შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩ დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განვითარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. მან თურქმენულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე. აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის პოზიტიური კავშირები. აგრეთვე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ამ მხრივ ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო კარია ევროპისკენ და ხაზი გაუსვა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.
ელჩმა შალვა პაპუაშვილს თურქმენი კოლეგის თურქმენეთში ვიზიტად ჩასვლის მოწვევა გადასცა.
შექმნის თუ არა რესურეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში?“
გაეროს ინდისტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) კონფერენცია “შექმნის თუ არა რესურეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში?“ გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (დასწრებით და ონლაინ) 2023 წ 7-8 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ბილტმორში. დასაწყისი 9:30 (ადგილობრივი დროით).
კონფერენციის მიზანია ხაზი გაუსვას და ხელი შეუწყოს ქართული საწარმოების მდგრადობას და მწვანე ზრდას, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) სარგებლის დემონსტრირებით. გარდა ამისა, კონფერენციის ექვს სესიაზე ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს მიეცემათ საშუალება იმსჯელონ და გაიზიარონ საწარმოების „გამწვანების“ გამოცდილება, მეთოდები და პროგრამები.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორიაა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებული მხარეები, მათ შორის მთავრობა, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, მათ შორის სამრეწველო საწარმოების წარმომადგენლები; ბიზნესი, ექსპერტები საინჟინრო (ქიმიური, სამრეწველო, გარემოსდაცვითი) და ენერგეტიკის სფეროებიდან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე EU4Environment (2019-2024) და EaP GREEN (2013-2017) პროგრამებში მონაწილე სპეციალისტები (რესწ კლუბების და რესწ სადემონსტრაციო კომპანიების წარმომადგენლები, რესწ ექსპერტები).
ეროვნული პოლიტიკისადმი მიძღვნილ პირველ სესიაზე განიხილება მწვანე განვითარების მარეგულირებელი სტრატეგიები, აქცენტი გაკეთდება სამრეწველო საწარმოებზე, არსებულ პოლიტიკასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მათ შორის, ეს ასევე მოიცავს სამრეწველო დაბინძურების და ემისიების, ნარჩენების და წყლის მართვის საკითხებს და ევროკავშირის მწვანე გარიგების საკითხებს და საქართველოს ახალი მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავებას.
მეორე სესიის ყურადღების ცენტრში მოექცევა რესწ-ის დანერგვა, რადგან ამ მეთოდოლოგიის გამოყენება ამაღლებს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობას. მესამე სესიაზე აქცენტირდება საქართველოში წრიულ ეკონომიკაზე (CE) გადასვლაზე რასაც, უკვე მხარს უჭერს მთელი რიგი რეგიონული და ეროვნული ინიციატივები. ამ სესიაზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოსა და შავი ზღვის აუზში წრიული ეკონომიკის რუკირების შესახებ და გაეცნობიან ნარჩენების მართვის არსებულ პოლიტიკას. სესიის ფარგლებში განხილული იქნება სამრეწველო ნარჩენების რუკირების (IWM) კონცეფციაც, სადაც წარმოდგენილი იქნება ორი საპილოტე მუნიციპალიტეტის (ზესტაფონისა და რუსთავის) წარმატებული გამოცდილება.
მეოთხე სესია მოიცავს პროდუქტზე ორიენტირებული ინიციატივების მიმოხილვას, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გამწვანებას, როგორიცაა ეკო-ინოვაცია და ეკო-ეტიკეტირება, პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალი (PEF), როგორც მწვანე პროდუქტების ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის ნაწილი, ეკო-ინოვაციის ხელშეწყობა და ბიზნესის „გამწვანების“ სტიმულირება მდგრადი სახელმწიფო შესყიდვების (SPP) და მისი დამატებითი ინსტრუმენტების მეშვეობით.
კონფერენციის მეორე დღე გადაიქცევა პლატფორმად, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ განიხილონ მცირე და საშუალო ბიზნესის „გამწვანებისთვის“ საჭირო უნარები და დაფინანსება. მეხუთე სესიაზე გაიმართება ტრენინგებისა და სასერტიფიკაციო პროგრამების პრეზენტაცია, მათ შორის, ენერგიის ალტერნატიურ წყაროებზე გადასვლა შემოსავლებისა და დასაქმებისთვის. სესიაზე ასევე განხილული იქნება კავშირი უნარების განვითარებასა და დასაქმებას პერსპექტივებს შორის და წარმოჩენილი იქნება ამ სფეროში გამორჩეული და წარმატებული მაგალითები. მეექვსე სესიაზე განიხილება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე გადასვლის დაფინანსების საკითხები. წარმოდგენილი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის „გამწვანების“ არსებულ პროგრამები და შესაბამისი დაფინანსების ხელმისაწვდომი წყაროები. სესიაზე განხილული იქნება საქართველოში მწვანე ტაქსონომიის დანერგვის პროცესი, ასევე სხვადასხვა ბანკების წარმომადგენლები ისაუბრებენ ამ კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებზე და იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც ქართულ სამრეწველო სექტორში ახალი მწვანე ინვესტიციების სტიმულირებას უწყობსდ ხელს.
ზოგადი ინფომრაცია
რესურსეფექტური და სუფთა წარმოება (რესწ) არის კრებსითი ტერმინი, რომელიც მოიცავს პროცესებზე, საქონელსა და სერვისებზე პრევენციული გარემოსდაცვითი სტრატეგიების გამოსაყენებას სამრეწველო სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით და ადამიანებზე და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.
UNIDO-მ შეიმუშავა რესწ მეთოდოლოგია რათა დაეხმაროს საწარმოებს მათ მიერ გამოყენებული რესურსების იდენტიფიცირებაში, შეფასებაში და დანაკარგების აღმოფხვრაში- შედეგად მდგრადობის გაზრდასა და პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სხვა ქვეყნებში, UNIDO-ს რესწ მეთოდოლოგია დანერგილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამის „EU4Environment“-ის ფარგლებში.
EU4Environment-ის შესახებ
EU4Environment არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეინარჩუნონ ბუნებრივი სიმდიდრე და გაზარდონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა გარემოსთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერით, მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებით და გახსნით და გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედების უკეთ მართვის მექნიზმების შექმნით. პროგრამას ახორციელებს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია: OECD, UNECE, UNEP, UNIDO და მსოფლიო ბანკი 2019-2024 წლებში, 20 მილიონი ევროს ბიუჯეტით.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:: www.eu4environment.org; საქართველოში საქმიანობის შესახებ ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: visit: www.recp.ge
პუტინმა CNTB-ის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების (CNTB) რატიფიცირებას აუქმებს, რის შემდეგაც მოსკოვის მიმართ კრიტიკამ იმატა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ნაბიჯი არასწორი მიმართულებით“, რომელიც მისი თქმით, ძირს უთხრის იარაღის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმისადმი ნდობას.
კრემლის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირიც გამოეხმაურა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიმ გამოხატა მწუხარება ამ გადაწყვეტილების გამო და მოუწოდა რუსეთს, დარჩეს შეთანხმების მიზნებისა და ამოცანების ერთგული.
ცნობისათვის, ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულებას (CNTB) რუსეთმა და აშშ-მ 1969 წელს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი.
საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები ეწვევიან
2023 წლის 6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებას.
ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს.