ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა რაკეტა Agni-4
ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბირთვული შესაძლებლობების და 4000 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტა Agni-4. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის „აგნი-4“-ს წარმატებული გაშვება განხორციელდა ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე ოდიშას შტატის ღია წყლებში მდებარე აბდულ კალამის კუნძულიდან“.
იქვე ნათქვამია, რომ რაკეტის გამოცდა იყო "გამოყენების რუტინული წვრთნების ნაწილი, რომელიც ტარდება სტრატეგიული ძალების სარდლობის ეგიდით".
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესტირებამ ასევე დაადასტურა ინდოეთის "საიმედო სამხედრო შეკავების შესაძლებლობის შესახებ პოლიტიკის არსებობა".
საქართველოს პრეზიდენტმა რომში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო უცნობი ჯარისკაცის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტი „ვენეციის მოედანზე“ მდებარე უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ლორენცო გუერინისთან და გენერალური შტაბის უფროს ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონესთან ერთად იმყოფებოდა.
ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და სამხედრო მარში
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა (ვიდეო)
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის სიტუაციური სწავლება დასრულდა. ოცეულის დონის შეფასებაზე ორიენტირებული გეგმიური საველე სწავლება ხუთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას.
წვრთნებში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაკისრებულ ამოცანებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მთაგორიან რელიეფზე, დღისა და ღამის პირობებში ასრულებდა. სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფები თვალთვალის ოპერაციებს ახორციელებდნენ და სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებდნენ. სამხედრო მოსამსახურეების ძირითად დავალებებს რაიონის მარშრუტის რეკოგნოსცირება, საპატრულო ბაზისა და სათვალთვალო საგუშაგოს მოწყობა, სახიფათო რაიონის გადალახვა, ინფილტრაცია-ექსფილტრაცია, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, კონტაქტზე რეაგირება, სწრაფი ჩასაფრების, გაქცევა-გადარჩენისა და სხვა ოპერაციების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
წვრთნებში გამოყენებული იყო სასწავლო ხელყუმბარები, საკვამლე კოჭები, ფუჭი ვაზნები, მანათობელი პიროტექნიკა და სხვადასხვა ოპტიკური საშუალება.
ვიდეო:
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს დელეგაცია გურთიადის თავმჯდომარეს ეწვია
იცხოვრა ისე, როგორც შეეძლო - ღირსეულად და პატრიოტულად
სამწუხაროდ, უკვე ერთი წელი გავიდა, რაც დამანგრეველმა ვირუსმაწაგვართვა საუკეთესო ქართველი მოაზროვნე, დიდსულოვანი და კეთილშობილი პიროვნება, არაჩვეულებრივი ადამიანი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, წარმატებული და გამორჩეული ორგანიზატორი და ნოვატორი, ტრადიციების და ფასეულობების დამცველი, საუკეთესო მეგობარი, მამა, მეუღლე და ბაბუა - ოთარ აბდუშელიშვილი.
ბატონი ოთარი იყო წარმატებული მეთევზე, ღირსების ორდენის ორგზის მფლობელი. დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თევზის დეპარტამენტს, განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი, იმავდროულად გაზარდა მრავალი ახალგაზრდა და დიდი წვლილი შეიტანა დარგის განვითარებაში. მან განსაკუთრებულად ღირსეული და წონადი წვლილი შეიტანა თევზის მრეწველობის საქმიანობის უწყვეტ გაუმჯობესებაში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ბატონი ოთარი გამოირჩეოდა თავისი არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით, სიკეთით და სიყვარულით, ადამიანური სითბოთი. კოლეგების, თანამშრომლების და პარტნიორების მიმართ ყოველთვის იყო მეგობრული, მზრუნველი, შორსმჭვრეტელი, კორექტული და ტაქტიანი.
ძალიან დაგვწყვიტა გული ბატონმა ოთარიმ! არასოდეს დაგვავიწყდება მისი მომღიმარე სახე და სითბოთი სავსე თვალები. მადლობა მას ადამიანურობის გაკვეთილებისთვის, სითბოს და სიკეთისთვის, თანადგომისთვის. ყოველთვის ვამაყობდით, რომ თქვენთან ურთიერთობა გვარგუნა ბედმა.
7 ივნისი, 2022 წელი - თბილისი, საქართველო