Items filtered by date: პარასკევი, 17 ნოემბერი 2023 - NEWSDAY GEORGIA
ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრი თავს უყრის შავი ზღვის რეგიონის გამორჩეულ კურსდამთავრებულებს ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც განიხილავენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს.
გენერალ შალიკაშვილის ხელმძღვანელობით ჯორჯ მარშალის ცენტრი შეიქმნა ცივი ომის შემდგომი ევროპის დასტაბილურებისა და გაძლიერებისთვის. პოლონეთის, გერმანიის, საქართველოსა და ამერიკის შვილი, გენერალი შალიკაშვილი პოსტსაბჭოთა სამყაროს აღდგენაში დაეხმარა.
ელჩმა დანიგანმა ხაზი გაუსვა გენერალ შალიკაშვილის მემკვიდრეობას და ცენტრის მუდმივ როლს პარტნიორების გაძლიერებაში.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა
17 ნოემბერს DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ჰოფის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ოსმან დემირჯიოღლუს შეხვდა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე, ჰოფაში მოღვაწე ინვესტორების საქართველოში ინვესტიციის განხორციელებაზე.
შეხვედრის დასასრულს, ჰოფის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
17 Kasım 2023 tarihinde DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze Hopa Ticaret ve Sanayi Odası Başkanı Osman Demircioğlu’nu makamında ziyaret etti.
Toplantıda taraflar güncel konuları, Türkiye ile Gürcistan arasındaki ticari ve ekonomik ilişkilerinin derinleştirilmesi, Sarp Sınır Kapısındaki sorunları ve çözümleri, ayrica, Hopa’da faaliyet gösteren iş adamlarının Gürcistan'daki yatırım yapma olanaklarını değerlendirdiler.
Toplantı sonunda Hopa Ticaret ve Sanayi Odası Başkanı Osman Demircioğlu Osman bey’e nezaket ziyaretinden dolayı teşekkürlerini iletti.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები 2015 წლიდან არალეგალურად იყენებენ Briefcam-ის სახის ამოცნობის პროგრამას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

ფრანგული საგამოძიებო საიტი Disclose-ი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ფარულად შეიძინა სახის ამოცნობის პროგრამა ისრაელის კომპანია Briefcam-ისგან 2015 წელს.

ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის შიდა კორესპონდენციისა და Disclose-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, პოლიცია წლების განმავლობაში იყენებდა Briefcam-ის პროგრამულ უზრუნველყოფას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვალი დახუჭა კანონის ამ დარღვევაზე.

კვლევის საიტზე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით გზა გაუხსნა იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აქამდე მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში იყო დაშვებული, ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა.

Disclose-ის თანახმად, ეს კანონი უშიშროების ძალებს უხსნის კარს, პროგრამა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ბიომეტრიული იდენტიფიკაციისა და სახის ამოცნობის ტექნიკის გამოყენება აკრძალულია განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.

როგორც სომხური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობა რთულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: https://1tv.ge/news/erevnis-sakhelmwifo-universitetshi-afetqebis-shedegad-erti-adamiani-daighupa-arian-dashavebulebic/

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი "Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა.

დიპლომატმა  ახალგაზრდები  აზერბაიჯანის საელჩოში მიიღო. იგი გაეცნო მონაწილეებს, მიიღო ინფორმაცია კურსის შესახებ და ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ელჩმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა  და მონაწილეებთან ერთად განიხილა საკითხები, რაც შიდა და საერთაშორისო პოლიტიკას ეხებოდა. 

მან აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დახმარებით რეაბილიტირდება ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული კომპლექსები და ა.შ. ასევე მისი თქმით, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების აღჭურვა ხდება ახალი წიგნებითა და სხვადასხვა სასკოლო ატრიბუტებით. ელჩმა შემდეგ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი ისწავლონ სამშობლოს განვითარებისთვის. 

ფაიგ გულიევმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და  კმაყოფილება გამოთქვა, რომ "Aktual School"-ის მხრიდან უკვე მესამედ ხორციელდება მსგავსი კურსები. 

Aktual Media-ს  გენერალურმა დირექტორმა ილქინ ჰუსეინოვმა კი მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს მიღებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის ეხმარება და  ყურადღებას აქცევს საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, რაც გამოიხატება ახალგაზრდებისთვის განათლების დაფინანსებაში, ასევე გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებში და სხვ.

შეხვედრის ბოლოს ელჩმა ახალგაზრდებთან ერთად ფოტო გადაიღო და მათ წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ "Aktual School"  2021 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამჟამად, 21 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი დასაქმებულნი არიან სხვადასხვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური