Items filtered by date: ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

იქნებ ადრე გიმოგზაურიათ იახტით ან გემით, მაგრამ ოდესმე ხომ არ გიმგზავრიათ ზღვაზე ჩქაროსნული მატარებლით?

Xinhua's Hong Yan უფრო ახლოს დაგათვალიერებინებთ ჩინეთის პირველ საზღვაო, მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მშენებლობას ქ. ფუჯიანში, ჩინეთი.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ავსტრიის ობერვარტში ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კაცთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ჩვენი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ტატამის დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ), რომელმაც ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა.

მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში იპონით მოუგო მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩს. ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უნგრელ როლანდ გოზთან და ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა. ბექაურმა აქაც იპონით გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბექაურს ასევე ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილის ძმასთან, ვახიდ ბორჩაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და აქაც წარმატებას მიაღწია.

ასევე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვლადიმერ ახალკაცსაც (81 კგ). ფინალამდე ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა. დაამარცხა ავსტრიელი, შვეიცარიელი, ბრიტანელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ფრანგ ნიკოლა ჩილარის ოქროს ქულით მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ).

გამოქვეყნებულია სპორტი

6 სექტემბერს ბრიუსელში, 18:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ასოცირების საბჭო განიხილავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, მისი ევროკავშირში წევრობის (კანდიდატის სტატუსი) განაცხადის ფონზე, ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაზე.

აღნიშნულ სესიაზე ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონულ საკითხებზე.

სრული ინფორმაციისთვის ესტუმრეთ:

Press release

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად გამოგვაქვს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, მთავრობა დაამტკიცებს დოკუმენტს და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.

„პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას – 2030, ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა – სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

„მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება. ჩვენ ახლა ახალი დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც გავლილია ყველა აქტორთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია, რომელსაც დღეს მთავრობა მოიწონებს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022 12:28

„ასტრონომიული ქალაქი“ ჩინეთში

პინტანი / პროვ. გუიჟოუ, 5 სექტემბერი (სინხუა) -- ქალაქი კედუ პინგტანგის ოლქში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინცია გუიჟოუ, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი FAST რადიოტელესკოპი.

მისი სახელი ცნობილია როგორც "ასტრონომიული ქალაქი".

გასული წლების განმავლობაში, აქ ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით 20-ზე მეტი თანამედროვე პროექტი განხორციელდა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

თბილისში მე-6 საერთაშირისო კონფერენცია, „დიდება უკრაინას“ მიმდინარეობს, რომელიც  უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

კონფერენციას მასპინძლობენ მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

კონფერენციას ესწრებიან უსაფრთხოების რეგიონული ექსპერტები, ქართველი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესწარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკური დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნება, დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიაზე განსახილველი საკითხებია: რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; საით მიდის საქართველო; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე საქართველოში „ენდიაის“ ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონი განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია საქართველოში იმართება.

მისივე თქმით, უკრაინას ყველა ქვეყანამ უნდა შეხედოს, როგორც მოდელს გამბედაობისა, რომელიც საჭიროა დემოკრატიის დასაცავად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია იმართება საქართველოში. ეს არის შეხსენება იმ სიმამაცისა, რომელიც უკრაინელებმა აჩვენეს. უკრაინელებმა, რომლებიც ახლა იბრძვიან საკუთარი დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ჩვენ, ყველამ და მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც უნდა მიიღოს წახალისება მათგან და უკრაინას უნდა შევხედოთ, როგორც მოდელს იმ გამბედაობისა, რომელიც საჭიროა დემოკრატიის დასაცავად. მიხარია, რომ ეს კონფერენცია საქართველოში იმართება, რადგან ეს არის გამოწვევა საქართველოშიც“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

წყარო: https://1tv.ge/news/tbilisshi-saertashiriso-konferencia-dideba-ukrainas-mimdinareobs/

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

კანადის პროვინცია სასკაჩევანში ორმა თავდამსხმელმა დანით 10 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სასკაჩევანის განყოფილების მიერ სოციალურ მედიაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემიენ სანდერსონი (31) და მაილს სანდერსონი (30), რომლებიც სავარაუდოდ ძმები არიან, კვირა დილით ჯეიმს სმიტი კრის ეროვნული რეგიონიდან და ქალაქ უელდონიდან დაწყებული 13 ადგილზე ადამიანებს დანებით თავს დაესხნენ.

კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სასკაჩევანის განყოფილების სპიკერმა რონდა ბლექმორმა შტატის დედაქალაქ რეჯინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „პირველადი ცნობების მიხედვით, თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი 15 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყვნენ საავადმყოფოებში თავად წასული დაჭრილებიც. 2 ეჭვმიტანილს ჯერ კიდევ ვეძებთ".

კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სოციალური ქსელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ეჭვმიტანილების მოსაძებნად "საშიში პირების გაფრთხილება" გაავრცელა.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც პარლამენტის პრეს-სამსახური იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა თითოეული რეკომენდაციის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის არის საჭირო.

„სამოქალაქო სექტორთან, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე პროცესი, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით დავიწყეთ. შეხვედრაზე თორმეტივე მიმართულებით დღეისთვის არსებული მდგომარეობა შევაჯამეთ. განვიხილეთ 7-8 კონკრეტული კანონპროექტი და ასევე ვიმსჯელეთ 4-5 მიმართულებაზე, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივად მუშავდება. გამოიკვეთა, რომ საჭიროა დამატებითი შეხვედრები რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასასრულებლად საჭიროა სრულიად საქართველოს ძალების კონსოლიდაცია. ჩვენ ასევე გამოვკვეთეთ ის თემები, სადაც შესაძლოა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დავუჭიროთ მხარი, არის 2-3 ასეთი შესაძლებლობა. მთავარია, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებას, ამ კონკრეტულ საკითხში, სერიოზული თემებით და იდეებით ვხვდებით. მზად ვართ მოვისმინოთ ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტები და საკითხები. განწყობილნი ვართ კონსესუსის ძიებისკენ, რადგან ევროპა ჩვენგან კონსოლიდირებულ და შეთანხმებულ პოზიციებს ელის“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

„ჩვენ უკვე ფაქტობრივად ვასრულებთ სამუშაო პროცესს. მომავალ კვირაში, სამოქალაქო სექტორისგან მხოლოდ ოთხ მიმართულებაზე - მართლმსაჯულებაზე, დეოლიგარქიზაციაზე, საარჩევნო რეფორმებსა და მედია საკითხებზე დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ. შესაბამისად, საბოლოო დოკუმენტი ამ ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება. ვფიქრობთ, რომ ის საკანონმდებლო პაკეტები, რაც ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის წარედგინება პარლამენტს“, - აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფის  „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ.

მანვე ოპოზიციონერ კოლეგებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფებში აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ ის პროცესი, რომელიც სჭირდება საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად.

„ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ - „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღების მექანიზმი“. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავდებთ თავის საკანონმდებლო ცვლილებებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველად ითამაშა ორი ოვერტაიმი და ისტორიაში პირველად დაამარცხა თურქეთის ნაკრები – 88:83 (სტატისტიკა).

 ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია იმიტომაც, რომ საქართველოს ნაკრებმა თითქმის განახევრებული შემადგენლობით მოიპოვა. თავად განსაჯეთ: ევრობასკეტამდე გუნდს გამოაკლდა თორნიკე შენგელია, პირველ მატჩში მიღებული კოჭის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა გოგა ბითაძე. მეოთხე პერიოდში მეტოქესთან გაწევ-გამოწევის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო დუდა სანაძემ, ხოლო მასთან ერთად თამაშის გაგრძელება ხუთი ფოლის გამო ოვერტაიმი ვერ ითამაშა გიორგი შერმადინმა.

დიდი დანაკლისის მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და პლეი ოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გადის. ოთხეულში მოსახვედრად საქართველოსთვის აუცილებელი იყო თურქეთთან გამარჯვება. ეს კალათბურთელებსაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული და პირველივე წუთებიდან მოედანზე სულ სხვა შემართებით გავიდნენ.

კალათბურთში ემოცია ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენს გუნდს ტრიბუნებიდან 10 ათასი ქომაგი ამხნევებდა და მუხტი მოედანზეც გადავიდა. მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დუდა სანაძის სამქულიანის შემდეგ საქართველო 62:59 დაწინაურდა. გავიდა სულ რაღაც ნახევარი წუთი და სანაძესა და ქორქმაზს შორის შელაპარაკება მოხდა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა და მატჩიც რამდენიმე წუთით შეწყდა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მსაჯებმა ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს.

საფინალო სირენამდე 2:52 წუთით ადრე მეხუთე ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა გიორგი შერმადინმა, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იყო.

ბოლო წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ – 66:66. საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე თურქეთის შეტევა შედეგიანად დასრულდა – 68:66 სტუმართა სასარგებლოდ. საპასუხო შეტევაში კი სანდრო მამუკელაშვილმა ეფექტური ორქულიანი ჩააგდო და ორი წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა.

ეს უკვე მეორე ოვერტაიმი იყო საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ევრობასკეტზე. დამატებით დროში თურქეთის ნაკრები 5 ქულის სხვაობით დაწინაურდა. თუმცა თად მაკფადენის ორმა სამქულიანმა საქართველო თამაშში დააბრუნა – 75:75 და დაინიშნა მეორე ოვერტაიმი.

მეორე დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მამუკელაშვილის სამქულიანით საქართველო 84:81 დაწინაურდა, ხოლო 21 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე რატი ანდრონიკაშვილი დადგა. ამ დროს თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რაც ვიდეოგანხილვის შემდეგ მსაჯების მიერ გამოტანილ არასპორტულ ჯარიმას მოჰყვა. არასპორტული და ტექნიკური – საქართველომ დამატებითი საჯარიმოების ტყორცნის უფლება მოიპოვა, ანდრონიკაშვილისა და მაკფადენის საჯარიმოების შემდეგ ჩვენი ნაკრები 88:81 დაწინაურდა და თურქებს წარმატების იმედი გადაეწურათ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში გიორგი შერმადინთან ერთად საუკეთესო შედეგი დააფიქსირა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი 20 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა. შერმადინის ანგარიშზე 15 ქულა, 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება დაგროვდა. 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა რატი ანდრონიკაშვილმა, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. თად მაკფადებმა ბევრი სამქულიანი ააცილა (19-დან 4), თუმცა მისი ბურთები საჭირო მომენტში ჩავარდა და თამაშის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი მონაგარია 17 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 6 სექტემბერს, ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან გამართავს. 

კალათბურთის ფედერაცია

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური