Items filtered by date: ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2023 - NEWSDAY GEORGIA

დღეს, 1 ნოემბერს, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, თავს დაესხა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და მმართველი პარტიის მიერ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი. ყოფილ მერს, სოფელ დიდ დმანისთან აედევნა „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომლის მგზავრების მხრიდან დაფიქსირდა 4 გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით. ყოფილი მერის მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც გიორგი ტატუაშვილი იხსნა ფიზიკური დაზიანებისგან. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ტატუაშვილის ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის მიერ. მასალები დაოყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.   

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭრა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, - აცხადებს დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი.   

გამოქვეყნებულია საზოგადოება
27-30 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა კოტე მახარაძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მედიატურნირს ფეხბურთში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 2 მედიანაკრების გარდა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, რუმინეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ლატვიის და ინდოეთის ჟურნალისტთა გუნდებმა. წინა 3 ტურნირის გამარჯვებულები იყვნენ უკრაინა(2019), მოლდოვა(2020) და ყაზახეთი(2022).
ამჯერად პირველობა არავის დაუთმო საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფში ჯერ ინდოეთი დაამარცხა(4:1), შემდეგ ლატვია(5:1) და სომხეთთან უგოლო ფრეს დასჯერდა.
ნახევარფინალში ჩვენებმა აზერბაიჯანს სძლიეს(3:2) და გავიდნენ ფინალში, სადაც ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტთან, რუმინეთთან მოუწიათ დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში რუმინელები დაწინაურდნენ, საბოლოო ჯამში საქართველოს მედიანაკრებმა შეძლო უპირატესობის მოპოვება, ანგარიშით 4:2 იმარჯვა და პირველად გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე დაწესებული 10 ინდივიდუალური პრიზიდან 4 ქართველებს დარჩათ. ბომბარდირი 6 გატანილი გოლით ირაკლი სიხარულიძე(ტვ იმედი) გახდა, ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად დავით ფრანგიშვილი აღიარეს, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორად ჩვენი გუნდის კაპიტანი, მამუკა კვარაცხელია(სარბიელი) დასახელდა. პირველი გოლის ავტორი კილლ ჩვენი გუნდის კიპერი, გეგი კიკაბიძე გახდა, რომელიც ასევე ორიგინალური პრიზით დასაჩუქრდა.
საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ მიკუ(რუმინეთი) აღიარეს.
ტურნირის მთავარი მხარდამჭერი იყო საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. ასევე მადლობას ვუხდით ტურნირის პარტნიორებს ინტერაკადემია საქართველოს, "ნიუ ვიჟენ ჯგუფს", "საქართველოს სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს".
გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური