Items filtered by date: სამშაბათი, 30 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

გუანჯოუ, 30 აგვისტო (სინხუა) -- ვლოგერები, ფრილანსერები და იუთუბის მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ახლახან შეიკრიბნენ ჟუჰაიში, სამხრეთ ჩინეთში, რათა აღმოეჩინათ ტრადიციული ჩინური მედიცინის მაგია და ნიჩბოსნობის გატაცება.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ.

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ნიუ-იორკში სტარტი აიღო წლის დასკვნით დიდი შლემის ტურნირმა USA OPEN, სადაც სამი ქართველი ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ადმინისტრაციის ცნობით, ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი (35), ხოლო წყვილთა თანრიგში ეკატერინე გორგოძე (Doubles Ranking 45) და ოქსანა კალაშნიკოვა (Doubles ranking 70) იასპარეზებენ.
გუშინ გაიმართა ბასილაშვილისა და საკვალიფიკაციო წრიდან გასული, მსოფლიოს 174-ე ჩოგანის, ჩინელი Yibing Wu-ს სეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს და ჩინელს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა სარეიტინგო ქულებში, მატჩის ფავორიტი მაინც ჩინელი ჩოგბურთელი იყო, რადგან სამწუხაროდ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე წელი საკმაოდ ცუდად დაიწყო და ვერცერთ ტურნირზე ვერ გადალახა საწყისი ეტაპი მაშინ, როდესაც ჩინელმა სპორტსმენმა ზედიზედ ჩელენჯერის სამი ტურნირი მოიგო.
როგორც ვარაუდობდნენ მატჩი ჩინელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:3, 6:4, 6:0 დასრულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს და მისი მეწყვილეა მექსიკელი Hans Hach Verdugo-ია. ქართულ-მექსიკური დუეტის პირველი მეტოქე ტურნირზე ველური ბარათით გასული ამერიკული დუეტი იქნება.
ეკატერინე გორგოძე წყვილში ირინა ბარასთან (Doubles Ranking 59) ერთად ასპარეზობს. როგორც გახსოვთ ქართულ რუმინულ წყვილს ერთად K125 ოთხი ტურნირი აქვს მოგებული. ამერიკის ღია პირველობაზე გოროგძე ბარას პირველი მეტოქეები ბელორუსი Aliaksandra Sasnovich (Doubles Ranking119) და სლოვაკი Tereza Mihalikova (Doubles Ranking 61) იქნებიან.
ოქსანა კალაშნიკოვას მეწყვილე კი უკრაინელი Nadiia Kichenok (Doubles Ranking 83) იქნება. ქართულ-უკრაინულ წყვილს პირველივე წრიდან ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი დაუპირისპრდება- ჩინელი Shuai Zhang (Doubles Ranking 5) და უკრაინელი Marta Kostyuk (Doubles Ranking 46).
ტურნირის მიმდინარეობას, განრიგს და შედეგებს გაეცანით შესაბამისი ბმულის მეშვეობით.
გამოქვეყნებულია სპორტი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში აუცილებელია მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მშვიდობას, რომელსაც ორივე ქვეყანა მიიღებს და თქვა, რომ "დიალოგი მიმდინარეობს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ". ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, მ. ჩავუშოღლუ სლოვენიაში გამართულ ბლედის მე-17 სტრატეგიულ ფორუმზე დაესწრო პანელს სახელწოდებით "რამდენი ევროპაა ევროპაში?".

მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ადრე თუ გვიან დასრულდება, თუმცა უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება.

მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აუცილებელია მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მშვიდობას, რომელსაც ორივე ქვეყანა მიიღებს და დაამატა: "მაგრამ ამავდროულად საჭიროა უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობიანი გადაწყვეტა. რას ვგულისხმობთ? უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული. /.../. დიახ, არის დიალოგი. დიალოგი მიმდინარეობს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ წვდომას ორივე მხარესთან. ”

გამოქვეყნებულია მსოფლიო

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდაამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი. 

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.

გამოქვეყნებულია სამხედრო

ინფორმაციის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს.

შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ. 

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა. 

2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 50%-იანი გრანტი კი - 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 

გამოქვეყნებულია განათლება

პეკინი, 29 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის ხელისუფლება ცენტრალური ბიუჯეტიდან 10 მილიარდ იუანს (დაახლოებით 1,46 მილიარდი დოლარი) გამოყოფს მარცვლეულის მწარმოებლების მხარდასაჭერად. ამის შესახებ დღეს ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს მარცვლეულის მწარმოებლების დაცვას სასოფლო-სამეურნეო მასალებზე ფასების ზრდისაგან და გლეხების წარმოების ენთუზიაზმის შემდგომ სტიმულირებას.

ერთჯერადი სუბსიდიები მიეცემათ მარცვლეულის მწარმოებლებს, მათ შორის ინდივიდუალურ გლეხურ მეურნეობებს, საოჯახო მეურნეობებს, გლეხთა კოოპერატიულ ამხანაგობებს, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს და სხვა ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ეკისრებათ სასოფლო-სამეურნეო მასალების ფასების მატება, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამგვარად, წელს ჩინეთის ცენტრალური მთავრობა მარცვლეულის მწარმოებლებს სუბსიდირებას მესამედ უწევს. გამოყოფილმა თანხამ 40 მილიარდი იუანი შეადგინა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის არსებული ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია და კარგ მდგომარეობაშია.
„ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია სამართალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი დაიბრუნებენ დონბასს, რომელიც ახლა თითქმის მთლიანად დაიპყრეს რუსეთის ძალებმა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინდელ "საღამოს გამოსვლაში" აღნიშნა: „ჩვენ არ დავივიწყეთ და არ დავივიწყებთ არც ერთ ჩვენს ქალაქსა და ადამიანს“.

„ახლა დონბასი თითქმის განადგურებულია რუსეთის თავდასხმების შედეგად... მაგრამ უკრაინა დაბრუნდება. აუცილებლად. ცხოვრება დაბრუნდება. დონბასელების რეპუტაცია დაბრუნდება. დაბრუნდება უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გასულ თვეში უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის არმია კონტრშეტევას დაიწყებს ქვეყნის სამხრეთით ქალაქ ხერსონის დასაბრუნებლად.

რუსეთმა, 24 თებერვალს დაიწყო უკრაინაზე თავდასხმა და მიზეზად დაასახელა კიევის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისთვის უკრაინის სახელმწიფოში სპეციალური სტატუსის მინიჭებისთვის მინსკის შეთანხმების შესრულების წარუმატებლობა.

2022 წლის თებერვალში რუსეთმა აღიარა ე.წ. დონბასის რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მოსთხოვა უკრაინას ოფიციალურად გამოეცხადებინა თავი ნეიტრალურ ქვეყნად, რომელიც არ შეუერთდებოდა არცერთ დასავლურ სამხედრო ბლოკს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

შავი ფერის ავტომობილი Ford Escort RS Turbo, რომელსაც უელსის პრინცესა დიანა 1985-1988 წლებში იყენებდა, აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

სილვერსტოუნის აუქციონის სახლის მიერ გასაყიდად გამოტანილი ავტომანქანა ბრიტანელმა მყიდველმა შეიძინა.

პრინცესა დიანა გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 36 წლის ასაკში ავტოავარიაში, რომელიც მოხდა გვირაბში, როცა მას ფოტო-ჟურნალისტები (პაპარაცები) მისდევდნენ სურათის გადაღების მიზნით.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური