ლიბერთის შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება - NCR ბანკომატით თანხის შეტანა ბიზნეს ბარათის გარეშე
ლიბერთიმ - ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, ახალი სერვისი დანერგა
დღეიდან, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა, NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით, ბიზნეს ბარათის გარეშეა შესაძლებელი. ,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ ათასობით მცირე თუ საშუალო ბიზნესთან. სამომავლო გეგმები, ბიზნეს მიმართულების კუთხით გააქტიურებას და ცნობადობის ამაღლებას ითვალისწინებს. სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა და კომფორტული სერვისების დანერგვაა. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, დისტანციურ არხებში, ისეთი სერვისების გაციფრულების პროცესზე, რომელიც ყოველდღიურ ბანკინგს კიდევ უფრო გაამარტივებს და ნებისმიერ დროს გახდის ხელმისაწვდომს. ასევე ვაგრძელებთ, მომხმარებლისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზებებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიახლე, კიდევ უფრო გაამარტივებს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალ სერვისებსა და საბანკო პროდუქტებს“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. ლიბერთის Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ფინანსების მართვა სურვილისამებრაა შესაძლებელი. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay-ის გამოყენებით. ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 35 Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა.
(https://www.libertybank.ge/ka/chven-shesakheb/kompaniis-shesakheb/bankomatebi)
რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტები დაპირებულ მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ
დედაქალაქში მცხოვრები რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტები დახმარებას ითხოვენ, ისინი თბილისის მერს კახი კალაძეს პროგრამის დროულად ამოქმედებას სთხოვენ, მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს დაპირება საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული და დღემდე არ შესრულდა. წლის ბიუჯეტში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები არ მოიაზრებიან და შემდეგ წელს არავინ იცის რა ბედი ელით. პეტიციის ხელმომწერები ცდილობენ მთავრობის ყველა რგოლს შეახსენონ მათი პრობლემა, რადგან მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმძიმესი გამოსავალი ელით, რაც დაავადების გართულებებში, უნარშეზღუდულობის განვითარებასა და მუდმივ ტკივილებში გამოიხატება.
როგორც ექიმებისგან შევიტყვეთ, დაავადება პროგრესირებადია და ყოველი დღე ამ ტიპის პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია. ჯანმოს მონაცემებით რევმატოიდული ართრიტით მსოფლიოს მოსახლეობის 1% არის დაავადებული. სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ვერსად მოვიპოვეთ, რადგან მსგავსი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
რადგან ყველა პროგრამა დაფინანსების გარეშე უბრალოდ ვერ ამოქმედდება პირველი ადრესატად დედაქალაქის საკრებულო შევარჩიეთ და შეკითხვები ჯანდაცვის კომისიის წევრს, ვატო სურგულაძეს დავუსვით.
- 2020 წლიდანაჭარისრეგიონშირევმატოიდულიართრიტისმქონეპაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატურიმკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. რას გეგმავს თბილისის საკრებულორევმაროიდული ართრიტის პროგრამის ამოქმედების თაობაზე დედაქალაქში და სხვა რეგიონებში, ან როდის აპირებთ ამ თემის აქტუალიზაციას?
- ამ დაავადების მართვის პროცესში და მედიკამენტოზურ უზრუნველყოფაში სახელმწიფოს ჩართულობა არის აუცილებელი.
- აჭარაშიპროგრამა უკვე მოქმედებს და ჩვენი მოქალაქეები იღებენ მომსახურებას, ეს შერჩევითი დამოკიდებულება ხომ არ არღვევს პაციენტთა უფლებებს?
- ის გამოცდილება ნამდვილად აქვს საქართველოს აჭარის მაგალითზე, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ნამდვილად ახორციელებს შესაბამის პროგრამას. რაც გულისხმობს, რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით და იდიოპათიური მაანკილოზებელი სპონდილიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსებას ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით. რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით და იდიოპათიური მაანკილოზებელი სპონდილიტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად არიან რეგისტრირებულნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ასევე, განსხვავებას მედიკამენტის ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის ფარავს პაციენტი.
- დაავადებული მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ მთავრობის ჩართულობას და თემის დაჩქარებას, რადგან მათთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია?
- შესაძლებელია და აუცილებელია ამ პროგრამის განხორციელება ქვეყნის სხვა რეგიონებში და ქალაქებში. მაგრამ საბოლოოდ ამ პროგრამის დაფინანსება უნდა გადავიდეს ფედერალურ დონეზე. საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვინც არის დაავადებული ამ დაავადებებით, ანალოგიური დახმარება მიიღოს.... რომ არ იქმნებოდეს უსამართლობის განცდა სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებლების შორის.
რადგან მერის საარჩევნო პროგრამა დაავადებულებს პროგრამის დაფინანსებას დაპირდა მივმართეთ დედაქალაქის მერიას საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ:
"თბილისის მერის კახა კალაძის 2021 წლის წინასაარჩევნო პროგრამიდან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, მიმდინარე წელს, ჯანდაცვის მიმართულებით უკვე დაიწყო „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ ე.წ. 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამა, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას დაემატა ორგანიზებული სკრინინგის კომპონენტი და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამას დაემატა მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსების კომპონენტი. რაც შეეხება „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების პროგრამას“, რომელიც, ასევე, გათვალისწინებულია, მისი და სხვა დანარჩენი პროგრამების განხორციელება დაგეგმილია საარჩევნო პროგრამით განსაზღვრულ ვადაში", – თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი ნათია ვერძაძე.
პაციენტების მოსაზრების გასაგებად იმ მოქალაქეებს მივმართეთ ვინც პეტიციის შედგენაში მიიღო მონაწილება და ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას. ეს მათი პირველი მცდელობა არ არის. გასულ წელს მიმართეს მთავრობის თითქმის ყველა აღმასრულებელ რგოლს და საჩუქრად თაბაშირის ხელის სკულპტურაც გაუგზავნეს ნიშნად იმისა, რომ დახმარება გადაუდებლად სჭირდებათ, თუმცა ამაოდ. ინგა მამუჩიშვილი სწორედ, ასეთი, პაციენტია, პროფესიით ექიმს რევმატოიდული ართრიტი გამოუვლინდა, ის იოლად არ დანებდა და 2016 წელს სათავეში ჩაუდგა “რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირს”, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა დახმარებას. რევმატოიდული ართრიტი 2003 წელს დაუდგინდა. მას შემდეგ თითქმის 20 წელია დღე არ გასულა წამლის და ტკივილის გარეშე. ხელის მტევნებმა და თითებმა განიცადეს თავლშისაცემი დეფორმაცია. ყოველდღიური მარტივი, ელემენტარული საქმიანობა ჩემთვის სერიოზულ პრობლემას და სირთულეს წარმოადგენს.
- რას ემსახურება “რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი”?
- ამ დაავადებასთან დაკავშირებით შეიქმნა, ასევე ემსახურება ექიმთა ცნობადობის ამაღლებას და მკურნალობის ხელმისაწვდომობას, რადგან დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რევმატოიდული ართრიტი ეს არის შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე აუტოიმუნური დაავადება, შეუქცევადი პროცესია და გამოიხატება პირველ რიგში წვრილი სახსრების და არამარტო დაზიანებით,გაუსაძლისი ტკივილით,სახსრების შებოჭილობით,დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს,პროცესში ერთვება სხვადასხვა სისტემა,სახსრები დეფორმირდება და ადამიანი არადროული დიაგნოსტიკის და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება შშმ პირად ჩამოყალიბდეს! უფრო გასაგები რომ იყოს,ეს არის პროცესი,როდესაც იმუნურ სისტემაში იწყება განუკითხაობა და საკუთარი იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი შემაერთებელი ქსოვილის წინააღმდეგ! დაავადებას მართავს ექიმი რევმატოლოგი და მისი გადაწყვეტილებით კიდევ სხვა სპეციალისტები,ვისი ჩართვაც გახდება აუცილებელი დაავადების კლინიკური სურათის განვითარების მიხედვით! გამომწვევი მიზეზები ბოლომდე უცნობია,თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი,ინფექციები,სტრესული სიტუაციები..
- როგორც ვიცით გავრცელდა პეტიცია, რას ითხოვთ სახელმწიფოსგან?
- მკურნალობა ხორციელდება აუცილებლად ექიმი-რევმატოლოგის მეთვალყურეობით, თვითმკურნალობა დაუშვებელია, როდესაც მამოდიფიცირებელი მკურნალობის მიმართ პაციენტის ორგანიზმს აღენიშნება აუტანლობა ან რეზისტენტობა, მკურნალობაში ასევე ექიმის გადაწყვეტილებით ერთვება ბიოლოგიური პრეპარატები,რომელიც საუკეთესო შედეგს იძლევა უხშირესად და პაციენტი გადაყავს რემისიის მდგომარეობაში, სწორედ ამ დაფინანსებას და პროგრამის ამოქმედებას ითხოვს პაციენტთა კავშირი ხელისუფლებისგან, მრავალჯერ მივმართეთ თხოვნით მერიას,ჯანდაცვის სამინისტროს,მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ,ამჟამად კიდევ ვაწარმოებთ პეტიციაზე ხელმოწერებს და გვინდა კვლავ ვითხოვოთ დახმარება! ამას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,რათა გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და უბრალოდ ავირიდოთ თავიდან შშმ პირად ჩამოყალიბება.
მიუხედავად იმისა, რომ სახლემწიფოს სტატისტიკა არ გააჩნია პაციენტთა რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ რევმატოიდული ართრიტის მძიმე და საშუალო ფორმებით ბევრი ადამიანი იტანჯება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნინო ჩხეტია დეტალურად გვიყვება დაავადების სიმწვავესთან დაკავშირებით და იმ რისკების ირგვლივ რაც ამ დაავადებას ახლავს თან
- დაავადება იმდენად მწავავე, პროგრესირებადია და მათი მკურნალობა დღეს არ არის ხელმსიაწვდომი ირღვევა თუ არა დღეს ამ პაციენტთა უფლებები?რაში ხედავთ გამოსავალს?
- დაავადება ქრონიკულია და პროგრესირებადი, იწვევს სახსრების დეფორმაციას, უნარების და მარტივი საქმიანობის შეზღუდვას, აღარაფერს ვამბობ გაუსაძლის ტკივილებზე. კლასიკური პრეპარატებით მკურნალობას ყველა პაციენტის ორგანიზმი ვერ იღებს, ზოგჯერ არაეფექტურია, ვითარდება რეზისტენტობა, ან მძიმე გვერდითი ეფექტები. საბედნიეროდ არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აქვს, მაგრამ ჩვენთვის, პაციენტებისათვის ის ხელმიუწვდომელია მისი მაღალი ფასის გამო. მე რამდენიმეჯერ თანადაფინანსებით შევძელი ამ პრეპარატის მიღება და ძალიან კარგი შედეგი მქონდა. მსოფლიო მედიცინაში არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და სამომავლოდ შეიძლება მისი განკურნებაც კი იყოს შესაძლებელი.
- პეტიცია შეიმუშავეთ, რას ითხოვთ მთავრობისგან?
- რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები და რევმატოლოგები გავერთიანდით, რათა პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ადექვატური მკურნალობა, რომელიც საგრძნობლად აფერხებს დაავადების პროგრესირებას. დღეს, პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში ვართ, ჩვენთვის თითოეული დღე, საათი, წუთი... სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დროული დაფინანსების არარსებობის გამო პაციენტები დღითიდღე ვკარგავთ ქმედუნარიანობას, რაც ამძიმებს ჩვენს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური მკურნალობის დაფინანსება, რათა არ მივეჯაჭვოთ ეტლს და შევძლოთ სრულფასოვანი სიცოცხლით ცხოვრება. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირმა მიმართა თბილისის მოთხოვნით, რომ 2022 წლის ჯანდაცვის პროგრამაში მომხდარიყო რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსების პროგრამის ინტეგრირება, რადგან 2020 წლიდან აჭარის რეგიონში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტები სახელმწიფოსგან ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მკურნალობის დროულ დაფინანსებას ვითხოვთ.
იმისათვის რომ უფრო დეტალურად გავრკვეულიყავით, კონკრეტულად რა საჭიროებები აქვთ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებს ექიმი ნინო ცისკარიშვილი გვპასუხობს:
„რევმატოიდულიართრიტისმქონეპაციენტებს, აწუხებთსახსრებისტკივილი, შესივება, დეფორმაცია, ფუნქციისშეზღუდვა. ხშირიაარასახსროვანიგამოვლინებებიც, მაგალითად, სასუნთქისისტემისმხრივ, რაცკიდევუფროართულებსპაციენტისმდგომარეობას. რევმატოიდულართრიტისსიმპტომებიიმდენადშემაწუხებელიაპაციენტისთვის, რომროგორცწესი, ექიმსმეტ-ნაკლებადდროულადმიმართავენ. მეორესაკითხია, რამდენადდროულადხდებაპაციენტისექიმ-რევმატოლოგთანგადამისამართება, დროულიდიაგნოსტირება, დაავადებისაქტივობისდაპროგნოზულიმარკერებისსწორადშეფასებადაშესაბმისიმკურნალობისდანიშვნა. სწორედამმიმართულებითგვაქვსპრობლემები, რომელზეცამეტაპზეაქტიურადვმუშაობთდავცდილობთ, ამკუთხითცნობიერებისამაღლებას. ამასთან, უკვეპრაქტიკულადდავასრულეთმურნალობისნაციონალურრეკომენდაციაზემუშაობა, რომელიცდაავადებისმართვისთანამედროვესტანდარტებსქართულენაზეყველასათვისხელმისაწვდომსგახდის“
მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებელია დაავადების აქტივობის და პროგნოზული მარკერების შეფასება, რის მიხედვითაც ხდება კონკრეტულ პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმის შედგენა. როგორც წესი, მკურნალობის პირველ საფეხურზე გამოიყენება ეგრეთ წოდებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატები, რაც არ არის დაკავშირებული დიდ ფინანსურ ხარჯებთან და პაციენტთა დიდ ნაწილში კარგ შედეგს გვაძლევს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ პასუხობს და/ან ვერ იტანს პირველი საფეხურის მკურნალობას, გამოიყენება ბიოლოგიური მამოდიფიცირებელი პრეპარატები. ბიოლოგიური მამოდიფიცირებლები, მაღალტექნოლოგიური პრეპარატებია, შესაბამისად მაღალია მათი თვითღირებულებაც, რის გამოც ასეთი მკურნალობა პაციენტების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ქვეყანაში კონკრეტული სტატისტიკა არ მოგვეპოვება, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით, სხვადსახვა პოპულაციაში, რევმატოიდული ართრიტის გავრცელება შეადგენს 0.5-1%-ს, რაც, დამეთანხმებით, რომ ქრონიკული, ანთებითი, პროგრესირებადი დაავადებისთვის საკმაოდ დიდი ციფრია, რაც განაპირობებს კიდევაც პრობლემის მასშტაბურობას და არასათანადო მართვის შემთხვევაში დიდ სოციალურ-ეკონომიკურ ზიანს. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ზოგადად ადამიანის უფლებაა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ უფლების დაცვისათვის!
ამ ფონზე, მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება პირადი, თავისი წილის დანაშაულის გრძნობა, და მაინც, ნეტავ რას უცდის ამ დროს მთავრობა?!
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე
წელს პირველად საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა.
სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის (European Minifootball Federation) ახალი წევრი შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლუნარიანობა და თანაბარ დონეზე თამაში ევროპის საუკეთესო და გამოცდილ გუნდებთან.
ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება და საქართველოს ნაკრების გარდა ყველა დანარჩენ 23 ნაკრებს არაერთხელ აქვს მიღებული მონაწილეობა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებეზე. წელს ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი მერვედფინალში გასვლით დაგვირგვინდა. პირველივე თამაშის შემდეგ საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიღო ყველა ქვეყნის ნაკრებმა.
უთანასწორო შერკინება მერვედ ფინალში საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან, სლოვაკეთის ნაკრებთან მოუხდათ და მიუხედვად დამარცხებისა, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. სლოვაკეთის ნაკრები ამ ჩემპიონატისთვის ამ არენაზე 2,5 წელია ემზადებოდა და მათი თამაშები გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნებით გამოირჩეოდა.
ტურნირის მონაწილე გუნდების და ორგანიზატორები შეფასებით, მომავალ წელს საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებს სერიოზულ და მნიშვნელოვან მოწინააღმდეგედ მოიაზრებენ. ამ ასპარეზობის შედეგად საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ევროპის მინი ფეხბურთის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა, საუკეთესო 16 გუნდში შევიდა და ჩემპიონატის დასრულებისას რეიტინგსაც მაღალს დაიმსახურებს.
საქართველოს ნაკრების ბირთვი FC PSP-ს ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწბრთნელი და FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძეა.
მადლობას ვუხდით საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს: გიორგი აფციაურს, ნიკოლოზ კოპლატაძეს, ლევან სარდანაშვილს, ლევან სვანიძეს, მიხეილ თევზაძეს, ნიკოლოზ ფხაკაძეს, ლევან კობაიძეს, გიორგი ზუნტუროვს, თეიმურაზ ექიზაშვილს, მალხაზ შამილაძეს, ოთარ ბერეჩიკიძეს, მირიან მირგატიას; გუნდის ექიმს მამუკა კვანტალიანს; საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციასა ადა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესაძლებლობისა და ორგანიზებისთვის.
ევროპის მინი ფეხბურთის სამყარო საქართველოს ნაკრები როგორც საუკეთესო და წარმატებული დებიუტანტი გაიცნო, მომდევნო წლებში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
გაერო-მ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ.
საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.
გასული სამი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 61 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.
ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის დელეგაციის (განცხადებას მიუერთდნენ თურქეთის, ალბანეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ლიხტენშტაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ანდორასა და სან მარინოს დელეგაციები), ლიეტუვას (ბალტიური და ნორდიკული ქვეყნების სახელით, განცხადებას ასევე მიუერთდნენ ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, სლოვაკეთის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ჩეხეთის რესპუბლიკის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციები), კანადის (CANZ-ის სახელით -კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია), იაპონიის, იტალიის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, წმინდა საყდრის წარმომადგენლებმა და გაეროს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად არა მარტო შეძლო და შეინარჩუნა, არამედ მკვეთრად გაზარდა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.
რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.
IBM-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს
ამერიკული კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია IBM-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO) არვინდ კრიშნამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ შევაჩერეთ ყველა ოპერაცია რუსეთში“. კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისინი აღარ გაყიდიან თავის ტექნოლოგიას რუსეთში და აღარ ითანამშრომლებს რუსეთის სამხედრო ორგანიზაციებთან.
ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტია.