Items filtered by date: ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის მომსახურების ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენა (CIFTIS) ჩატარდება 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმებს საერთაშორისო ბირჟებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ გამოფენა აჩვენებს ჩინეთის ერთგულებას გახსნილობის პოლიტიკის მიმართ, გლობალიზაციისა და მწვანე განვითარებისადმი.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს.
პრემიერმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია "Abu Dhabi Ports" (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გარღმავებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში და ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე.

სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი, სამომავლო ხედვა და გეგმები, რასთან დაკავშირებითაც სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტრენდებისა და შესაძლებლობების თაობაზე. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია „Abu Dhabi Ports“-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გამოიკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები  საზღვაო კლასტერის, ასევე, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგ-ცენტრების განვითარების მიმართულებით.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველო  1-7 სექტემბერს პირველად მასპინძლობს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს  ჩეხეთთან, იტალიასთან  და გერმანიასთან ერთად. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.

ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც თავს მოუყრის მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში და მილიარდზე მეტ მაყურებელს ტელეეკრანებთან. 

ევროპის ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება, უდიდეს შესაძლებლობას უქმნის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, რათა საკუთარ სახლში,  გულშემატკივრებთან ერთად მნიშვნელოვან სპორტულ შედეგს მიაღწიოს. იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გამორჩეული მასპინძელი იყოს, ევროპის ჩემპიონატის დღეები დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით.

  ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში რიყის პარკის ტერიტორიაზე 31 აგვისტოდან მოეწყობა ფანზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.  

ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სივრცეებითა აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი,  ეროვნული ნაკრების ფან-შოპი,  სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.

დიდი საკალათბურთო დღესასწაულის –  ევრობასკეტის უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე,  რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.

საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნება ზემოხსნებულ ფანზონაში.

ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი რიყის პარკში,  21:30 საათზე დაიწყება. ღონისძიების პირდაპირ ეთერს საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.

ფანზონაში ასევე წარმოდგენილი იქნება ევრობასკეტის ოფიციალური თილისმა „DJ Bounce”.

გამოქვეყნებულია სპორტი

პეკინი, 30 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთის მზის დამკვირვებელმა პირველმა კოსმოსურმა თანამგზავრმა დააფიქსირა თითქმის 100 მზიური ამოფრქვევა, დაასრულა რა ორბიტალური ტესტირება და ექსპერიმენტები. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ /CNSA/ განაცხადა.

თანამგზავრული დაკვირვებით მიღებული სამეცნიერო მონაცემები ოფიციალურად გამოქვეყნდა და გაეგზავნა მსოფლიოს სააგენტოებს, განაცხადა ჟაო ჯიანმა, ჩინეთის Gaofen-ის მაღალი რეზოლუციის დედამიწის დაკვირვების სისტემის პროექტის მთავარმა ინჟინერმა.

გასული წლის ოქტომბერში გაშვებული კოსმოსური თანამგზავრი Xihe განთავსებულია მზის თანამგზავრულ, სინქრონულ ორბიტაზე. მოწყობილობაზე დამონტაჟებულია სპეციალური სპექტრომეტრი, რომელიც შესაძლებელს ხდის მზის გამოსახულების მიღებას H-alpha დიაპაზონში.

სატელიტური თანამგზავრი იყო პირველი მსოფლიოში, რომელმაც დააფიქსირა მზის H-ალფა ტალღის დიაპაზონის სპექტრული ხაზების სტრუქტურა, ნეიტრალური სილიციუმის ატომისა და ნეიტრალური რკინის ატომის თანხვედრაში, თქვა ჟაო ჯიანმა.

CNSA-მ ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციასთან, ნანკინის უნივერსიტეტთან და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით ჩაატარა კოსმოსურ ორბიტაზე მუშაობის ტესტირება და სატელიტური პლატფორმის ტექნოლოგიის საინჟინრო გამოყენების ცდები, რომელიც უზრუნველყოფს ულტრა მაღალი მითითების სიზუსტეს და დატვირთვის სტაბილურობას.

ჟაო ჯიანის თქმით, ტრადიციული კონსტრუქციისგან განსხვავებით, ახალი სატელიტური პლატფორმა იყენებს მაღალი ხარისხის სატელიტურ, დამოკიდებელ მართვის მაგნიტურ ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს, უფრო მკაფიო და ზუსტი გამოსახულების მიღება.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

2022 წლის 30 აგვისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო ბლედის სტრატეგიულ ფორუმში. საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - ‘The Rule of Power or the Power of Rules’ სლოვენიაში,ქ. ბლედში გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ პანელზე, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოსა და მის მომავალს ეხებოდა (‘Europe’s Eastern Neighbourhood: Knocking on the EU’s door’).
თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ. მან ასევე ისაუბრა ევროკომიისის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე.
ამასთან, თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ევროკავშირისა და საქართველოს წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე.
თეიმურაზ ჯანჯალიასთან ერთად დისკუსიის პანელისტები ასევე იყვნენ მაჩეი პოპოვსკი - ევროკომისიის სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მოქმედი გენერალური დირექტორი, კრისტინა გერასიმოვა - მოლდოვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი და სტივენ ბლოკმანსი - ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი.
ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მოქმედ გენერალურ დირექტორთან მაჩეი პოპოვსკისთან, სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან სამუელ ზბოგართან და ევროკავშირის თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებთან რომლის დროსაც საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებს.
ბლედის სტრატეგიული ფორუმი  2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება.ღონისძიება  ევროპისა და მსოფლიოს პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

აშშ-ში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი აგროვებს ჯარებს უკრაინის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპორიჟიეს გარშემო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

კირბიმ Zoom-ით გამართულ ბრიფინგზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ჯარისკაცები და იარაღი მოაგროვა უკრაინის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის  ზაპოროჟიეს გარშემო და იმავდროულად რუსეთმა ცეცხლი გახსნა ამ ელექტროსადგურის მიმდებარედ.

"ელექტროსადგურის ირგვლივ შეტაკებები უნდა შეწყდეს. ატომური ელექტროსადგური არ არის სამხედრო ოპერაციების ადგილი." - თქვა კირბიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური პირები უახლოეს მომავალში ეწვევიან რეგიონს და ჩაატარებენ მოკვლევას ელექტროსადგურის გარშემო და გააკეთა მოწოდება, რომ ამ ოფიციალური პირების წვდომა არ დაიბლოკოს.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური