Items filtered by date: ორშაბათი, 06 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს ,,ახალი’’ ბარათით სარგებლობისას გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

სამომხმარებლო სესხებზე კამპანიის ფარგლებში, ახალი სესხის აღების ან სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის ან გაერთიანების შემთხვევაში, ლიბერთის მომხმარებლებს შეუძლიათ 30 ივნისის ჩათვლით  ჩაერთონ ‘ქეშბექ’ აქციაში და დაიბრუნონ 50-დან 300 ლარამდე ქეშბექი. ასევე, ისარგებლონ 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით.

ქეშბექის აქციაში მონაწილე ყველა პირი უნდა სარგებლობდეს ან ისარგებლოს  „ახალი“ ბარათით. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს, საპროცენტო განაკვეთი 10,9%-დან, ხოლო ეფექტური  21,28%-დან განისაზღვრება.

ლიბერთის სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა სიმარტივით - 50 000 ლარამდე თანხის მიღება უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი, დადასტურებულ შემოსავლად განიხილება ფულადი გზავნილებიც. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.9%-დან განისაზღვრება (ეფექტური - 20.14%-დან).

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ქართველ ექიმებს საკუთარი გამოცდილება იტალიელმა კოლეგმა გაუზიარეს
ჯანდაცვის პერსონალისთვის საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ახალი ერა სპინალური კუნთოვანი ატროფიის მკურნალობაში“. კონფერენციის მიზანს საქართველოში სკას მართვის მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის და გააუმჯობესებს სკა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
ღონისძებაში მონაწილეობდნენ ქართველი და იტალიელი ექიმები. მათ კიდევ ერთხელ შეაფასეს დაავადების სიმწვავე და ისაუბრეს თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას უძღვებოდნენ „როშ ჯორჯიას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი და საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნანა ტატიშვილი.
კონფერენციაზე მოწვეულ ქართველ ექიმებს ონლაინ რეჟიმში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს „ჰოფმან ლა როშის“ რისდიპლამის გლობალური განვითარების ხელმძღვანელმა რენატა სკალკომ, კლინიკა ნემო ანკონას პედიატრიული ნევროლოგიისა და ნევროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ამანდა ფერერომ და მიქაელ ქოჩამ და მათთან ერთად განიხილეს ისეთი თემებს, როგორიცაა, ევრისიდის (რისდიპლამი) გამოყენებას სპინალური კუნთოვანი ატროფიის მკურნალობაში, სპინალური კუნთოვანი ატროფია ტიპი 1 და 2, დიაგნოსტირება და დაავადების მართვა, მოზრდილი სკა პაციენტების მართვის მულტიდისციპლინარული მიდგომა და სხვა. 
„მედიკამენტი ევრისიდი საკმაოდ, ეფექტურია სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის. თუ მათ სიცოცხლეს მკურნალობის გარეშე ემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, კერძოდ, პირველი ტიპის დაავადების დროს ისინი მხოლოდ 2 წლამდე ცოცხლობდნენ. დღეს მათ შესაძლებლობა გაუჩნდათ ევრისიდის გამოყენებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა და სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად შეიცვალოს გაუმჯობესებისკენ. აუცილებელია მშობლებმა იცოდნენ მხოლოდ მედიკამენტის მიღება, აუცილებელია მასთან ერთად გაგრძელდეს ის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც ამ დაავადების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის შედეგი, რომელიც ყველას ერთად გვინდა მივიღოთ, სწორედ ამ მიდგომებით იქნება მიღწეული, “ - აღნიშნა ექიმმა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა.
„იტალიელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ არის შესაძლებელი მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ მედიკამენტისგან. მნიშვნელოვანია, რომ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტები კოგნიტურად სრულიად შენახულნი არიან, უფრო მეტიც, გამოირჩევიან მაღალი მენტალიტეტით და მხოლოდ მოკლებულნი არიან ელემენტარული მოძრაობის უნარს. სწორედ, ეს ზღუდავს მათ შესაძლობების რეალიზაციას, და სწორედ მკურნალობის გუნდური მართვით, მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვით, შევცვალოთ მათი ცხოვრების ხარისხი, “ - აღნინავს ექიმი ნევროლოგი ნანა კვირკველია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილიდან სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა პრეპარატით ევრისდი (რისდიპლამი) პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და სრულიად ფინანსდება საელმწიფოს მიერ, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც პაციენტებისთვის, ისე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთის.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
მოკლე ინფორმაცია სპინალურ კუნთოვანი ატროფიას (სკა) შესახებ
სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. სკა იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და დაახლოებით 11 000 დან 1 ახალშობილს აღენიშნება მსოფლიოში. უმეტესად დიაგნოსტირდება ბავშვთა ასაკში და ჩვილი ბავშვების სიკვდილობის ყველზე გავრცელებული გენეტიკურ მიზეზს წარმოადგენს.
სკა-ს გამომწვევია SMN1 გენის მუტაცია, რის შედეგადაც SMN (ესემენ) პროტეინის გამომუშავება მცირდება. SMN პროტეინი ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. დაავადების სიმძიმე და სიმპტომები მის ტიპზეა დამოკიდებული. განასხვავებენ დაავადების 4 ძირითად ტიპს: ტიპი 1 ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მიზეზი ხდება. სიმპტომები დაკავშირებულია კუნთების ატროფიასა და სისუსტესთან. პაციენტებს უჭირთ სიარული, ჯდომა დამოუკიდებლად, თავის დაჭერა, აღენიშნებათ სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება. ტიპი 2 ვლინდება 7-დან 18 თვის ასაკის ბავშვებში. შესაძლებელია შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ამასთან, ბავშვები ვერ დადიან, აღენიშნებათ ხერხემლის დეფორმაცია სქოლიოზის სახით, გააჩნიათ სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები. უმრავლესობას ჯდომა შეუძლია, თუმცა შემდგომში ამ უნარსაც კარგავენ. ტიპი 3 ვლინდება 18 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში და შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს გვიან ბავშვობამდე. აღენიშნებათ კუნთოვანი სისუსტე, რომელიც პროგრესირებს. მართალია, უმრავლესობას სიარული შეუძლია, თუმცა, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ეს უნარი შეიძლება დაკარგონ. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უმეტესწილად გავლენას არ ახდენს. ქვედა კიდურებში სისუსტე მეტადაა გამოხატული, ვიდრე ზედა კიდურებში. ტიპი 4 ზრდასრულთა დაავადებაა, ვლინდება 35 წლის შემდეგ. ატროფიის ნიშნები აღმოცენდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთებში, მყესებში, ვრცელდება გულმკერდის არეში.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს.

ლი კეციანის თქმით, დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება.

"ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს და გისურვებთ წარმატებებს.
დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ ამ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება, პოლიტიკური ნდობა მხარეებს შორის იზრდება, სხვადასხვა სფეროში შეინიშნება პრაგმატული თანამშრომლობის დამაჯერებელი წინსვლა, ხოლო მოქალაქეთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლა სულ უფრო მტკიცე ხდება.

ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის გამოყენება, როგორც სხვადასხვა სფეროში ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ასევე ჩვენი ქვეყნებისა და ერების სასიკეთოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და მეგობრობის კონოტაციის გაფართოების შესაძლებლობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში.

გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მარადიულ მეგობრობას!", - აღნიშნავს ლი კეციანი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია ჩინეთი

2 ივნისს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II) დაეთანხმა სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც 30 მაისს ევროპულმა საბჭომ  საგანგებო შეხვედრაზე წარადგინა. 

სანქციების ამ პაკეტში შედის:

  • სანქციები უსაფრთხოების და სამხედრო აპარატის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბუჩაში მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან; ასევე, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის ორგანიზაციების, ოლიგარქების, რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
  • რუსეთიდან ზღვის გავლით ნავთობის იმპორტის აკრძალვა. ეს აკრძალვა –  გერმანიის და პოლონეთის მიერ ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად – რუსეთიდან ნავთობის იმპორტს მიმდინარე წლის ბოლომდე 92%-ით შეამცირებს. 
  • ამ გადაწყვეტილებას რაც შეიძლება მალე დაემატება რუსეთიდან ნავთობის მილსადენის საშუალებით იმპორტის აკრძალვაც.
  • SWIFT-ის მომსახურების სისტემიდან სამი რუსული ბანკის – მათ შორის „სბერბანკის“ – და ბელარუსის ერთი ბანკის გათიშვა. 
  • რუსეთში ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება – მათ შორის ქიმიკატებსა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე.
  • რუსეთის ნავთობის სექტორისთვის მომსახურების მიწოდების აკრძალვა.
  • რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი სამი მასობრივი ინფორმაციის საშუალების აკრძალვა.
  • რუსეთის ოპერატორებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის აკრძალვა.

სანქციების ამ პაკეტს ევროპული საბჭო წერილობითი პროცედურით დაამტკიცებს იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 3 ივნისს გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეს ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ კონტინენტის საუკეთესო ძალოსანი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა - 208, 212 და 217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

წარმატებით შეუდგა  გამოსვლას აკვრაშიც. პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი დაიმორჩილა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა დაიბევა. მეორე მისვლაზე 253 კილოგრამი შეუკვეთა და... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წონა ვერ დაიმორჩილა, შემდეგ კი უარი თქვა მესამე მისვლაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მოეპოვებინა ოქროს მედალი.

რა თქმა უნდა, ოქროს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 462 კილოგრამით.

გასათვალისწინებელია, რომ მომავალმა ტრიუმფატორმა ოქროს მედლები ტრავმირებულმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2  ბრინჯაოს მედლით დაასრულა, აქედან ერთი ბრინჯაო ქალთა ნაკრებზე მოდის.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ფლაგმანი უწოდა, ამასთან, სამაგალითოდ შეაფასა მისი საქმიანობა, მიზნები და ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარებ წარმოადგინა.

დავით სონღულაშვილმა ქვეყანებს შორის არსებულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს, რომელიც სამწუხაროდ, ბოლომდე ათვისებული და გამოყენებული არ არის. ამასთან, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესაძლებლობები ნამდვილად დიდია და მაქსიმალური კოორდინირებაა საჭირო, როგორც ყაზახურ და ქართულ კერძო სექტორს შორის, ასევე სამთავრობო დონეზე.

„კომიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას.
პირველ რიგში, ძალინ საინტერესო კვლევები და მიგნებები იყო წარმოდგენილ გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის მიერ. ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის დიდი პოტენციალია. რა თქმა უნდა, ეს თავის თავში ექსპორტს და იმპორტს მოიცავს. დღევანდელი გამოწვევებისა და რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტი მნიშვნელობა მიეცა ქართულ–ყაზახურ ეკონომიკურ ურთიერთობას. ყაზახეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არის სამეული, რომელიც შუა დერეფანს განავითარებს და გაზრდის მის მნიშვნელობას, ხოლო თვითონ ყაზახურ–ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებშიც უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო პრიორიტეტებიც შეიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, მსგავსი ტიპის მოსმენები გაგრძელდეს. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, პროექტებს ახორციელებს და მართავს საინტერესო მოლაპარაკებებს ყაზახურ მხარესთან. ჩვენი მხრიდან, საზედამხედველო ფუნქციის ნაწილში, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იქნას ყველა ის შესაძლებლობა და პოტენციალი, რაც ყაზახურ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობის შედეგად შეიძლება მივიღოთ, “ – აცხადებს დავით სონღულაშვილი

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა მიმართულების გამოვლენა იწყება შესწავლით და პირველი რაც გააკეთეს სწორედ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის კვლევა იყო, რაშიც TBC Capital-ის კვლევის სამსახური დაეხმარათ. შექმნილი დოკუმენტი 2021 წლისა და 2022 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.
„პირველი კვლევა ჩავატარეთ 2006-2020 წლის ჩათვლით, რომ დაგვენახა ზოგადად რომელ დარგებში ხდებოდა ინვესტიციების განხორციელება, სად ხდებოდა ვაჭრობა და როგორ იზრდებოდა ტურიზმის დინამიკა. ამან საკმაოდ კარგი მიგნებები მოგვცა, დაგვანახა, რომ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით აუთვისებელია შესაძლებლობები და გვაქვს იმის უნარი, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ყაზახური კაპიტალის დახმარებით, რაც მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს ჯახუტაშვილი.

კვლევის შედეგები და ძირითადი რეკომენდაციები TBC Capital-ის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძემ წარმოადგინა. როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, უნდა გავაანალიზოთ რეგიონული პოტენციალი, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით: „მაგალითად ყაზახეთიდან საკვები პროდუქტების იმპორტის გაფართოების ნაწილში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ვხედავთ თუ როგორ გაიზარდა საქართველოს როლი სატრანზიტო დერეფანში და ამისთვის ევროკავშირთან დადებული ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესანიშნავ პირობებს ქმნის ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის. იმისათვის, რომ ტურიზმი კიდევ უფრო გაძლიერდეს, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის პროფილი კარგად იყოს შესწავლილი, ზოგადი მონაცემები არ არის საკმარისი“. 

რაც შეეხება საკვლევ საკითხებს, ირინა კვახაძემ რამდენიმე ძირითადი მიმართულება დაასახელა:
• არსებული რეგიონული კონფლიქტიდან გამომდინარე, ყაზახეთიდან საკვები პროდუქტების (და არამარტო) იმპორტის გაფართოების პოტენციალი
• რეგიონული კონფლიქტის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაზრდილი პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე
• საქართველოს და ყაზახეთის შიდა რეგიონული პოტენციალის გაანალიზება
• საქართველოს დასავლურ ბაზრებთან არსებული სავაჭრო შეთანხმებების ეფექტური გამოყენება საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში
• ყაზახი ტურისტის პროფილის დაიდენტიფიცირება და შესწავლა 

დასასრულს, ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლის გათვალისწინებაც კიდევ უფრო გაარღმავებს ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს. გაერთიანების ხელმძღვანელმა რამდენიმე რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის შემდგომ შესრულებას საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ, მნშვნელოვანია პარლამენტის და ეკონომიკური კომიტეტის მხარდაჭერა, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების აქტუალიზაცია უფრო მეტად მოხდეს აღმასრულებელ ორგანოებსა და კერძო სექტორშიც.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ჩატარებული კვლვებისა და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართა, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება იყო.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური