Items filtered by date: სამშაბათი, 02 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2022 წლის 5 აგვისტოს 17:00 საათზე გაიმართება წიგნის  „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია, ქართველი მხატვრისა და პედაგოგის,  დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიმდინარე გამოფენის ფარგლებში.

წიგნში წარმოდგენილია დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული  ნამუშევრების 300-ზე მეტი  ილუსტრაცია, მისი ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მეგობრების მოგონებები.

დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თაობის ის შემოქმედია, რომელმაც, მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა, მთელი თავისი ენერგია პედაგოგობისკენ მიმართა - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არაერთი თაობა აღზარდა. მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში, მაგრამ არ ქონია პერსონალური გამოფენა.

მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა პროფესიაონალებისთვისაც კი.  ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები, ესკიზები  თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა  წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს.

„სპეციალისტები დამეთანხმებიან, იშვიათია შემოქმედი, რომელიც ერთნაირი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მიმართულებასა და ჟანრში. პერიოდების მიხედვით, იგრძნობა როგორ იცვლებოდა მხატვარში განწყობა, მიდგომა, აბსტრაქციიდან იმპრესიონიზმში, რეალიზმიდან კუბიზმში, სურეალიზმიდან ექსპრესიონიზმში, ყველა ჟანრში, ყველა მიმდინარეობაში დიმიტრი ხახუტაშვილი ახერხებდა შთამბეჭდავი ხელწერა დაეტოვებინა,“ განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

„გამოფენას ეტყობა დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ქალბატონი ლელა წიწუაშვილის ხელი, მისი ესთეტიკა, სივრცისა და ნახატების განაწილება. თემატიკა ისე ოსტატურადაა მოფიქრებული, რომ ნახატებთან ერთად, თვით გამოფენის კონცეპტუალური გააზრებაც კმაყოფილთ დაგტოვებთ. შატო ზეგაანის კიდევ ერთი კეთილი საქმე ამჯერად ქართული კულტურისთვის." აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა და საქართველოს ყოფილმა  საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა საფრანგეთის რესპუბლიკაში.

წიგნის პუბლიკაცია განხორციელდა   „შატო ზეგაანი“-ს ფინანსური მხარდაჭრით.

წიგნის ავტორი - ლელა წიწუაშვილი

წიგნის დიზაინერი - დავით ჯანიაშვილი

გამოქვეყნებულია კულტურა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესაძლებლობის ჩინეთის მიერ "კრიზისად გადაქცევის მიზეზი არ არსებობს". ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ინდო-წყნარი ოკეანის შეხვედრების ფარგლებში ძალიან ბუნებრივი საკითხია და მას აქვს ამ ვიზიტის განხხორციელების უფლება.

კირბიმ, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა თეთრ სახლში, პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის შესახებ კითხვაზე აღნიშნა: „ პრობლემა რა არის, სად არის ამაში დრამა?“. მისივე თქმით, პელოსი ადრეც ეწვია ტაივანს და მსგავსი ვიზიტები კონგრესის წევრებსაც ჰქონდათ, წელსაც კი განხორციელდა და დაძაბულობის ესკალაცია უაზროდ მიიჩნია.

კირბიმ განაცხადა, რომ პელოსის ვიზიტი ტაივანში ძალიან ბუნებრივი საკითხია და რომ მას აქვს ამ ვიზიტის უფლება და დაამატა: "ამერიკის პოლიტიკა წლებია ცნობილია. არაფერი შეცვლილა. ჩვენი ერთი ჩინეთის პოლიტიკა გრძელდება. ჩვენ არაერთხელ ვუთხარით ორივე მხარეს, რომ წინააღმდეგი ვართ სტატუს კვოს ცვლილებისა. ვთქვით, რომ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩვენ განვუცხადეთ ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველა დონის ოფიციალურ პირს. მათგან უმაღლესი დონის და ყველაზე ბოლო იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სისთან გასულ კვირას“.

კირბიმ აღნიშნა, რომ ნენსი პელოსს ჯერ არ დაუდასტურებია ტაივანში ვიზიტი და გადაწყვეტილება მთლიანად მათ ეკუთვნით.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას არ აქვს საფუძველი ტაივანში პელოსის ვიზიტის შესაძლებლობა გადააქციოს კრიზისად ან კონფლიქტად და ეს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო არ უნდა გახდეს აგრესიული სამხედრო მოქმედებების გაზრდის მიზეზი.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

დღეს საქართველოს პარლამენტში პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერების სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც პარლამენტის ლიდერებმა აღნიშნეს, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა და საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციებისთვის კარების უფრო ფართოდ გაღება. „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ ისტორიული პროექტი „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს, ქვეყნის ტერიტორიაზე კი, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩინური ტვირთების ტრანზიტი ევროპაში გაიზარდოს.
განსაკუთრებული ყურადღება სხდომაზე მედიცინასა და ჩინური სამედიცინო პრეპარატების იმპორტს დაუთმეს. აგრეთვე საქართველოში არსებული სიტუაციის ფონზე ავთანდილ ენუქიძემ ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
პარლამენტის ლიდერებმა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს და ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ჩინელ ხალხს წარმატებები უსურვეს.

ბადრი ნაჭყებია

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით, შესაძლებლობა ეძლევა გაიაროს სამთვიანი კურსი და გახდეს პროფესიონალი სცენარისტი.

სტუდენტები მოისმენენ საბაზისო ლექციათა კურსს, რომელიც საჭიროა სცენარისტის პროფესიისთვის. კურსი უნივერსალურია და განკუთვნილია არა მხოლოდ დამწყები, არამედ მოქმედი სცენარისტებისთვისაც, რომლებიც საჭიროდ თვლიან, რომ გაიუმჯობესონ ცოდნა ან ისწავლონ სხვა ჟანრში სცენარზე მუშაობა.

“სქრინფლეის” სკოლაში მსურველები დაეუფლებიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, ლიტერატურული ნაწარმოებისა და რეალური ამბების ადაპტირებას,

მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებენ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.

სცენარისტთა სკოლის დამფუძნებლები არიან საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალებისა და გადაცემების სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი გოჩა კორხელაური, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

„ძალიან ბევრ პროექტზე მომიწია მუშაობა, როგორც სცენარის ხელმძღვანელს და ყოველთვის პრობლემა იყო სცენარისტთა ჯგუფის დაკომპლექტება, მითუმეტეს, პროექტის შინაარსისა და ჟანრის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა სცენარისტთა სასწავლებელი, ერთადერთი გზა იყო სცენარისტების შერჩევა იმ მსურველთაგან, რომელთაც უბრალოდ, ინტერესი ჰქონდათ ემუშავათ სცენარისტად.

მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სცენარისტად მუშაობის მსურველი რეალურად ძალიან ბევრია, თუმცა, იმ მოკლე დროში, რომელიც ეთმობოდა ამ უამრავი კანდიდატიდან სცენარისტების შერჩევას, ძალიან რთული იყო მათთვის, გამოევლინათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა პროფესიონალი სცენარისტისთვის.” 

სწორედ, ამ გამოცდილების საფუძველზე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პროფესიონალ სცენარისტთა სკოლა - „სქრინფლეი“, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ამ პროფესიას და თვითონ აირჩიონ, რომელ ჟანრში და რა მიმართულებით სურთ მუშაობა.“ - განაცხადა „სქრინფლეის“ დამფუძნებელმა გოჩა კორხელაურმა.

 „თანამედროვე საზოგადოების განვითარების საკითხში სცენარისტების როლი შეუფასებლად მაღალია. მათ მიერ შექმნილი ისტორიები ყოველთვის მოქმედებს ადამიანებზე, აძლევს პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს და ახალ მიმართულებებს, უჩენს თანაზიარობისა და გულისხმიერების განცდას.

სცენარისტთა სკოლა შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, მიიტანოს სათქმელი ყველა დაინტერესებულ პირთან და გარდაქმნას თავისი იდეა დაუვიწყარ ამბად. მოხარული ვარ, რომ „სქრინფლეის“ დაფუძნებით ხელს ვუწყობთ სცენარისტის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის განვითარებას.“ - განაცხადა „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.

“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში ასწავლიან ლექტორები, რომელთაც შექმნილი აქვთ არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი და არიან ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები. ისინი თეორიული ნაწილის გარდა, სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებასაც.

სამთვიან კურსზე შეისწავლება შემდეგი საგნები:

სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა, შექმნა და წარმოება - გოჩა კორხელაური, სცენარისტი, რეჟისორი.

როგორ გავხდეთ სცენარისტი - ოთარ ლომთაძე, სცენარისტი.

დრამატურგიის მეთოდოლოგია - ლაშაბუღაძე, მწერალი, დრამატურგი.

შემოქმედებითი წერა -გურამ მეგრელიშვილი, მწერალი, კინოსცენარისტი და რეჟისორი.

სცენარისტთა სკოლაში სწავლა 26 სექტემბერს დაიწყება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3SitvMH

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სკოლის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.

აირჩიე “სქრინფლეი” - გახდი პროფესიონალი სცენარისტი!

 

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური