი.

,,მთიელი წიგნების“ შესახებ :

"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური